კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება გლამურულ საზოგადოებაში „შანელი“ ზედმეტი და რა შემთხვევაში არ იღებენ დახურულ წრეებში პოპულარულ და ფულიან ადამიანებს


ტოლსტოისა და დოსტოევსკის რომანებში უმაღლეს საზოგადოებაში შესასვლელად მოზარდს წლების განმავლობაში ამზადებდნენ და შემდეგ ამას ყველაზე მნიშვნელოვან წვეულებაზე აკეთებდნენ. როგორ ხდება ბომონდში თავის დამკვიდრება დღეს, როდესაც მაღალი წრე თითქოს ძალიან ღია, ყველასთვის ხილული და ხელმისაწვდომია. რეალურად კი, საოცრად ჩაკეტილია და ახალი ადამიანების მიღება ძალიან უჭირთ. ფოტოგრაფი ჯიჯი რეჯინი ამ წრეში უკვე დიდი ხნის მიღებული წევრია, მიუხედავად იმისა, რომ არც ძლიერი და გავლენიანი ოჯახიდან იყო და არც ვაკეში დაბადებულა და გაზრდილა.


ჯიჯი რეჯინი: ბევრი ფილმია გადაღებული და ბევრი რომანიც დაწერილა გოგოზე, რომელიც პროვინციიდან დედაქალაქში ჩამოდის და თავს იმკვიდრებს. ეს არც ზღაპარია და არც შეუძლებელი. კონკრეტულად კი, თბილისურ რეალობაში, ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში საკმაოდ სწრაფი ტემპით წავედით წინ – იქნება ეს მენტალიტეტის, კულტურის თუ სხვა მხრივ, მაინც უნდა ვთქვა, რომ ევროპის დედაქალაქებთან შედარებით, ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ამიტომაც, კიდევ ჭრის ის მომენტი, რომ მაღალ საზოგადოებაში შედარებით მარტივად მიგიღონ, თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს ასე იოლად აღარ ხდება ეს. თუ დღეს თბილისში ფული არ გაქვს, ჩათვალე, რომ ვერაფერს შეძლებ. ასე, რომ მოვასწარი. (იცინის) მთელ მსოფლიოში ასეა, თუ გინდა რამეს მიაღწიო, ნიჭთან ერთად ძალიან დიდი ფულია საჭირო.

– ჩამოვიდა პროვინციიდან გოგო ან ბიჭი, ერთი ჩანთით და ბევრი ფულით, რა უნდა ქნას?

– „სოფლელი“ გოგო მართლა ვერაფერს იზამს. თუმცა, იმასაც გააჩნია, სად მოღვაწეობს და რა უნდა აკეთოს, შოუ-ბიზნესის რომელ წრეში უნდა მოხვედრა. აი ვთქვათ, პროვინციიდან ჩამოვიდა გოგო, რომელსაც მომღერლობა უნდა და მართლა აქვს ნიჭი. ამ ნიჭის წყალობით, შეუძლია, გახდეს ვარსკვლავი, მოხვდეს რომელიმე სატელევიზიო პროექტში და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს.

– გახდეს ვარსკვლავი ეს კიდევ არ ნიშნავს, იმ წრემ მიიღოს, ჩვენ რომ ვსაუბრობთ.

– მართალი ხარ, სხვათა შორის, ამაზე ახლა დავფიქრდი. უცებ ვიღაც-ვიღაცეები გამახსენდა, რომლებიც პოპულარულ ვარსკვლავებად ითვლებიან, აქვთ კიდეც ფული, მაგრამ მიღებულები არ არიან. ამ შემთხვევაში საჭიროა, საკუთარ თავზე მუშაობა და ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა. მეორე მომენტიცაა, არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ პროვინციაში მაინცდამაინც სოფლელს ვგულისხმობ. ძალიან ბევრია ქალაქელი ტიპიც, ბევრი ფულიც აქვს, მაგრამ მაინც გოიმად რჩება. პროვინციალიზმს ვგულისხმობ, როგორც მენტალიტეტს და არა გეოგრაფიულ მდებარეობას. სულ მიყვარს შედარებები. ვარ სოხუმელი ბიჭი, რომელმაც სკოლის პერიოდის ერთი ნახევარი მოსკოვში გავატარე, მეორე ნახევარი – კი თბილისში. „ვოგისა“ და „ოფისიელის“ გარდა, არც განათლება მაქვს მიღებული და არც არაფერი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემზე კარგად, დღესდღეობით საქართველოში, ვერავინ გადაიღებს მოდას. მოდას ვგრძნობ, მოდას ვქმნი და ზუსტად ვიცი მოდური ტენდენციები.

