კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უყვარს თავის წინაპრებზე ლაპარაკი სუდანის ძებნილ პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს და რის გამო ითხოვდა ის დანიელი კარიკატურისტის დასჯას


„დემოკრატიას, რომელსაც არ შეუძლია, დააპუროს საკუთარი ხალხი, არ აქვს უფლება, იარსებოს“, – ეს ფრაზა სუდანის ერთპიროვნულ მმართველს და საერთაშორისო იუსტიციის ორგანოს მიერ ძებნილ ერთადერთ მოქმედ პრეზიდენტს, ომარ ალ-ბაშირს ეკუთვნის, დიქტატორს, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა სუდანის სათავეში და რომელსაც ასობით ათასი ადამიანის გენოციდში ედება ბრალი. სწორედ ამ აფრიკელი დიქტატორის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

* ომარ ჰასან აჰმად ალ-ბაშირი 1944 წლის 1 იანვარს სუდანის დედაქალაქ ჰართუმიდან 150 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ჰოსე-ბანაგაში დაიბადა გლეხის ოჯახში. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი ჰართუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ომარმა საშუალო განათლება მიიღო და სწავლის პარალელურად, ავტომობილების პროფილაქტიკაში ხელოსნად მუშაობდა. ომარის ბაბუა მამის მხრიდან აფრიკელი იყო, წარმოშობით ნიგერიულ ტომ ფალატადან, იგი სუდანში საირიგაციო არხების ასაშენებლად ჩავიდა და ქალაქ უმ-აუდუმში მოკლეს კიდეც. ამის შემდეგ მისი მეუღლე და შვილი (ომარის მამა) სოფელ ჰოსე-ბანაგაში გადავიდნენ, და იქ დამკვიდრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ომარ ალ-ბაშირის წინაპარი შავკანიანი იყო, თავად პრეზიდენტი თავს არაბად მიიჩნევს და ბაბუამისის შავკანიანობაზე საუბარი საერთოდ არ უყვარს. ომარ ალ-ბაშირმა 1966 წელს ჰართუმის სამხედრო აკადემია დაამთავრა. 1973 წელს ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ისრაელთან ომში. სხვადასხვა დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კაიროში მსახურობდა.

* სუდანის სათავეში მოსვლიდან სულ ცოტა ხანში ომარ ალ-ბაშირმა სასტიკი და დაუნდობელი ომი გააჩაღა სამხრეთ სუდანის წინააღმდეგ, სადაც ძირითადად ქრისტიანობის მიმდევარი შავკანიანები სახლობდნენ. სამთავრობო შეიარაღებული ძალები ალ-ბაშირის უშუალო ბრძანებით ახორციელებდნენ მასობრივ დახვრეტებს და ხალხს აწამებდნენ, წამლავდნენ ჭებს, ცეცხლს უკიდებდნენ სოფლებს. სუდანის არმია ავიაციის, არტილერიისა და ტანკების მეშვეობით ახორციელებდა დარტყმებს საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე. ძალადობრივი გზით მიმდინარეობდა ხალხის იძულება მიეღოთ ისლამი. სუდანელი ჯარისკაცები ქრისტიან ბავშვებს იტაცებდნენ და მათ ისლამური ტრადიციებით ზრდიდნენ, რის შემდეგაც მონებად ყიდნენ არაბულ სახელმწიფოებში. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ომარ ალ-ბაშირი საერთაშორისო სამართლის დადგენილებით იძებნება.

* 1990 წელს, ომარ ალ-ბაშირის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, სუდანი „ალ ქაიდას“ მებრძოლების საბაზო ქვეყნად გადაიქცა. „ცეერუს“ ინფორმაციით ჰართუმის შემოგარენში მდებარეობდა ფარმაცევტული ქარხნის სახელით შენიღბული ქიმიური ლაბორატორია, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობდა. ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ 1990-1996 წლებში სუდანის ტერიტორიაზე უსამა ბინ ლადენი იმყოფებოდა და ომარ ალ-ბაშირი მას ხელს აფარებდა. ის გახლდათ ამ ქიმიური ქარხნის დაფინანსების მთავარი წყარო.

