კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქალებს ვერ იტანს კახა კანდელაკი და რას ვერ გააკეთებდა მამამისი მის ნაცვლად


მისი სახელი ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გემოვნებიან მუსიკალურ ფესტივალს უკავშირდება. თვითონაც ასეთია – ჯაზივით არაპროგნოზირებადი, მაგრამ, განსაკუთრებით მიმზიდველი და ყველასთვის გასაგები. გამოიცანით, საუბარი კახა კანდელაკთან გვექნება, რომლის „ქალის ტყავში“ წარმოდგენა პირადად მე ძალიან გამიჭირდება, აღარფერს ვამბობ იმაზე, რამდენს დაკარგავდნენ ქართული წყალბურთის გულშემატკივარნი და ჯაზის გულმხურვალე მოყვარულნი.


კახა კანდელაკი: მიფიქრია იმაზე, კარგია, ქალად რომ არ დავიბადე-მეთქი (იცინის). ვაღიარებ. რატომ უნდა ვუარყო? რა თქმა უნდა, ქალის ცხოვრება უფრო რთულია, რად უნდა ამას კითხვა. ჯერ ერთი, მშობიარობა არ იქნება ჩემს კისერზე და კიდევ იმდენი საზრუნავი და პრობლემები აქვთ, კაცებზე გაცილებით ბევრი. ზოგ ქალს უმართლებს, ზოგს – არა, ოჯახსა და მამაკაცთან ურთიერთობას ვგულისხმობ – და მერე ისინი უფრო მეტად განიცდიან ამას. კაცისთვის უფრო იოლია, უფრო მარტივად უყურებს ამ ამბავს. თუ ქალს ერთხელ გაუფუჭდა სახელი, მერე მთელი ცხოვრება გაჰყვება, კაცს კი ამის პრობლემა არ აქვს.

– მე ვფიქრობ, ეგ მაინც ქართული მენტალიტეტია.

– ჩვენი რეალობა ესაა და ევროპაშიც, მგონი, ასეა. იაპონიაში როგორაა საქმე, არ ვიცი, მაგრამ, ჩვენ ხომ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც საქართველოში ხდება და ეს უნდა გვაინტერესებდეს: ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს, მერე შვილები, ქმარი... დაბერდება და – მაინც სულ ფორმაში უნდა იყოს: ტუჩები დაიბეროს, დიეტა დაიცვას და ასეთი რამეები... (იცინის).

– კანი გადაიჭიმოს...

– ჰო, აბა რა, ეგ სულ დამავიწყდა. მაგარი წვალება უწევს ქალს. კაცი ვარჯიშობ და ხარ და ხარ. არა, მთლად ასეც არ არის, კაცებსაც ბევრი პრობლემა და საზრუნავი გვაქვს. მაგრამ, ნორმალურ პირობებშიც კი, მაინც ქალის ცხოვრება უფრო რთულია. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გამიმართლა, კაცად რომ დავიბადე.

– თან, შენ ხომ წყალბურთელი იყავი?

– ჰო, აბა?! ქალი რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი სინქრონით მოცურავე ან წყალში მხტომელი. ძალიან მიყვარს წყალი და ქალიც ვერ შეველეოდი.

– კაცები არ აღიარებენ ხოლმე, რომ ქალის ცხოვრება რთულია. ვერ ხედავენ ამას?

– ჰო?! რა ვიცი, ვინმე უარყოფს? მე რასაც ვხედავ დედაჩემის, ჩემი დის, მეგობრების მაგალითზე, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას. რა მიხვედრა და დანახვა ამას უნდა!

– როგორ გესმის საკუთარი ქალიშვილის?

– ძალიან. ვძმაკაცობთ კიდეც. (იცინის), არ მაქვს მასთან არანაირი პრობლემა. ჩემი მარიამი 13 წლისაა და ძალიან კარგი გოგოა, მოკრძალებული და ჭკვიანი. მე არ ვარ ეჭვიანი მამა. საერთოდ, ბუნებით არ ვარ ეჭვიანი. არ მახასიათებს უნდობლობა ახლობელი ადამიანების მიმართ. თან, მიმაჩნია, რომ ეჭვიანი ის არის, ვისაც საკუთარი თავის რწმენა აკლია, ფიქრობს, რომ რაღაც ისე ვერ აქვს და მერე იწყებს ეჭვიანობას. მე ასეთი კომპლექსები არ მაქვს.

