კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე შეიძლება უჩივლოს ამერიკაში ქალმა მეუღლეს და რა არ იქნება საქართველოში მალე პრობლემა ია კიწმარიშვილის აზრით


მისი წარმატების ბევრ ძლიერი სქესის წარმომადგენელს შეშურდებოდა. იმან, რომ ქალად გაჩნდა და არა მამაკაცად, ვერაფერში შეუშალა ხელი. იქნებ პირიქითაც, სწორედ მისი ქალური ალღოს, მომხიბვლელობისა და ინტუიციის წყალობაა ის, რომ ია კიწმარიშვილის სახელი დღეს ყველაზე ლამაზ ბიზნესს, სილამაზის კონკურსებს უკავშირდება. ვის, ვის და ყველაზე კარგად ქალბატონ იას უნდა სცოდნოდა – ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო და სუსტი სქესის ძლიერი მხარეები. მანაც მოლოდინი არ გამიმტყუნა.


ია კიწმარიშვილი: მე რომ კაცად დავბადებულიყავი?! ღმერთო, რა საშინელებაა... (იცინის) თუმცა, ვხვდები, რაც იგულისხმეთ. კაცებს ნამდვილად აქვთ მეტი შანსი, მიაღწიონ წარმატებას, როგორც ბიზნესში, ისე საქმიანობის სხვა სფეროებში. მით უმეტეს, საქართველოში. თანამდებობებზეც რატომღაც მამაკაცები უფრო ინიშნებიან და წამყვანი პოზიციებიც მათ უკავიათ. მაგრამ მე, საყვედური ნამდვილად არ მეთქმის. ბედნიერი ვარ, ქალად რომ დავიბადე და ვერც იმას ვიტყვი, კაცი რომ ვყოფილიყავი, კიდევ უფრო მეტს მივაღწევდი-მეთქი.

– მით უმეტეს, საქართველოში აქვთ კაცებს მეტი შანსიო. რატომ, ქართველი ქალები ნაკლებად აქტიურები არიან?

– არა, ვერ ვიტყვი, რომ ქართველი ქალები ნაკლებად აქტიურები არიან. უმეტეს შემთხვევაში, ქალები ბევრად მეტს მუშაობენ, ვიდრე კაცები. ოჯახებსაც არჩენენ და კაცის საკეთებელსაც კი აკეთებენ, მაგრამ, წამყვან პოზიციებზე, მაინც მამაკაცები არიან. ეს ალბათ, ჩვენი მენტალიტეტისა და ტრადიციების ბრალია, რომ ქალებს ხშირად საკუთარი თავიც კი ავიწყდებათ. თორემ საქმის კეთებაში, ხშირად მამაკაცებსაც სჯობნიან. ჩვენი ტრადიციაა ის, რომ ქალმა მეტი უნდა დათმოს ოჯახში. მოითმინოს შვილისთვის, სახლისთვის, ქმრისთვის, კიდევ რაღაცისთვის მოითმინოს და საბოლოო ჯამში, მისი პირადი ინტერესები სულ უკანა პლანზე გადადის. მაგრამ ეს, ალბათ, მალე შეიცვლება. იმიტომ, რომ სულ უფრო ბევრ ქალს უნდა, ჰქონდეს სკუთარი საქმე და იპოვოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ანუ, ეს პრობლემა მალე აღარ იქნება საქართველოში.

– თქვენ დიდხანს ცხოვრობდით ამერიკაში, მამაკაცები იქ მართლა ძალიან უუფლებონი არიან? კატაზე და ძაღლზეც კი?

– ეგ, ალბათ, ძალიან გამწარებულმა მამაკაცმა თქვა. (იცინის) მე ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან უუფლებონი არიან. თუმცა, აშკარაა ის, რომ ქალებს ამერიკაში საკმაოდ დიდი უფლებები აქვთ და იცავენ კიდეც მათი. იქ ცოლ-ქმარს შორის საერთოდ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შენ ქალი ხარ და ეს არ უნდა გააკეთო, ან პირიქით, რადგან მამაკაცი ხარ, იმიტომ ეს შენი საქმეა. სქესთა შორის ასეთი დაყოფა არ ხდება და საუბრის ასეთი ფორმაც აღარ არსებობს. შეიძლება, გიჩივლოს კიდეც მეუღლემ, ამის გამო. თუმცა, მე არ მივეკუთვნები ფემინიზმის მომხრე ქალების რიცხვს. მე მიყვარს, როცა ქალი არის ქალურიც, ნაზიც, დამთმობიც, თბილიც და როცა საჭიროა, ძლიერიც. ანუ, მე უნივერსალური ქალის მომხრე ვარ, რომელსაც ყველაფერი შეუძლია – როგორც ხელმძღვანელობა და ბიზნესის მართვა, ასევე კარგი მეგობრობა, ცოლობა და დედობა. ქალი ძალიან მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიყვარს, როცა მაქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება. არავინ მზღუდავს არჩევანში და გადაწყვეტილების მიღებაშიც ვარ თავისუფალი. ვცდილობ, ასეთი გარემოც შევიქმნა.

