კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჩანდათ კაბებიდან ატლასის ტრუსები „მოსკინოს ჩიფ ენდ შიკის“ ჩვენებაზე


გადარეული იტალიელის ფრანკო მოსკონოს ორი ბრენდის იდეოლოგიასა და ფილოსოფიას ახლა იტალიელი როსელა ჟარდინი განსაზღვრავს და ვერ ვიტყვით, რომ მის კოლექციებს ჩვეული სიგიჟე დააკლდა. ყოველ შემთხვევაში „მოსკინო ჩიფ ენდ შიკის“ 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე ჟარდინიმ ძალიან საინტერესო, მხიარული კოლექცია წარმოადგინა, რომელიც შორს არის ვესტვუდისა და სხვა მსგავს დიზაინერთა კოლექციების ინტელექტუალი სიგიჟეებისგან, სადაც ყოველთვის ამოიცნობთ პოლიტიკურ თუ სოციალურ მინიშნებებსა და ქვეტექსტებს. „ჩიფ ენდ შიკის“ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო. როდესაც პოდიუმზე ჩქარ-ჩქარა „გამოიკუნკულებს“ მოდელი, რომლის უზარმაზარ ჩანთაზეც წერია „მოდა სავსეა შიკით“ – თავისთავად, მიგანიშნებს, რომ იმ დღეს გონებრივი და ინტელექტუალური სავარჯიშოების ამოხსნა არ მოგიწევს. ყველაფერი მარტივია! ყოველ შემთხვევაში, გოგონები თავს ძალიან მხიარულად გრძნობდნენ და ამ სამოსის ტარება გადასარევ ხასიათზე აყენებდათ.

სანამ მოდის კრიტიკოსების შეფასებას გავიგებდი, ვიფიქრე, ამ ქალბატონმა ბევრი იმოგზაურა ევროპის სოფლებში და ინსპირაცია სწორედ იქიდან აიღო-მეთქი. აბა, რა გავლენა ექნებოდა კოლექციაზე – ამ სეზონზე ასე აქტუალურს, როდესაც პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდნენ გოგონები გვირილის ქუდებით, ყვავილების სათვალეებით, მაისურებით, რომელზეც ნატურალური ბუმბულებით ბატი იყო დახატული და სხვა. გლეხი გოგონას ტიპაჟი 2010 წელს არ გამხდარა აქტუალური. როსელა ჟარდინის ინსპირაცია სამოციანი წლების გავლენაა. დროის თანამედროვე მწერალთა და მხატვართა ნამუშევრებში, უფრო ხშირად აუცილებლად იყო წარმოდგენილი ყვავილი-ბავშვები, ნაზი არსებები, რომელთაც უბრალოდ, არც იცოდნენ, რა იყო სიბოროტე.

ჩვენების დასაწყისში ვნახეთ რამდენიმე კოსტიუმი, რომელიც „ფლორისტული“ პრინტებით იყო გაფორმებული – პაწაწინა ყოჩივარდები და გვირილები მოკლე, „რუშებიან“ კაბაზე, უზარმაზარი ყვავილები კი მაქმანებიან შიფონის კაბებზე. საინტერესო იყო ბზისგან შესრულებული გვირილის ფორმის ქუდი. გვირილის გულს ქუდის ფორმა ჰქონდა, თეთრი ყვავილის ფოთლები კი შლაპასავით იყო გადმოსული. ამერიკელი მხატვრის ჯიმ დინის გავლენით, ჟარდინიმ კოლექციაში შეიტანა, ძალიან მკვეთრი, ეგრეთ წოდებული „პოპ“ ფერები – ფორთოხლისფერი, მკვეთრი ლურჯი, წითელი და ყვითელი. ამ კონცეფციის სილამაზეში რომ დარწმუნდეთ, ერთი თხელი, საზაფხულო მოსაცმლის ნახვაც საკმარისია ამ კოლექციიდან, მასში სქელ, არათანაბარ ზოლებად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფერია გამოყენებული.

ისევ და ისევ ამ ახალგაზრდული, ცოტა ბავშვური სულის შესანარჩუნებლად სამოსის, – შორტისა თუ ქვედაკაბის სიგრძე ულტრამოკლე იყო და იმდენად, რომ პოდიუმის შუქზე მოდელთა ატლასის ტრუსებიც კი გაიელვებდა ხოლმე ხანდახან. კოლექციისთვის ზუსტად ისეთი ფეხსაცმელები უნდა შექმნილიყო, როგორიც როსელა ჟარდინიმ წარმოადგინა – წითელი გიგანტური ტიტითა და სხვა ყვავილებით გაფორმებული ფეხსაცმელები, მართლა ძალიან უხდებოდა იმ ყველაფერს, რაც პოდიუმზე ხდებოდა.

ასეა თუ ისე, ყველას, ვისაც „ტვინისა და გონებისგან“ გაქცევა უნდა და თან არც გვირილები და ბატები მოსწონს, დაიმახსოვრეთ, როსელა ჟარდინის და „მოსკინოს“ კიდევ ბევრი კომპანია აქვთ. მათ კი მილანის მოდის კვირეულზე უამრავი გიჟურ-ახალგაზრდული კოლექციები წარმოადგინეს.


скачать dle 11.3