– ბოლომდე მაინც არავის ნდობა არ შეიძლებაო.

– რა არის, იცი? მე ვენდობი და, თუკი რამე ცუდს გააკეთებს, უპირველესად, საკუთარ თავს გაუკეთებს ამ ცუდს. ბოლოს ყველა გვერდზე რჩება და მარტო აღმოჩნდება საკუთარ თავთან პირისპირ.

– ამბობენ, თუ ქალი რამეს აფუჭებს, ეს იმ კაცის ბრალია, რომელიც გვერდით ჰყავსო.

– ყოველთვის ასე არ არის, გააჩნია ქალს, გააჩნია კაცს და გააჩნია სიტუაციას. ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას. საერთოდ, ურთიერთობაში თითქმის ყველაფერი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. პასუხისმგებლობაც თანაბრად ნაწილდება ქალსა და კაცს შორის.

– მაგრამ, მამაკაცები უფრო ხშირად ცდილობენ გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას.

– მე არ მგონია, რომ ნორმალური მამაკაცი ცდილობს ამას. უბრალოდ, ზოგიერთი ქალი მთლიანად ჩამოეკიდება ხოლმე კაცს – გათხოვდებიან და ჰგონიათ, რომ მორჩა, ყველაფერი კაცმა უნდა გააკეთოს და ყველაფერზე კაცმა უნდა იზრუნოს, თვითონ კი სახლში უნდა იჯდეს. მე არ მიყვარს ასეთი ქალები. ქალი აქტიური მომწონს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმე და სამზარეულოს გარდა სხვა ინტერესებიც გააჩნია. რაღაცას უნდა აკეთებდეს ქალი, ოჯახსაც უვლიდეს და საკუთარ თავსაც, სულ მოწესრიგებული უნდა იყოს.

– შენ რა მომთხოვნი ყოფილხარ!

– (იცინის) არ გამოდის სხვანაირად. ცოლი თუ გყავს, ყველგან და ყველაფერში გვერდით უნდა გყავდეს. მარტო საჭმელები აკეთოს და დამლაგებლად იმუშაოს – ვის უნდა ასეთი, რომ ლოგინში სხვა გაგიხდეს ჩასაწვენი, ან კიდევ, სადმე მოგინდეს ცოლთან ერთად წასვლა და სხვას დაუწყო ძებნა.

– მოკლედ, სრული კომპლექტი გდომებია.

– აბა, რა!

– შენ იქნებოდი ასეთი ქალი?

– აუცილებლად. მექნებოდა ჩემი საყვარელი საქმე და ამით ვიქნებოდი დაკავებული. კაცს ძალიან ყურადღებით ავირჩევდი: ჯერ დავაკვირდებოდი. ამოვარჩევდი საქმიანს, მხიარულს და ისეთს, მე რომ ყველაფერში ამყვებოდა. „დაგრუზულსა“ და სულ ცუდ გუნებაზე მყოფ კაცს ნამდვილად ვერ ავიტანდი.

– ესე იგი, კაცი საქმიანი უნდა იყოს?

– საქმიანი უნდა იყოს, აბა რა, უსაქმური და უპასუხისმგებლო ვის უნდა! კიდევ, იმას ვერ ვიტან, სხვებს რომ აბრალებენ საკუთარ წარუმატებლობას. გააკეთე ყველაფერი და არ გაგიმართლა?! მაგას პატრონი ჰყავდაო... მე რომ წყალბურთი არ მეთამაშა, მამაჩემი რას გამიკეთებდა ჩემ მაგივრად ითამაშებდა?

– შენ რომ გიყურებ, მგონია რომ პრობლემები არ გაქვს, სულ ხალისიანი ხარ.

– პრობლემები როგორ არ მაქვს. ვინ არის ისე, რომ პრობლემები არ ჰქონდეს? მაგრამ, ამაზე არ ვლაპარაკობ, რაც ვარ, ეს ვარ. ვერ ვიტან ვერც წუწუნა კაცს და ვერც წუწუნა ქალს, საშინელებაა. არავინ არის დამნაშავე იმაში, შენ თუ საქმის გაკეთება არ გინდა. წუწუნა კაცები ბოლოს ლოთდებიან, აგრესიულები და საშიშები ხდებიან. ქალიც ისე აურევს, შეიძლება, ბევრი სისულელე ჩაიდინოს და მერე ცხოვრებაც ისე არ წაუვა, როგორც საჭიროა.

