კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამოთხის ციხეში


ანუ „მშვენიერო მარგალიტა“

ერთი მხრივ, პატიმრებისა და ადამიანის უფლებათა დამცველები (რა თქმა უნდა, პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად) უჩივიან ქართულ ციხეებში მსჯავრდებულთა გაუსაძლის პირობებს, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებაა კმაყოფილი საკუთარი დემოკრატიული აღმშენებლობის ტემპით (მათ შორის, კეთილმოწყობილი ციხეების აშენების მიმართულებითაც). შესაძლოა, სწორედ ამ დაუმთხვევლობიდან გამომდინარე, ქართული ელმედია პატიმართა პირობებით დაინტერესდა, ოღონდ, ბუნებრივია, ევროსტანდარტებით აგებულ ციხეში, კერძოდ, ქსნის მეშვიდე დაწესებულებაში. შევიტყვეთ, რომ ამ დასავლური სტანდარტებით აგებულ შენობაში სასჯელის ვადის გასვლას 2 000-ზე ოდნავ მეტი პატიმარი ელოდება. თუმცა, თუ იქ არსებულ პირობებს გავითვალისწინებთ, სწორედ ქსნის მეშვიდე დაწესებულების პატიმრებს უნდა ეთქვათ: „შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!“

ციხის, უფრო ზუსტად ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე, არის სპორტული მოედანი (აკი გითხარით, გისოსებშიც გააღწია-მეთქი აღმშენებლობის ბუმმა), მაღაზია და სამედიცინო პუნქტი. პატიმრები დროის ძირითად ნაწილს, თურმე მოედანზე ატარებენ, რადგან მათი უმეტესობა არა მხოლოდ გაერთიანებულია ფეხბურთის სხვადასხვა გუნდში, არამედ შიდა შესარჩევ ჩემპიონატსაც ატარებენ (სხვათა შორის, იდეაა, იქნებ ჩვენი პატიმრები დასავლეთის ციხეების პატიმრებისთვის შეგვეჯიბრებინა და ჩემპიონატისთვისაც გვემასპინძლა „ქართული დემოკრატიის მარგალიტად“ წოდებულ ევროსტანდარტების ციხეში?!). ხოლო მათ, ვისაც ფეხბურთი არ იტაცებს, ნარდისა და დომინოს თამაშით შეუძლიათ თავის შექცევა. თუმცა, თუ სიმშვიდე და ჭვრეტა გირჩევნიათ, კეთილმოწყობილ ბიბლიოთეკაში მოიკლავთ შემეცნების წყურვილს. პატიმრები დღეში სამჯერაც იკვებებიან, რა თქმა უნდა, სტანდარტების შესაფერის სამზარეულოში და ექიმთა ჯგუფიც მუდამ ფხიზლადაა (24-საათის განმავლობაში ვმორიგეობთო), რომ პატიმარს, თავი რაა, ისიც არ წამოსტკივდეს.

ერთი სიტყვით, სრული იდილიაა და ციხეების პირველ ქალბატონს, სახელდობრ, ხათუნა კალმახელიძეს (მართლაც, ანგელოზისსახიანსა და სირინოზისხმიანს) არც დაუმალავს, რომ მისი უწყების მიზანი პატიმრებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა და, რაც მთავარია, მათი სრული საზოგადოებრივ-სოციალური რეაბილიტაციაა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მაინც გისოსებს გამოღმა ზემოთქმულთან მიახლოებულ პირობებზე მხოლოდ ოცნებობს (დანაშაულის ჩადენასაც ნუ იჩქარებთ, რადგან ევროციხეში ადგილები შეზღუდულია!), სავარაუდოა, რომ სულ მალე ქართულ ციხეებში სამოთხის ჩიტებსაც ააჟღურტულებენ!


скачать dle 11.3