კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მოერიდონ სხეულზე ბევრი ხალის მქონე ადამიანები ზღვაზე დასვენებას და ვისთვის არის საშიში საკურორტო რომანები



არსებობს ვირუსები, რომელთა შესახებ მხოლოდ გვსმენია, მათ სიმწვავესა და გამოვლინებებზე კი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ახლა ის სეზონია, როცა ყველა ცდილობს, პაპანაქება მზის სხივებს თავი დააღწიოს, კურორტისკენ გაეშუროს და გვარიანად დაისვენოს გადაღლილი მუშაობის დროს დაკარგული ძალების აღსადგენად. მაგრამ, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ სწორედ ამ დროს იმატებს ეგრეთ წოდებული „საკურორტო დაავადებების“ რიცხვი. ნამზეურის დროს, შეიძლება კანზე გაჩნდეს გამონაყარი, რომელიც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, დაჩირქდეს და უსიამოვნებები გამოიწვიოს ჯანმრთელობის მხრივ. ასევე, ზაფხულში საგრძნობლად დიდია შემთხვევითი რომანების ალბათობა, ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რათა დაინფიცირებას აარიდოთ თავი და შემდგომ, მთელი ცხოვრება, საშიში ვირუსის მატარებელი არ გახდეთ. ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი და რჩევები ვთხოვეთ ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ კვირკველიას, რომელმაც მეტად გასათვალისწინებელი და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.



ვახტანგ კვირკველია: ყველა ჩვენგანი ცდილობს, ზაფხულში დაისვენოს და ძალები აღიდგინოს, რომ კურორტიდან დაბრუნებულმა საქმეს მეტი ენერგიით გაართვას თავი. კურორტზე ყოფნისას, ბევრი, არც გადამეტებულ სიამოვნებაზე ამბობს უარს. ამიტომ, საჭიროა, ყველამ იცოდეს, როგორ დაიცვას თავი იმ უსიამოვნო პრობლემებისგან, რომელიც თან ახლავს ზაფხულის მწველ მზეს, ზღვას, შემთხვევით სქესობრივ კონტაქტს და უკონტროლო ქცევას.

– კონკრეტულად რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზაფხულის პრობლემებს ავარიდოთ თავი და კურორტიდან დაბრუნებულებმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ ვიგრძნოთ?

– მზიანი დღეები და ზაფხული ყველას უყვარს. ბევრი ამ დროს არც ზღვაზე დასვენებაზე და არც შემთხვევით სექსზე ამბობს უარს, მაგრამ ამას, შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. დიდი დოზით მზისგან დასხივება განსაკუთრებით საშიში და მავნებელია მათთვის, ვისაც თეთრი კანი აქვს. დიდი შანსია, ამ დროს განვითარდეს არა მარტო დამწვრობა, არამედ კანის ავთვისებიანი სიმსივნეც. მართალია, კანის სიმსივნე სხვადასხვაგვარია, მაგრამ, კვლევებით დამტკიცებულია, რომ მელანინის ოთხმოცი პროცენტის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ამიტომ, თუ გსურთ, მელანინის გადაჭარბებულმა გამოყოფამ საფრთხე არ შეგიქმნათ, გირჩევთ, გადაჭარბებული დოზით ულტრაიისფერი სხივების მიღებას მოერიდოთ.

– რა მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ კანის ტიპს და, ზოგადად, როგორი ტიპის კანისთვისაა განსაკუთრებით საშიში მზეზე დიდხანს წოლა და რუჯის მიღება?

– გეტყვით იმას, რომ ადამიანის კანის ტიპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარუჯვის დროს. ბოლო პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს სერიოზული კვლევა მელანომასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა უმრავლესობა თეთრი კანის მქონე იყო. აქედან, შეგიძლიათ, დასკვნა თავად გააკეთოთ. მუქი კანის ფერის მქონე ადამიანებს საფრთხე შედარებით ნაკლებად ემუქრებათ, თუმცა, უსაფრთხოების წესების დაცვა მზეზე ყოფნისას, მათაც უნდა დაიცვან. კვლევის საფუძველზე ასევე დადგინდა, რომ კანის კიბოს რისკ-ფაქტორი მემკვიდრეობითობასთანაცაა კავშირში. კერძოდ, ვისაც გენეტიკურად აქვს მიდრეკილება ავთვისებიანი დაავადების მიმართ, მათ უფრო მეტი სიფრთხილის დაცვა მართებთ მზესთან დაკავშირებით. ისინი მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზის სხივებს და დიდხანს გარუჯვას. სხვათა შორის, არსებობს მესამე რისკ-ფაქტორიც. მას განეკუთვნებიან ის ადამიანები, ვისაც დიდხანს უხდებათ პაპანაქება სიცხეში ყოფნა და რეგულარულად აქვთ მზის დამწვრობა. მაგალითად, ისინი, ვინც ზღვაზე წასულები არ უფრთხილდებიან საკუთარ კანს და მზის სხივების ქვეშ დიდხანს წოლისას იღებენ კანის დამწვრობას. ასევე, რისკ-ფაქტორის ჯგუფში შედიან ღია ფერის თვალების მქონე, ქერა, წითელთმიანი და ბევრხალიანი ადამიანებიც, რადგან ესენი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ამ დაავადებისკენ.

– ბევრი ხალი რატომ არის საშიში და რა კავშირი აქვს ამ უკანასკნელს მზის სხივების მავნე ზემოქმედებასთან?