– როგორ ფიქრობ, სამოთხიდან რომ გამოგვყარეს ადამიანები, ეს ვისი ბრალია?

– ჰო, ეგ ასპროცენტიანი ქალის ბრალია (იცინის). რა ექნა ადამს, ევას გარდა სხვა ქალი იქ არ იყო და, დაუჯერა ამანაც, გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთი იყო და, აბა, რა გაეკეთებინა? თან, ეტყობა, შიოდა და ვაშლი უნდოდა... ისე, თუ ქალს თვითონ არ უნდა, კაცი ვერ „დაკერავს“, ამის შანსი არ არის. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და, საკმაოდ სტაჟიანი ვარ ამ საქმეში, (იცინის) გეუბნებით, რომ ვერც ერთი კაცი ვერ „დააბამს“ ქალს მისი სურვილის წინააღმდეგ. ფიზიკური ძალის გამოყენებას არ ვგულისხმობ. კაცმა ქალი მოატყუა და რაღაცა – ამის არ მჯერა. ამას მერე ქალები ამბობენ ხოლმე, თავი რომ გაიმართლონ. რაღაც ხომ უნდა თქვან, რომ დანაშაული არ დაიბრალონ?!

– როგორი მაგარი ტიპიც უნდა იყო?

– როგორი მაგარი ტიპიც უნდა იყო. ქალს უნდა მოუნდეს შენთან ურთიერთობა, თორემ, არაფერი გამოგივა.

– შეიძლება, ამიტომაც ამბობენ კაცები, ქალი რომ ვყოფილიყავი, მსუბუქი ყოფაქცევის ვიქნებოდიო. ეტყობა, ეს უარი მძიმე მოსასმენია.

– მე არ ვიქნებოდი მსუბუქი ყოფაქცევის (იცინის), მე ძალიან მაგარი ქალი ვიქნებოდი – მეოჯახე და ერთგული; თავსაც მოვუვლიდი და კაცსაც თავად ამოვირჩევდი. ოჯახში მაინც ქალია წამყვანი და ჭკვიანი ქალი მარტო ოჯახს კი არა, პოლიტიკოს ქმარსაც კი მართავს, თანაც როგორ მართავს. „ჩერეზ“ ცოლი ისეთი საქმეები კეთდება... არ არის ასე?! მაგრამ, თუ კაცმა ცოლთან თავი კომფორტულად არ იგრძნო, ეს ოჯახი დიდხანს ვერ იარსებებს. ხომ გინახავს, ხშირად ბიჭიც კარგია, გოგოც კარგია, მაგრამ ერთად არაფერი გამოსდით.

– როგორი ქმარი ხარ?

– მე ცოტა „ჯაზური“ ქორწინება გამომივიდა (იცინის). ორი წლის წინ მოვიყვანე ცოლი, რომელთანაც 18 წლის ვაჟი მყავს, ნიკა. დიდხანს ვმეგობრობდით და ბოლოს მივხვდი, რომ ეს ადამიანი იყო ის, რომელიც მჭირდებოდა.

– „ზღაპრის ბოლო კეთილია“ გამოგსვლია.

– (იცინის) ჰო, აბა! ეგეთი „ჯაზური“ ამბავი გავაკეთე, იმპროვიზაცია. რაც შეეხება კაცის ღალატს, მე, ალბათ, ქმარს ღალატს არ ვაპატიებდი. იმიტომ, რომ მე არ მიღალატია ჩემი ცოლებისთვის. არც პირველისთვის და არც მეორისთვის. როცა ვარ ქალთან და მას ჩემი ჰქვია, არავითარ შემთხვევაში არ ვუღალატებ. ეს ზოგიერთ კაცს ჰგონია, ცოლს რომ უღალატებს, მაგარი ვინმეა. როცა თავისუფალი ხარ, ეგ სხვაა და, რაც გინდა, გააკეთე – გასინჯე თეთრიც, შავიც, რუსიც, ჩინელიც, მულატკაც... ბავშვობაში უნდა მოილიო ეგეთი რაღაცეები (იცინის). ცოლს რომ მოიყვან, აღარ არის საჭირო აქეთ-იქით სირბილი. კაცი თუ ხარ, არ უნდა „ავარდე“. მერე ცოლს ვინმე რაღაცას ეტყვის და დაიწყება პრობლემები. რის გამო, თორემ – კი. არ ღირს ნამდვილად. ინგრევა ოჯახი და ზოგჯერ – მთელი ცხოვრება.


скачать dle 11.3