კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება სამკაული თქვენი დამცავი და როგორ უნდა შეარჩიოთ ისინი ასტროლოგიური წესების მიხედვით



რუბრიკას უძღვება თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ასტროლოგი

მიხეილ ცაგარელი





ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ ახლობელთა ნაჩუქარ ან, თუნდაც, ნაქონ ნივთებს. ალბათ, ზოგი არც კი დაკვირვებია, რომ მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც ჩნდება. ასეთ ნივთებს მფლობელთა დაცვა შეუძლია – ისინი დროთა განმავლობაში ერთგვარ დამცველ და თილისმურ ძალას იძენენ. თანამედროვე მანდილოსნები დღეს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბიჟუტერიას. საქმიან შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მათი გაკეთება მეტად მიღებული და მოდურია. თუ გსურთ მან, წარმატება მოგიტანოთ, უნდა ისწავლოთ სწორად შერჩევა:

თუ „ვერძის“ ზოდიაქოს ნიშნით ხარ დაბადებული და გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ, მკაფიო ფერის ქვებით ყვავილის ფორმის აქსესუარები კი გარშემო მყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის.

თუ „კუროს“ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით, მაშინ არჩევანი ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერიის ტარება.

„ტყუპებისთვის“ კარგია თვალშისაცემი გულსაბნევების ყოველდღიურად ტარება. მით უმეტეს, თუ მათ ყვავილის ფოთლის ფორმა აქვს. რაც შეეხება ქვებს, კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოჭედილი სამკაულები. არ გირჩევთ მასიური სამკაულის ტარებას.

თუ „კირჩხიბის“ ნიშანს განეკუთვნებით, ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული. გამჭირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია კი უფრო მიმზიდველს გაგხდით.

„ლომის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს დიდი ზომის სამკაულები, რომლებიც ვარდისფერი ქვებით იქნება შემკული. ეს ბიჟუტერია აუცილებლად ცნობილი ბრენდის და ძვირფასი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.

„ქალწულებს“ მონეტებისგან გაკეთებული სამკაული უფრო მეტად წარმატებულს გახდის. ერიდეთ ძვირფას ლითონებს და აქცენტი გლუვ ქვებზე გააკეთეთ.

თუ „სასწორის“ ნიშნით დაიბადეთ, მაშინ ყვითელი ფერის შუშის ბიჟუტერია მოგიხდებათ, ნატურალური ქვები კი მეტ თავდაჯერებულებას შეგმატებთ.

„მორიელებს“ აქცენტი კლასიკურ სამკაულზე უნდა ჰქონდეთ შეჩერებული, რადგან ეს მათი სტილია. თუმცა, არც თანამედროვე მოდას უნდა ჩამორჩნენ. ატარეთ ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდები. ეს მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში.

თუ „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, არჩევანი გააკეთეთ ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულებზე. ყოველდღიურად ატარეთ ბეჭედი, წვეულებებსა და შეხვედრებზე კი ნაზი, სადა ბიჟუტერია გაიკეთეთ.

„თხის რქები“ მეტად რომანტიკოსები არიან, უყვართ ძველი სტილის სამკაულების ყოველდღიურად ტარება. გირჩევთ, სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია მოირგოთ და მას რომელიმე ცხოველის ფორმა ჰქონდეს.

„მერწყულები“ კი გემოვნებითა და მოდურობით გამოირჩევიან. მათ უცნაური ფორმის სამკაულების ტარება უყვართ. თქვენთვის კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის ტარება, მით უმეტეს, თუ შეხვედრაზე ან მიღებაზე მიდიხართ.

თუ „თევზების“ ზოდიაქო გმართავთ, უნდა ატაროთ პატარა ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე – ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ამ ფერის ქვებით გაწყობილი ბიჟუტერია ატარეთ.

საერთოდ, მიჩნეულია, რომ მანდილოსანმა მკვეთრი წითელი ფერის სამკაული ხშირად უნდა ატაროს, რადგან ამით ის ადვილად იპყრობს ყურადღებას და მეტად არის დაცული ნეგატიური ზემოქმედებისგან.


скачать dle 11.3