კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიხმარეს სიკეთეში


საპარლამენტო გამოცდილება

მიუხედავად სიცხე-ხვატისა, თბილისის ახალი საკრებულო, ერთი მხრივ, ნაყოფიერი მუშაობის ხასიათზეცაა და, მეორე მხრივ, ოპოზიციური ნიშნით მოხვედრილი დეპუტატებიც დაპირებისამებრ ენერგიულად გამოიყურებიან. თუმცა ყველაფერი მაინც ძველებურად, ანუ ხელისუფლება-ოპოზიციის ჯერ კიდევ 2008 წლის მოწვევის პარლამენტში დანერგილი პრაქტიკით გაგრძელდა: მართალია, თბილისის საკრებულოში „ნაცმოძრაობას“ ისეთი უმრავლესობა ჰყავს (50-დან – 39), წესით, ოპოზიციონერი დეპუტატები თვალებში ბუზადაც არ უნდა უჩანდეს, მაგრამ, რაკი დემოკრატიაა მათი „თანამდევი უკვდავი სულია“, ოპოზიციონერი კოლეგებისთვის თანამდებობები არ დაიშურეს. მათგან ზოგს, ვისაც ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი არ ეყო, კომისია ჩააბარეს, ზოგსაც – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის. ოღონდ, ბუნებრივია, პრინციპით, „ჯერ თავო და თავოო“. შესაბამისად, ბ-ნმა ზაალ სამადაშვილმა სამი მოადგილე დაიმტკიცა: ერთი – პირველი, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობიდან“ (მამუკა ახვლედიანი), ორიც – რიგითი („ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატი“ ზურაბ აბაშიძე და „ქრისტიან-დემოკრატი“ ჯაბა სამუშია), რა თქმა უნდა, ოპოზიციიდან.

თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილეები დაგვპირდნენ, რომ პოსტს მხოლოდ სიკეთეში მოგვახმარენ: ერთი მხრივ, საკრებულოს დაკარგულ ფუნქციას დაუბრუნებენ, მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მთავრობა-საკანონმდებლო ორგანოს საფუძვლიანად გააკონტროლებენ. მართალია, გამოცდილება გვკარნახობს, რომ 39-11-ზე უთანასწორო შეფარდებაა როგორც ფუნქციის დასაბრუნებლად, ისე გასაკონტროლებლად , მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, საკრებულოს თავმჯდომარის ორი რიგითი მოადგილის ხელფასი 2 850-2 850 ლარია, იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადეპუტატება უკვე მოიხმარეს სიკეთეში. საქმის კარგი დასაწყისი კი, მოგეხსენებათ, დიდი წარმატების საწინდარია!


скачать dle 11.3