კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადიანად დასიცხულები


„გლახის“ ნაამბობი

მართალია, ჩრდილოეთში ისეც არ ცხელა, როგორც სამხრეთში, მაგრამ, რფ-ის ხელისუფლების ორი ვეშაპი მაინც ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხველ განცხადებებს აკეთებს. კერძოდ, დიმიტრი მედვედევმა ბრძანა, მართალია, ჩვენი და ქართველი ხალხის „გული ჯაჭვით არის გადაბმული“, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილს მაინც არ დაველაპარაკებიო (დაახლოებით, ასე: „ვინც ხმა ამოიღოს, იმან აუსვას ენაო“). მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინმა ქართველებს აფხაზებთან და „იუჟნაია ოსეტიელებთან“ საუბრისკენ მოგვიწოდა. ქართულ მედიასაც შეხვდა (რამაც ჩემს ელმედიელ კოლეგებში ისეთი რეაქცია გამოიწვია, თითქოს ქორი გამოჩენილიყო წიწილების თავზე) და არაორაზროვნადაც განაცხადა, ზოგისთვის ოკუპაციაა, ზოგისთვის – თავისუფლებაო. შესაბამისად, ქართული პოლიტსპექტრიც შეუდგა პუტინის ამ გამონათქვამში რაციონალური მარცვლის ძიებას. სულ ახლახან კი არც რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვიმალა, რომ მისი სამშობლო მზადაა, აღადგინოს ურთიერთობა საქართველოსთან (ერთმანეთთან რეგულარულად ვიფრინოთო) და რუსული თანამშრომლობის დასტურად ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნაც მოიშველია (თუმცა, დღემდე გაუგებარია, ვისთვის გაიხსნა ეს ლარსი?!).

რაც მთავარია, ბ-ნმა ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში, თურმე, ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების ბედიც არასახარბიელოა (რითაც, სავარაუდოდ, მიგვანიშნა, თუ საჭირო გახდა, მათაც დავიცავთო). თუმცა, მაგალითად, იმავე ტექსტიდან საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავკაც ბ-ნ შოთა მალაშხიას სულ სხვა რამ ენიშნა. კერძოდ, ლავროვის განცხადებით დაასკვნა, რომ რუსეთი სამართლებრივ ჩიხშია, ანუ მათთვის არა მხოლოდ საქართველოს დეოკუპაცია ყოფილა ჰაერივით აუცილებელი, არამედ, ვერც კონტრიბუციის გადახდას აიცდენენ. მეტიც, ჩვენებური ხალხის რჩეული დარწმუნებულია, რომ რუსეთი „ის თამრო აღარ არის“. ბუნებრივია, ბ-ნი მალაშხიას პირს შაქარი (იმის მიუხედავადაც, რომ „გლახის ნაამბობის“ ეს ციტატა, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოდ გამოიყენა), ოღონდ, აქედან გამომდინარე, იბადება ბუნებრივი კითხვაც: დათიკო რომელი ხართ?!


скачать dle 11.3