კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა პლუსები აქვთ პატარა ტანის ძაღლებს? დიდი სახლი არ მაქვს და მინდა, პატარა ტანის ძაღლი ავიყვანო, ამიტომ მაინტერესებს ზოგადი ინფორმაცია.

პასუხი: პატარა ტანის ძაღლი მრავალი მიზეზის გამო შეიძლება იყოლიოთ: ის არ ითხოვს დიდ საცხოვრებელ ტერიტორიას; მისი გამოკვება შედარებით იაფი ჯდება; ასევე, შეგიძლიათ, ყველგან თან ატაროთ. პატარა ტანის ძაღლებს ნაკლებად აქვთ ამბიციურობა. ისინი გულის სიღრმეში ყოველთვის ხვდებიან, რომ ოჯახში ლიდერები არ არიან. თუმცა გამონაკლისის სახით გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ, ოჯახში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრონ, მაგრამ მათი მორჯულება ბევრად იოლია, ვიდრე საშუალო და დიდი ძაღლების. პატარა ტანის ძაღლები ოჯახის წევრების მიმართ უზომოდ თბილები არიან. ისინი, ამავდროულად, ერთგული მცველის ფუნქციას ითავსებენ, აღმერთებენ ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობას და მზად არიან, ქვეყნის დასასრულამდე გაჰყვნენ მათ. პატარა ძაღლის პატრონთან ერთად ცხოვრებას არ კრძალავს მსოფლიოს თითქმის არც ერთი სასტუმრო. ასე რომ, მათთან ერთად მოგზაურობა ამ მხრივ არანაირ პრობლემას არ ქმნის. ხშირ შემთხვევაში არ ესაჭიროებათ პროფესიონალური წვრთნა, მაგრამ მათი აღზრდის დროს აუცილებელია სერიოზული დისციპლინა.

კითხვა: რატომ ღირს ერთი და იმავე ჯიშის ძაღლი ხშირად სხვადასხვა ფასი? თან, ფასში სხვაობა საკმაოდ დიდია.

პასუხი: სუფთა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება – ისინი ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. ამიტომ, არ უნდა დაინანოთ ლეკვში მეტი თანხის გადახდა. საბოლოოდ, დაბალფასიანი ძაღლი ვერ გაიზრდება ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოს. ფულის დაზოგვის შედეგად ხელში შეგრჩებათ ჯიშის დაბალი ხარისხის წარმომადგენელი, მერე კი მასზე გული აგიცრუვდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლზე ეკონომიის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კითხვა: ჩემს შვილს ძალიან უნდა, სახლში ძაღლი ვიყოლიოთ. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია და ბევრი არაფერი გამეგება ძაღლების შესახებ. მაინტერესებს სად არის ხარისხიანი ლეკვის შეძენა უმჯობესი?

პასუხი: ლეკვის შეძენა რეკომენდებულია სპეციალურ ძაღლსაშენში. შეძენამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ მომშენებელს და აუხსნათ, რისთვის გსურთ ძაღლი – სერიოზული შოუ-კარიერისთვის თუ ოჯახისთვის. მომშენებელი აუცილებლად შეგირჩევთ თქვენთვის სასურველ ძაღლს. ლეკვს აუცილებლად უნდა მოჰყვეს დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა.

კითხვა: აღზრდის დროს შეიძლება თუ არა ძაღლის ცემა?

პასუხი: ძაღლისა და საკუთარი შვილის ცემა ერთი და იგივეა. შეიძლება, ძაღლი დასაჯო, მაგრამ ცემა საჭირო არ არის. ძაღლი თქვენს პოზასა და განწყობაზეც კი რეაგირებს, ამიტომ ცემა არანაირ ეფექტს არ იძლევა. როცა ძაღლი რამეს დააშავებს, მაშინვე უნდა გაუწყრეთ. ის თქვენს ხმაზე ხვდება, რომ რაღაც დააშავა. თუ მოგვიანებით გაუჯავრდით: ვეღარ მიხვდება, რა დააშავა და, რისთვისაც დასაჯეთ, იმას კვლავ გაიმეორებს.


скачать dle 11.3