კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა იტალიელ ტელევარსკვლავს სარა ვარონეს „მილანის“ ფორვარდ ფილიპო ინძაგისთან და რატომ ჩაუმტვრია ელიზაბეტა გრეგორაჩის „ალფა რომეოს“ საქარე მინა მრბოლელმა ფერნანდო ალონსომ


საკმარისია, ერთ საღამოს თქვენი ტელევიზორი ნებისმიერ იტალიურ არხზე გადართოთ, რომ პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის ულამაზესი ქალბატონი, რომელსაც გადაცემა მიჰყავს ან მოწვეული სტუმარი, რომელიც ასევე, სილამაზით იპყრობს თქვენს ყურადღებას. ამიტომ, არ არის გასაკვირი, როდესაც აცხადებენ, ამა თუ იმ იტალიური ტელე-შოუს რეიტინგებს. სილვიო ბერლუსკონის მედიაიმპერიის ერთ-ერთი შოუ „ბუონა დომენიკა“ ანუ „კარგი კვირა“, სწორედ იმ გასართობი გადაცემების კატეგორიას ეკუთვნის, რომელსაც საშუალოდ, 8-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს ყოველკვირეულად. ამხელა აუდიტორიის მოზიდვის ერთადერთი მიზეზი, სწორედ შოუს წამყვანების სილამაზე და სექსუალურობაა. სარა ვარონე და ელიზაბეტა გრეგორაჩი იტალიური ტელევიზიის აღიარებული ვარსკვლავები არიან. მათი პირადი ცხოვრება აურაცხელ სკანდალსა და არანაკლებ საინტერესო ისტორიებს აერთიანებს.

სარა ვარონე – იტალიური

ტელევიზიის საუკეთესო ბიუსტი

„იტალიური ტელევიზიის საუკეთესო ბიუსტად“ დასახელებული პოპულარული ტელეწამყვანი სარა ვარონე 1972 წელს რომში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ იტალიის ტელევიზიის მომავალმა ვარსკვლავმა სპეციალიზება ფსიქოლოგიაში დაიწყო. სარა ინგლისსა და საფრანგეთში სწავლობდა და დიპლომირებული ფსიქოლოგი გახდა. თუმცა, სარას გამორჩეული გარეგნობაც არ უნდა დაკარგულიყო და გადაწყვიტა თავისი სილამაზე მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. თავდაპირველად, მოდელი გახდა და სხვადასხვა სახის ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას. სულ მალე კი ტელევიზიაში მიიწვიეს სამუშაოდ. მის პირველ გადაცემას ბანალური დასახელება ჰქონდა „ქალი და მამაკაცი“.

აუდიტორიის მოზიდვისთვის ქალის სხეულის მშვენიერი ფორმების გამოყენება, აპრობირებული მეთოდია იტალიურ ტელეარხებზე და სარა ვარონეც სწორედ ამ მისიის შესრულებას შეუდგა. დღესდღეობით სარას ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა „ბუონა დომენიკა“ მიჰყავს „მეხუთე ტელეარხზე“, რომელიც სილვიო ბერლუსკონის მედიაიმპერიის, კორპორაცია „მედიასეტის“ კუთვნილებაა. სარასთან ერთად გადაცემა კიდევ ერთ მომხიბვლელ იტალიელ ქალბატონს ელიზაბეტა გრეგორაჩის მიჰყავს და სწორედ მათი ხელშეწყობით, გადაცემას 8-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს ყოველკვირეულად.

საინტერესოა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარა ვარონე მამაკაცების ჟურნალებისთვის პოზირებას ერიდებოდა და არაერთ მაცდურ წინადადებაზე უთქვამს უარი. მილიონობით იტალიელი მამაკაცის ოცნება იყო სარას შიშვლად ხილვა და მხოლოდ 2009 წელს უძღვნა სარამ თავის თაყვანისმცემლებს საახალწლო საჩუქარი და საკმაოდ თამამ და გულახდილ ფოტოსესიაში მონაწილეობაზე განაცხადა თანხმობა. 2009 წლის „ფორ მენ მაგაზინის“ საახალწლო ნომერი, რომელშიც განთავსებული იყო კალენდარი სარა ვარონეს გულახდილი ფოტოებით, რეკორდული ტირაჟით გაიყიდა.