* მიუხედავად იმისა, რომ ისლამი სუდანის რესპუბლიკაში სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, ომარ ალ-ბაშირის მმართველობამ დაამტკიცა, რომ ისლამი მას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებოდა და მეტი არაფრისთვის. თუმცა, სუდანის ლიდერი ღიად უჭერდა მხარს დანიელი კარიკატურისტის დასჯას, რომელმაც გააშარჟა მუჰამედი. ყოფილა ისეთი ფაქტიც, ომარ ალ-ბაშირს გულისხმიერებაც რომ გამოუჩენია. მან ციხიდან გაათავისუფლა ბრიტანელი მასწავლებელი ჯილიან გიბონსი, რომელიც მხოლოდ იმის გამო იყო დაპატიმრებული, რომ თავის მოსწავლეს უფლება მისცა თოჯინასთვის მუჰამედის სახელი დაერქმია.

* ახლახან სუდანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტის ჩათვლით, მთელი მთავრობის, საკვებით მოწამვლის უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. აქლემის კუმისით პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და მინისტრთა კაბინეტის მთლიანი შემადგენლობა მოიწამლნენ. ინციდენტი პრეზიდენტის აღმოსავლეთ სუდანში ვიზიტის დროს მოხდა. სუდანის შტატ ელ-კადარიფში ჩასულ მთავრობას ადგილობრივებმა საზეიმო სუფრა დაახვედრეს და ტრადიციული სასმელი, აქლემის კუმისი შესთავაზეს. სასმლის დაგემოვნებიდან 10 წუთის შემდეგ ომარ ალ-ბაშირს და მის მინისტრებს პირღებინება, კუჭის აშლილობა და მოწამვლის სხვა სიმპტომები დაუდგინდათ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის უშიშროების სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა და განზრახ მოწამვლის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.

* სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა სამსახურიდან გაათავისუფლა სახელმწიფო ავიაციის მინისტრი და ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა საბჭოთა (რუსული) წარმოების თვითმფრინავების ფრენა. აკრძალვა შეეხო „ილ-ის“ და „ან-ის“ ტიპის თვითმფრინავებს. ადგილობრივი პრესის მტკიცებით, ომარ ალ-ბაშირი ძალზე უკმაყოფილო იყო რუსული წარმოების საფრენი აპარატებით, რადგან ბოლო პერიოდში მომხდარი ავიაკატასტროფების მიზეზი სწორედ „ილ-76“ და „ან-12“ იყო.

* სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა გააფრთხილა „გაეროს“ თანამშრომლები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაკები, რომლებიც სუდანის ტერიტორიაზე მსახურობენ, ალკოჰოლის მოხმარების ან გავრცელებისგან თავი შეიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ როზგებით ემუქრება. „ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც ალკოჰოლის მოხმარების ან გავრცელების ფაქტზე დავიჭერთ, სასტიკად გავუსწორდებით“ – განაცხადა სუდანის დიქტატორმა. შეგახსენებთ, რომ ისლამისტურ სუდანში სასტიკად არის აკრძალული ალკოჰოლური სასმელის მოხმარება.

* სუდანის რესპუბლიკა მზად არის ომი გამოუცხადოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ეცდება პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის დაპატიმრებას. შეგახსენებთ, რომ სუდანის დიქტატორს ბრალი ედება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერით, ალ-ბაშირი მასობრივი მკვლელობების ორგანიზებისთვის იძებნება. არაოფიციალური მონაცემებით, მის მმართველობას 750 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 2 მილიონი დევნილი გახდა.

* ომარ ალ-ბაშირი თანამედროვეობის უსასტიკეს დიქტატორად მოიხსენიება დასავლეთში. მან საკუთარ თავს ფელდმარშალის წოდება მიაკუთვნა. ალ-ბაშირს, როგორც ისლამის მიმდევარს ორი მეუღლე ჰყავს – ფატიმა ჰალიდა, რომელიც მისი ბიძაშვილია და ვიდად ალ-ბაშირი, რომელსაც წინა ქმრისგან ორი შვილი ჰყავს. ამ ბავშვებს ომარ ალ-ბაშირი ზრდის, ხოლო საკუთარი შვილი სუდანის დიქტატორს არ ჰყავს.


скачать dle 11.3