კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალების შეშუპება და უპეების ჩაშავება სტრესისა და დაღლის მიზეზია


თვალების შეშუპებას და უპეებქვეშ მუქი რგოლების გაჩენას ბევრი მიზეზი იწვევს. ეს, შესაძლოა, იყოს კანქვეშ დაგროვილი სითხე ან დაღლილობა, სტრესი, შიში ან ნერვიულობა. ასევე, შეიძლება, ის გამოიწვიოს სითხის გვიან საღამოს მიღებამ, არაჯანსაღმა ძილმა, გადამეტებულმა ნიკოტინმა, ალკოჰოლმა და ასე შემდეგ. ამ დროს კარგია გვირილის, პიტნის, ჩაის ან მინერალური წყლის ცივი კომპრესების დადება.

მუქი რგოლები უპეებქვეშ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გადაიღალეთ და აუცილებლად დასვენება გჭირდებათ. ამ დროს მას კოსმეტიკური საშუალებებით ვერ შენიღბავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზეზი ორგანული დაავადებებია.

ჯანმრთელი თვალები რომ შეინარჩუნოთ, უნდა გაითვალისწინოთ მარტივი წესები:

* მიიღეთ დღეში ორი ლიტრი სითხე – ასეთი წესით ორგანიზმიდან წიდები გამოიდევნება;

* ისეთი საკვები მიირთვით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს, A, B2, C და D ვიტამინებს;

* ხშირად დაასვენეთ თვალები და ნუ გადაღლით მათ ზედმეტი კითხვით, წერით, ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ყურებით;

* დიდხანს ისეირნეთ დილა-საღამოს სუფთა ჰაერზე;

* ეცადეთ, უარი თქვათ ალკოჰოლსა და ნიკოტინზე ან შეამცირეთ მათი მოხმარება;

* არ დაგავიწყდეთ, რომ თვალებსაც სჭირდება ვარჯიში.

აქვე შემოგთავაზებთ სპეციალურ ვარჯიშებს თვალების ირგვლივ კუნთების გასაძლიერებლად და კანის დასაჭიმავად. ეცადეთ ეს ვარჯიშები, დღეში რამდენჯერმე შეასრულოთ:

* თვალების გუგები ატრიალეთ ხან მარჯვნივ, ხან – მარცხნივ;

* დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ, ასეთ მდგომარეობაში, რაც შეიძლება, მაღლა აიხედოთ;

* მზერა ჯერ ახლო მდებარე ნივთზე შეაჩერეთ, შემდეგ კი შორს გაიხედეთ;

* ამოძრავეთ თვალები ოთხივე მიმართულებით: მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით და ქვევით;

* ფართოდ გაახილეთ თვალები, ჯერ დაძაბეთ მზერა, შემდეგ კი მოადუნეთ.


скачать dle 11.3