არჩევნის უფლება
არცთუ იშვიათად, ქალის ცხოვრებაში ერთდროულად ორი მამაკაცი ჩნდება. სწორედ ამ დროს წარმოიშობა პრობლემაც. საქმე ისაა, რომ ქალს შეიძლება ორივე მოსწონდეს... და, არც ერთი არ უყვარდესო, იტყვით თქვენ. დიახ, მაგრამ ერთს ხომ მაინც უნდა მისცეს რეალური შანსი?! როცა მოწონებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, ანუ, მას აქვს არჩევნის უფლება, სურვილიც, მაგრამ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა. საუკეთესო ვარიანტია, წარმოიდგინოთ თქვენი ცხოვრება ჯერ ერთის, მერე მეორის გვერდით. გასათვალისწინებელია ყველა დეტალი. სოციალური მდგომარეობა, მათი ჩვევები, ხასიათი (გარეგნობა ყველაზე ნაკლებად), რომელს უკეთ ესმის თქვენი, რომელი მეტად დამთმობია. შეეცადეთ, კარგად გააანალიზოთ თითოეული მამაკაცის ფსიქოტიპი. დაფიქრდით, რომელი გირჩევნიათ თქვენი შვილების მამად.
ზოგჯერ, როცა ქალს სერიოზულად უჭირს არჩევნის გაკეთება, ეს იმის ნიშანია, რომ ერთი მამაკაცი მის მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს, რაღაც რჩება ისეთი, რაც ქალს მეორე თაყვანისმცემლისკენ უბიძგებს. ამ შემთხვევაში, შეიძლება ორივეზე უარის თქმა უკეთესი იყოს. უმჯობესია მარტო იყო, ვიდრე პირველივე შემხვედრთან იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი უნდა გათხოვდეს.
P.S. ყველაზე კარგი მრჩეველი საკუთარი გულია. ქალს ყოველთვის აქვს საკმარისი ინტუიცია, რომ მიხვდეს, ვისთან შეძლებს ჰარმონიაში ცხოვრებას. და, თუ მომავალში ურთიერთობა აღარ გამოდის, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ რაღაც მომენტში საკუთარ გულს, თქვენს შინაგან „მეს” გაუჯიუტდით. მის წინააღმდეგ წახვედით და შეცდომა დაუშვით.