– უნდა ჩაერიოს, თუ არა მამაკაცი ცოლის საქმიანობაში?

– ეს მაინც კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული. თუ მეუღლეებს აქვთ ამის მოთხოვნილება და საჭიროება, ალბათ, არ უნდა იყოს პრობლემა. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, მირჩევნია, თუ მეუღლე ჩემს საქმიანობაში არ ჩაერევა. არც ერევა და ვერც ჩაერევა, რადგან იცის, რომ მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელშიც ვარ პროფესიონალი. გადაწყვეტილებებს ვიღებ მხოლოდ მე და არ ჩავრევ მას ამაში (იცინის).

– ქალბატონო ია, რატომ ამბობენ, რომ ქალი, რომელიც ლამაზია, ხშირ შემთხვევაში სულელია?

– გულახდილად რომ გითხრათ, მსმენია ასეთი მოსაზრება. ვერ უარვყოფ. ყოველთვის ვაპროტესტებ და მიმაჩნია, რომ ეს არის ძველი, კომუნისტური გადმონაშთი (იცინის). კომუნისტებს ჰქონდათ ასეთი ლოზუნგი: მთავარია, ქალი იყოს კარგი მშრომელი და რა მნიშვნელობა აქვს მის გარეგნობას. არ არის ასე. გარეგნობასაც მნიშვნელობა აქვს, ჩაცმულობასაც. ადამიანი თვითონ ისეა მოწყობილი, რომ უპირველესად, ვიზუალურ ინფორმაციას იღებს. მერე არის ხმა და ამ ყველაფერს აანალიზებს ტვინი. ამიტომ, სწორედ გარეგნობას აქვს უპირველესი მნიშვნელობა. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ის ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გარეგნობა ნაკლებ მნიშვნელოვანია და რომ ინტელექტი და განათლება ყველაფერს წყვეტს. ნებისმიერ ურთიერთობაში, საქმიანობასა და საზოგადოებაშიც კი, გარეგნობა და ადამიანის, მით უფრო ქალის, ვიზუალური მხარე გადამწყვეტი ფაქტორია. ქალი უნდა იყოს მოვლილი. ეს მისი ყოველდღიურობის ნაწილია.

– თქვენ სულ ლამაზ და მოვლილ ქალებთან გაქვთ ურთიერთობა.

– მოდით, ასე ვთქვათ, ყოველთვის არა. მაგრამ მერე, ვინც ჩემს სივრცეში შემოდის, თვითონვე ხვდება, რომ თავის გარეგნობაზე უნდა იზრუნოს (იცინის). ავტომატურად იწყებენ ხოლმე ამის კეთებას. ეტყობა, ფიქრობენ, რომ ჩემი სახით მათ მკაცრი შემფასებელი ჰყავთ.

– იქნებ, ეს გადამდებიც არის?

– შეიძლება (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ ვინც არის, ყველა ნელ-ნელა იწყებს იმაზე ფიქრს, როგორ გამოიყურებოდეს უფრო კარგად და მეც მათთვის რჩევებს არ ვიშურებ.

– ლამაზი და ჭკვიანი ქალი საშიში ძალააო...

– საშიში კაციც შეიძლება იყოს. გააჩნია, რას ვიგულისხმებთ საშიშში, მაგრამ ჭკვიანი ქალი რომ კარგია, ამაში ყველა დამეთანხმება. მე არ მეგულება მამაკაცი, რომელსაც არ სიამოვნებდეს ჭკვიან ქალთან ურთიერთობა და თუ ეს ჭკვიანი ქალი მოვლილიც არის, ეს სიამოვნება, როგორც მინიმუმ, ორმაგდება. მე, საერთოდ, წინააღმდეგი ვარ და არ მომწონს, როცა ქალები ამტკიცებენ, რომ ისინი მამაკაცებზე ჭკვიანები არიან. არ სჭირდება ამას მტკიცება. იმიტომ, რომ ეს ფაქტია. (იცინის).