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ, ვისაც მელანომა აქვს განვითარებული, მათ სხეულზე ბევრი ხალი აღენიშნებათ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც ბევრი ხალი აქვს, ყველა მათგანს საშიშროება ემუქრება, მაგრამ, ასეთი ადამიანებისთვის, როგორც სპეციალისტი, ვამბობ: გარუჯვა უფრო დიდი რისკია და, ამიტომ, თუ დამიჯერებენ, გავაფრთხილებ, რომ მეტი დაცვითი ზომები მართებთ სწორედ ზაფხულში. დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ კანის კიბოს დაახლოებით ოთხმოცი პროცენტის გამომწვევი მიზეზი მზის მწველი სხივებია. ამაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ, გათვალისწინებისა რა მოგახსენოთ. საერთოდ, ღმერთმა ყველა დაიფაროს და, სანამ, ფაქტის წინაშე არ დადგებიან, მანამდე საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამენ. სხვათა შორის, გეტყვით იმასაც, რომ ბევრი მეკითხება, რატომ უკრძალავენ მათ ექიმები ზღვაზე დასვენებას იმის გამო, რომ ბევრი ხალი აქვთ ტანზე. რასაკვირველია, მე ზღვაზე დასვენებასა და გარუჯვას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ, რეკომენდაციებს ნამდვილად მივცემ, რათა საფრთხესა და პრობლემებს ავარიდო ისინი. რაც შეეხება იმას, თუ რა კავშირი აქვს მზის სხივებთან ხალების რაოდენობას, გეტყვით, რომ, თუ მათი რაოდენობა თქვენს სხეულზე აღემატება ორმოცდაათს, უნდა მოერიდოთ გარუჯვას. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც თეთრი კანი აქვთ. საფრთხეს მაშინ აიცილებთ თავიდან, თუ ზღვის სანაპიროზე დილით ადრე და გვიან საღამოს გახვალთ. დღის განმავლობაში კი მათთვის სანაპიროზე გასვლა და მზის მწველი სხივების ქვეშ წოლა დაუშვებელი და საშიშია.

– პირად საუბარში „საკურორტო დაავადებები“ ახსენეთ და, მათ შორის – შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. ამ დროს რომელი ვირუსული პათოლოგიით დასნებოვნების საფრთხე იმატებს?

– დასასვენებლად ყოფნის დროს, უნდა მოერიდოთ შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს, რადგან ჩნდება ინფექციების გადადების საშიშროება, გენიტალიური ჰერპესი იქნება ეს თუ პაპილომა-ვირუსი. სამწუხაროდ, არც ერთი არ ექვემდებარება განკურნებას და ეს წინასწარ უნდა იცოდეთ, სანამ თავს დაიავადებთ წუთიერი სიამოვნების გამო. გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადადის. შესაძლოა, ადამიანმა მთელი ცხოვრება ატაროს ის ფარულად, მაგრამ არ იცოდეს მისი არსებობა. ამ დაავადებას შესწევს უნარი, მთელი ცხოვრების წესი შეგიცვალოთ, კერძოდ, ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, რომელიც მტკივნეულია, ახასიათებს წვა და ვიზუალურადაც ცუდი შესახედავია. ის იწვევს ნევროზს და არ იკურნება. პაპილომა-ვირუსი კი ძალიან გავრცელებულია, თუმცა, მისი საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არსებობს. მას ახასიათებს კანზე მეჭეჭის სახის გამონაყარი. ასევე, შესაძლოა, ამ დაავადების დროს კანზე გამონაყარიც გაჩნდეს. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, მსგავს პრობლემას რომ თავი აარიდოთ, ისე დაგეგმეთ დასვენება, რომ გვერდით ჯანმრთელი, საიმედო, უსაფრთხო და მუდმივი პარტნიორი გყავდეთ, რათა დასვენების დროს არ ეძებოთ შემთხვევითი კონტაქტები. დამიჯერეთ, ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგიმწაროთ. სხვათა შორის, ახალშობილთა გახშირებული სიკვდილიანობა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ გართულებულ გენიტალიურ ჰერპესს უკავშირდება.

– ეს დაავადება წყლიდან გადადის?

– არა, ეს დაავადება წყლიდან არ გადადის, ის მხოლოდ დაავადებული ადამიანისგან გადაგედებათ. ასე რომ, თუ სექსი გექნებათ წყალში ან წყლის პირას, მაშინ ამ დაავადებას ბინძურ გარემოს ნუ დააბრალებთ. სამწუხაროდ, დამცავი საშუალებები ყველა ინფექციისგან ვერ იცავს ადამიანს. მაგალითად, შესაძლოა, პაპილომა-ვირუსი კანიდან გადაგედოთ და ამ დროს პრეზერვატივი უსაფრთხო ვერ იქნება. მაგრამ, შიდსსა და სხვა სახიფათო ვირუსულ დაავადებას კი აიცილებთ თავიდან. ბევრს უკვირს, როცა ვამბობ, ვირუსულ პათოლოგიებს სეზონურობა ახასიათებს-მეთქი, მაგრამ, ფაქტი არ არის?!

– თუ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი მაინც შედგა, ამ დროს როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ დაავადდა?

– თუ დასასვენებლად წასულმა შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი დაამყარეთ, იქიდან დაბრუნებულმა დაახლოებით ორი-სამი თვე თავი უნდა შეიკავოთ, საყვარელ ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობაზე, რადგან ვირუსის ინკუბაციური პერიოდი სწორედ ამ დროს მოიცავს. მისი პირველი გამოვლინება კი თავის ტკივილი, მაღალი სიცხე და მტკივნეული გამონაყარია. ასევე, ადამიანს ეცვლება განწყობა, ხდება აგრესიული. თუ თავი ვერ შეიკავეთ და თქვენს მეუღლეს ან საყვარელ ადამიანს უღალატეთ კურორტზე ყოფნის დროს, სანამ მასთან სიამოვნებას მიეცემით, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები და გამორიცხეთ ნებისმიერი ვირუსული დაავადების შესაძლო არსებობა.


скачать dle 11.3