კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შორენა ბეგაშვილის დაბადების დღე “ქალაქურში”


„ქალაქურის“ კლუბში შორენა ბეგაშვილის მეგობრები 8 ივლისს, დაახლოებით 10 საათზე შეიკრიბნენ. მსახიობი შეუდარებელ ფორმაში იყო, თოჯინას ჰგავდა, რომელიც ზღაპრიდან პირდაპირ საკუთარ დაბადების დღეზე ჩამოფრინდა. „ატელიე ინფორმალის“ ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი შორენა და მისი მშვენიერი ქალიშვილი ევა, ვარსკვლავებივით ანათებდნენ სტუმრებს შორის. სტუმრები კი იყვნენ: დათო და ანნა იმედაშვილები, ალინა არველაძე, ჯიჯი რეჯინი, ბიჭოლა, ანუკა ქებურია, სოფო სამადბეგიშვილი და სხვები. ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც სტუმრებს შორის იუბილარის ყოფილი მეუღლე დავინახე, თუმცა როგორც თავად ზურა ბარბაქაძემ თქვა, ის იქ მეგობრის ამპლუაში იმყოფებოდა და სულაც არ შეშლია ხელი „ქალაქურში“ შეკრებილ სხვა გოგონებთან „ეფლირტავა“. ყველაზე საინტერესო მომენტი კი პირადად ჩემი და ჩვენი ჟურნალის საჩუქრის გადაცემა იყო, როდესაც ტორტზე სანთლების ჩაქრობისას შორენას საჩუქრის დიდი ყუთი დახვდა. ყუთში კი, არც მეტი არც ნაკლები, მშვენიერი აღნაგობის მოდელი – ლაშა სამადალაშვილი იჯდა, რომელმაც იუბილარისთვის იცეკვა და მაისურიც კი გაიხადა. ყელზე ბაფთებშებმულმა „საჩუქარმა“ შორენა შოკში ჩააგდო და მართლა მოგვიწონა ორიგინალური ჩანაფიქრი. თავად „ქალაქურისგან“ კი მსახიობმა საჩუქრად „პაკო რაბანეს“ ფეხბურთის ბურთი მიიღო, როგორც გერმანიის ნაკრების გულშემატკივარმა. უამრავ ნივთს შორის ბევრი იყო ანონიმური საჩუქარიც, რომელიც კლუბის მიმტანებს რიგრიგობით შემოჰქონდათ ყოველგვარი ბარათისა და გამომგზავნის ვინაობის გარეშე.


скачать dle 11.3