უბრალოდ, ზოგიერთ ქალს ჰყოფნის ჭკუა, ეს არ გამოამჟღავნოს, ზოგიერთს კი – არ ჰყოფნის. შეიძლება, ქალი არ იყოს განათლებული, მაგრამ შინაგანი ინტუიცია მაინც ექნება ისე განვითარებული, მამაკაცს ბევრ რამეში აჯობოს. ქალის ჭკუაც სწორედ იმით გამოიხატება, სწორად თუ წარმართავს და გამოიყენებს ამ თავის ინტუიციას.

– ყველა წარმატებული მამაკაცის უკან დგას ჭკვიანი ქალიო.

– ჭკვიანიც და ძლიერიც. ჭკვიანი, საერთოდ, რთულად გასაშიფრი სიტყვაა და გააჩნია, რას ვიგულისხმებთ მასში. მე არ ვამბობ, რომ მას აუცილებლად მათემატიკური ჭკუა უნდა ჰქონდეს. მთავარი სწორედ იმ ინტუიციის მართვაა, რომლითაც ის ბუნებამ დააჯილდოვა.

– ამბობენ, თუ ქალს არ უნდა, ვერც ერთი მამაკაცი მას ვერ „შეაბამსო“...

– ქალის „შებმის“ სურვილს, ჩვენ ვერც ერთ მამაკაცს ვერ გადავაჩვევთ (იცინის). ზოგი ამას აკეთებს კარგად და მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, ზოგს ეს ხასიათში აქვს, მაგრამ ის ფაქტორი, რომ თუ ქალს არ უნდა, მას ძალით ვერაფერს გააკეთებინებ, მარტო კაცთან ურთიერთობაში კი არა, ყველაფერში ასეა. ამიტომ, გეთანხმებით, რომ ქალი წყვეტს, უნდა თუ არა მამაკაცთან ურთიერთობის გაგრძელება. არის შემთხვევები, როცა ქალები მამაკაცს აბრალებენ ხოლმე, თავისი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე წარუმატებლობას, ან გულისტკენას. ჩემი აზრით, ეს არასწორია. თუ ქალს რამის შეცვლა ენდომებოდა, ის ამას თავისით შეცვლიდა. მამაკაცი არ შეიცვლება და ამის ლოდინი არ არის ლოგიკური. საერთოდ, ადამიანები არ იცვლებიან და როცა ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრებას იწყებენ, ისინი რაღაცეებს თმობენ. ხან ერთი თმობს მეტს, ხან – მეორე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი კავშირის ხანგრძლივობა მომავალში. მე მაგალითად, ყოველთვის ვიცი, რომ თუ თავად არ დავთმე, იქ არაფერი გამოვა (იცინის). მიზანდასახული და საკმაოდ ჯიუტი ადამიანი ვარ და თუ ეს სიჯიუტე გამოვავლინე, მერე ვხვდები, რომ იმ სიტუაციაში ჩემი დასათმობი იყო. ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ ხოლმე პრობლემის და შეცდომის მიზეზს და ეს უფრო კარგია, ვიდრე ის, რომ სხვას გადააბრალო.

– მართლა ქალმა დააკარგვინა მამაკაცს სამოთხე?

– დავიწყოთ იმით, რომ არავინ იცის რა დაკარგა ამით მამაკაცმა, მაგრამ იპოვა ქალი, შვილები და მთელი სამყარო. ამიტომ, წუწუნს აზრი არ აქვს, (იცინის) რაც მოხდა, მოხდა. დავივიწყოთ ეს და თუკი რამე არ ხდება ისე, რაც მათ თავად არ დაუგეგმავთ, მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში ეძებონ.

– რატომღაც მგონია, რომ მამაკაცად რომ დაბადებულიყავით, პოლიტიკოსი იქნებოდით, თანაც წარმატებული.

– არა. მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან და არ მაინტერესებს. ვისურვებდი, ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არ იქნებოდა და საერთოდაც, თავისთვის იქნებოდა.

– საჭიროა, რომ კაცმა ქალების ენა ისწავლოს?

– უმჯობესია, ქალებმა ვისწავლოთ კაცების ენა (იცინის). დამიჯერეთ, ეს გაცილებით მომგებიანია. იმისთვის, რომ მართო და აკონტროლო სიტუაცია, შენ უნდა იცოდე „მოწინააღმდეგის“ ენაც და მისი სუსტი მხარეებიც.


скачать dle 11.3