ბათუმში ავთანდილ თათარაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა საპრეზიდენტო ნაციონალური პროექტის ფარგლებში ჩაატარა „მასტერ-კლასები ქორეოგრაფიაში“, რომლის მიზანი იყო ქართული ხალხური ცეკვების საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების გამდიდრება-დახვეწა, ქართული ცეკვის ტრადიციებისა და კუთხურობის შენარჩუნება. მასტერ-კლასების ბოლო დღეს, 10 ივლისს გაიმართა ავთანდილ თათარაძის წიგნის – „ქართული ხალხური ცეკვა“ – პრეზენტაცია, რომელიც შედგენილ იქნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების მიხედვით. რაჭული „ფერხულები“ და დადგმული ცეკვები პირველად გამოქვეყნდა. წიგნი საკმაოდ სქელტანიანია და 400 გვერდს მოიცავს. პრეზენტაციას დაესწო ფოლკლორის ცენტრის დირექტორი – გიორგი უშიკიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მათე ტაკიძე.