კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადგილას უნდა დავდგათ აუკუბა კარგი ყვავილობისთვის და რომელ თვეში არ შეიძლება ამ მცენარის გასხვლა


„ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად, ერთ არაჩვეულებრივ მცენარეზე ვისაუბრებთ. თუ როგორ მოვუაროთ აუკუბას ზაფხულში, როგორ მზეზე დავდგათ და ხშირად მოვრწყათ თუ არა მცენარე, ამ ყველაფერს მასთან საუბარში გავარკვევთ.


– როგორი მცენარეა აუკუბა და სად ხარობს საქართველოს ტერიტორიაზე?

– აუკუბა არის ნახევრად მარადმწვანე მცენარე. ის უნიკალურად გრძნობს თავს როგორც ეზოში ასევე ქოთანშიც. თუმცა, მე უფრო ოთახის პირობებში გახარებას გირჩევდით, რადგან მცენარე ქოთანში უფრო ლამაზი ხდება. ეზოში იგი შეიძლება, საკმაოდ მაღალი და უფორმო გაიზარდოს. ამიტომ, თქვენთვის ყველაზე სასურველი იქნება, აუკუბას ოთახის პირობებში გახარება. ამ მცენარისთვის მისაღებია ასეთი გარემო და მშვენივრადაც გაიხარებს.

– როდის შეგვიძლია ამ მცენარის გახარება და გამრავლება?

– მცენარის გახარება შესაძლებელია თესლით, ასევე შესაძლებელია კალმითაც. თუმცა, ოთახის პირობებში, თესლით გამრავლებას გირჩევთ. მისი გახარების სეზონი არის ივნის-ივლისი. მისი თესლის აღმოცენება ორ თვეში ხდება. ამ მცენარის ნიადაგის ძირითადი შემცველობა ტორფი, ცოტა სილა და ცოტა თიხნარია. მისთვის არ არის საჭირო არც სასუქის და არც ნაკელის მიცემა.

– პრეტენზიული თუ არის ოთახში?

– ზამთარში შეიძლება ფოთლები გაუყვითლდეს და ამის მიზეზი იყოს ლარნაკზე დატოვებული წყალი. სიცივის გამო შეიძლება, ეს წყალი გაიყინოს და მცენარეს ფესვები დაუზიანოს. ამიტომ, ამ მხრივ მცენარეს ზამთრის სეზონზე ყურადღება მიაქციეთ. ეცადეთ, მუდმივი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. ზაფხულში კი ძალიან იოლად მოსავლელია. როგორი სიცხეც არ უნდა იყოს, მშვენივრად იგრძნობს თავს. მისი სქელი ფოთოლი კარგად იღებს მზის მწველ სხივებსაც კი. ნუ შეუშინდებით ასეთ პირობებს, აუკუბა იოლად იტანს მცხუნვარე მზის სხივებს და სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, არც ზიანდება.

– ზამთარში რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ აუკუბა?

– მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 15-დან 18 გრადუსამდეა. ზაფხულში 55 გრადუსიც რომ იყოს, ეს მცენარეზე არ იმოქმედებს.

– რაც შეეხება განათებას და მის ადგილმდებარეობას?

– აპრილიდან თქვენ უკვე შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ აუკუბა. აივანზე და გარე გრუნტში ამ დროს უკეთესად იგძნობს თავს. მცენარე ტემპერატურის მომატებისას აკლიმატიზაციას განიცდის და სასურველია, თუ გარეთ, მზეში იქნება. თუ თქვენს აივანზე ჩრდილია, ამ შემთხვევაში, მცენარეს დამატებითი განათების წყარო უნდა შეუქმნათ. ზამთარში მცენარე, რა თქმა უნდა, ბინაში უნდა იყოს. სასურველია, აღმოსავლეთის მხარეს დადგათ და აუცილებლად ამ დროსაც კარგი განათება უნდა იყოს.

– რამდენად ხშირად უნდა მოვრწყათ ეს მცენარე?

– ზამთარში კვირაში ერთხელ მორწყეთ, ზაფხულში კი ყოველ მეორე-მესამე დღეს. ხელით მოსინჯეთ და როგორც კი სიცხეში მიწა გაშრება, მაშინვე დაასხით წყალი. თუ მცენარემ მოიწყინა ან ფოთლები დაბლა დაუშვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წყალი სჭირდება.

– თუ დიდი ხანი ვერ მოვრწყეთ აუკუბა, შეიძლება, რომ საერთოდ გახმეს?

– დიახ, მას ასეთ შემთხვევაში ვეღარ გადაარჩენთ. თუ სადმე გაემგზავრებით, გირჩევთ, ეს მცენარე უყურადღებოდ არ დატოვოთ. მისთვის ხუთდღიანი უწყლობაც კი გაფუჭების საფრთხეს ქმნის. ამიტომ, თუ სადმე დიდი ხნით გაემგზავრებით, მცენარე სხვას დაუტოვეთ მოსარწყავად. ამ მცენარის ჩაყურყუმალებაც კი შეგიძლიათ წყალში. ეს მის ფოთლებზე დადებითად იმოქმედებს და გაპრიალდება.

– როდის ყვავილობს მცენარე და როგორ შევუწყოთ ხელი ამ დროს?

– მცენარე ყვავილობას იწყებს სექტემბრის ბოლოდან. მის ყვავილობას ვერ დავაჩქარებთ. უბრალოდ, კარგი ყვავილობისთვის უნდა გაითვალისწინოთ და შეურჩიოთ სათანადოდ განათებული ადგილი.

– ამ მცენარის გასხვლა თუ არის შესაძლებელი და როგორ შევუნრაჩუნოთ კარგი ფორმა?

– ეს მცენარე უნიკალურად ექვემდებარება გასხვლას, ფორმის შეცვლას. წელიწადის ყველა თვეს შეგიძლიათ, მისი გასხვლა, გარდა აგვისტოსი. ამ დროს ის ძალიან გააქტიურებულია, სწრაფად იზრდება და უმჯობესია, არ გასხლათ. გასხვლისას გახსოვდეთ, რომ ტოტები განივად წააჭრათ.

– რა მავნებლები ემტერება აუკუბას და როგორ ვუშველოთ მას დაავადების შემთხვევაში?

– მცენარეს ემტერება ფრთათეთრა და ტკიპა ზაფხულში. აგვისტოში მცენარე სტაბილურად იწყებს ახალი ფოთლების ამოყრას და შესაძლებელია, ამ დროს მავნებლები შეეყაროს. თუ გსურთ, რომ ეს თავიდან აიცილოთ, ის ზაფხულის სეზონზე მუდმივად სიცხეში უნდა გედგათ. აუკუბას ხშირად დანამვისა და ჩრდილში ყოფნის დროს ემტერება მავნებელი. დაავადების შემთხვევაში აიღეთ წყალში გაზავებული ერთი გრამი კანიფოლიუმის 0,1-პროცენტიანი მარილმჟავა და გაზაფხულზე შესახურეთ მცენარეს. ასევე, კარგია, აიღოთ ოთხი ცალი თამბაქო, დაშალოთ მთლიანად, გამოიღოთ შიგთავსი და დააყენოთ 200 გრამ წყალზე. როგორც კი ფერს და სუნს მიიღებს, გააზავეთ ნახევარ ლიტრ წყალში და ამით მორწყეთ მცენარის ფოთლები. მას ვეღარ მიეკარება ვერანაირი მავნებელი.


скачать dle 11.3