რა თქმა უნდა, სარას პერსონის გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდება. მას მიაწერენ რომანს გამოჩენილ იტალიელ ფეხბურთელთან, „მილანის“ ფორვარდ ფილიპო ინძაგისთან და ასევე, „მილანის“ ბრაზილიელ ლეგიონერთან ამანტინო მანსინისთან. ერთხანს იმასაც ამბობდნენ, სარამ კიდევ ერთ იტალიელ ლამაზმანს, საბრინა ფერილოს წაართვა ქმარი და ეს მაშინ, როდესაც მათი ქორწინებიდან ერთი წელიც არ იყო გასულიო. თავისი ამჟამინდელი „ბოიფრენდის“ სახელს სარა ჯერჯერობით საგულდაგულოდ მალავს. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის რჩეულს არანაირი კავშირი არ აქვს შოუ-ბიზნესთან.

ელიზაბეტა გრეგორაჩი – ფლეიბოი ბრიატორეს მეუღლე

„ბუონა დომენიკას“ მეორე წამყვანი, მომხიბლავი და სექსუალური ელიზაბეტა გრეგორაჩი 1980 წელს დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე ელიზაბეტა სხვადასხვა სახის სილამაზის კონკურსში იღებდა მონაწილეობას და 1997 წელს მან „მის იტალიის“ კონკურსში სცადა ბედი. თუმცა, მხოლოდ „მის ღიმილის“ წოდება მიიღო. იმ პერიოდში ელიზაბეტა პროფესიულ დონეზე იყო დაკავებული ბალეტით, თუმცა მისი სამოდელო მონაცემებიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. სხვადასხვა დროს ის „არმანისა“ და „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა იტალიური ტელევიზიის მამების ინტერესი ვერ გამოიწვია. 2003 წელს შედგა ელიზაბეტას სატელევიზიო დებიუტი ერთ-ერთ გადაცემაში. სულ მალე კი, ის და კიდევ რამდენიმე სხვა ლამაზმანი, „ვალეტოპოლის“ სახელით ცნობილი მედიასკანდალის მონაწილე გახდა. იტალიის პროკურატურა იძიებდა საქმეს, რომელიც იტალიურ ტელეარხებზე გამოჩენის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის მომსახურებას ეხებოდა. გრეგორაჩი და უამრავი სხვა მოდელიც დაკითხეს ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, მტკიცებულება იმისა, რომ ელიზაბეტა ან სხვა რომელიმე მოდელი სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ ტელევიზიის შეფებს, ეკრანზე გამოჩენის სანაცვლოდ, არ დადასტურდა. 2006 წლამდე გრეგორაჩი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა იტალიაში, ხოლო მისი „ბოიფრენდი“ განთქმული მრბოლელი, „ფორმულა1-ის“ პილოტი ფერნანდო ალონსო იყო. სწორედ ალონსოს სახელს უკავშირდება კიდევ ერთი სკანდალი. მოსკოვში მყოფ ალონსოს, რომელიც საკუთარი გუნდის „რენოს“ ბოლიდის წარსადგენად იყო მივლინებული, საცოლე მისივე გუნდის ხელმძღვანელმა და მფლობელმა, განთქმულმა იტალიელმა მექალთანემ, მულტიმილიონერმა ფლავიო ბრიატორემ წაართვა. ბრიატორე არაერთ ცნობილ ტოპ-მოდელთან კავშირშია შემჩნეული. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ „ვიქტორია სიკრეტის“ ანგელოზს, გერმანელ ჰაიდი კლუმს მისგან შვილი ჰყავს. როცა ბრიატორესა და გრეგორაჩის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, გამწარებულმა ალონსომ მოსკოვიდან საცოლისთვის ჩამოტანილი საჩუქრით – „მატრიოშკით“, ელიზაბეტასთვის მის მიერვე მიძღვნილ „ალფა-რომეოს“ საქარე მინა ჩაუმტვრია, თუმცა, ამით მისი და გრეგორაჩის რომანს აღდგენა არ ეწერა. 2008 წელს ბრიატორემ და გრეგორაჩიმ იქორწინეს. 2010 წელს მათ ვაჟიშვილი, ნატან ფალკო ბრიატორე ეყოლათ.

მშობიარობის მიუხედავად, ელიზაბეტა მალე ჩადგა ფორმაში და დღესდღეობით, იგი თამამად შეიძლება, დასახელდეს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ იტალიელ ტელევარსკვლავად. მისი სხეულის ფორმები იდეალურთან არის მიახლოებული. ელიზაბეტა არც თამამ ფოტოსესიებზე ამბობს უარს, ხოლო მისი სხეულის სილამაზის შეფასება „იუთუბიზე“ განთავსებულ გადაცემა „ბუონა დომენიკას“ ეპიზოდებიდანაც არის შესაძლებელი. ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ, ნამდვილად არ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ჰყავს ამ იტალიურ ტელეშოუს 8-მილიონიანი აუდიტორია.


скачать dle 11.3