“ბიჭოლა-ფართი„ დიზაინერის დაბადების დღეზე
5 ივლისს სრულიად საქართველოს ბომონდი ბეთანიაში ავიდა, იმისთვის რომ „სქაი ლაუნჯში“ ბიჭოლასთვის 22-ე დაბადების დღე მიელოცათ და მასთან ერთად აღენიშნათ. ვის არ ნახავდით იქ: ცნობილ ადამიანებს მოდის სფეროდან, მსახიობებს, მომღერლებს, ფოტოგრაფებს, სპორტსმენებს, მოდელებს და, უბრალოდ, ცნობილ „ტუსოვშჩიკებს“. დიზაინერი არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო, თავიდანვე მოირგო გვანცა ჯანაშიასა და თაკო მესხის მიერ ნაჩუქარი შავი ფრთები და სტუმრების გამხიარულებას შეუდგა დიჯეი რემბოსთან ერთად. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, იმ უამრავ სასაჩუქრე პარკებში, რომელიც ერთ ადგილას იყო დახვავებული, ბიჭოლამ მხოლოდ სახლში აღმოაჩინა შიგთავსის რაობა. ესენი იყო: „დოლჩე და გაბანას“ პერანგი, ქამარი და მაისური კახა კალაძისა და ანუკა არეშიძისგან, „შანელის“ პარფიუმის კრებული თიკო სადუნიშვილისა და ალინა არველაძისგან, „მეისონ მარტინ მარჯიელას“ უძვირფასესი სათვალე, 21 სუნამო, მათ შორის რამდენიმე დიზაინერის საყვარელი „ტომ ფორდი“, უძვირფასესი ვისკები, მაისური გულზე დახატული დიზაინერის გამოსახულებით და სხვა. როდესაც სტუმრებმა ალკოჰოლის საჭირო დოზა მიიღეს, წვეულებაც გახურდა. ბიჭოლამ სტუმრები ერთმანეთს ბიონსეს „სინგელ ლეიდის“ ფონზე ცეკვაში შეაჯიბრა და გამარჯვებულს თავისი მაისური და ჯიჯისგან ფოტოც გადასცა. წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა, ნასიამოვნები სტუმრები თბილისისკენ გვიან ღამით დაეშვნენ.