– შენც ხომ დაგჭირდა რაღაცის დამტკიცება იმ პერიოდიდან, როდესაც თმას და მაკიაჟს აკეთებდი.

– მოდი, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ხალხს, უბრალოდ, ძალიან მაგრად მოეწონა ჩემი შემოქმედება მას შემდეგ, რაც ისინი ამ ნამუშევრების სანახავად მოვიყვანე. პლუს ამ ყველაფერს დავჭირდი კიდეც. სიმართლე გითხრა, არასდროს მიფიქრია და არც მიოცნებია ვინმესთან მეგობრობაზე, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა.

– ვინ არიან მაღალ წრეში დღეს თბილისში, სადაც მოხვედრას ცდილობს, ერთი ჩანთით ჩამოსული გოგო.

– არ ვიცი, გააჩნია, ვინ რომელ საზოგადოებას მიიჩნევს ასეთად. ვიღაცისთვის საოცნებოა ანრი ჯოხაძის საზოგადოება, მასთან მეგობრობა, ვიღაცისთვის – კახუჩელა და სტეფანე, ვიღაცისთვის ბიჭოლა. ეს კლასიდან გამომდინარეობს. არ ვიცი, რას ნიშნავს მაღალი წრე. ვიღაცისთვის შეიძლება, ძალიან სასაცილოა ის ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე.

– მოდი, ასე ვთქვათ, მოვიდა შენთან ადამიანი ფულით და, მოგმართა თხოვნით. მითხარი, რას გაუკეთებდი მას, რომ იყოს „სუპერ კრუტოი“, „სუპერ სვეცკი“?

– სხვათა შორის, უცხოეთში არის სპეციალური სამსახურები, მიდიხარ ტიპებთან და ისინი „გჩითავენ“. ამაში მილიონობით დოლარს იღებენ. რაც შეეხება ჩემთან მოსულ გოგოს, უპირველესად, ჩავაცმევ ყველაზე კარგად. თუმცა, კარგად ჩაცმაც სხვადასხვანაირია. გააჩნია, ის რას გეგმავს და რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი. თბილისი არ არის ლონდონი, სადაც ყველაზე გიჟური და უცნაური ჩაცმულობაც კი მოსწონთ. აქ ცოტა სხვა რაღაცეებია საჭირო. მერე ვიზრუნებ მის გარეგნობაზე, დაწყებული თმიდან და წარბიდან, დამთავრებული ფრჩხილებით. თუ პრობლემები აქვს ლაპარაკთან და მეტყველებასთან დაკავშირებით, მეტყველების პედაგოგს ავუყვან აუცილებლად, რომ ისწავლოს გამართულად და სწორად ლაპარაკი. პლუს მივცემ ლექსიკონს, თუ რა ჟარგონული სიტყვები უნდა იხმაროს ლაპარაკის დროს. სიტყვები „ა ლა“, „პანტოვი“, ღადაობ?! თავი დამანებე! ოღონდ და რაღაც წინადადება, ვთქვათ ასეთი – „ოღონდ, არ იცი, იქ რა მოხდა“, ჰო მშვიდობაა?! და სხვა ძალიან ბევრი. თან ეს სიტყვები უსწრაფესად იცვლება და მისი დაწევაც უნდა შეძლოს. მოძველებულის თქმა არ შეიძლება (იცინის).

– საუბრის კომპლექსის მოხსნაც ხომ არის საჭირო?

– არა, კომპლექსი არ არსებობს. ზოგადად, ეგეთ „სოფლელ“ გოგოებს კომპლექსი არ აქვთ. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. იმას, ვისაც „ბაგაჟი“ აქვს, იმის პრობლემაც უჩნდება, რამე ზედმეტი არ თქვას, როგორ მოიქცეს. საერთოდ, ამ ტიპის კომპლექსები ინლეტექტიდან მომდინარეობს, კარგად იცნობ თუ არა საკუთარ თავს, შეგიძლია საკუთარ თავთან მეგობრობა და მასთან ჰარმონიაში ყოფნა. ანუ, აზრზე მოსული ტიპი თუ ხარ, მარტივად რომ ვთქვათ. თუ აზრზე მოსულ ტიპს რაღაცეებზე გეფიქრება კიდეც. ჩვენ როგორ გოგოებზეც ვსაუბრობთ, ისინი პირიქით, უბედნიერესები იქნებიან ამ სიტუაციით და არაფერი დააკომპლექსებთ.

– კარგი. მომდევნო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – საზოგადოებაში გამოსვლა. სად წაიყვანდი?

– სადმე „ტუსოვკაზე“ წავიყვანდი, პრეზენტაციაზე ან რაღაც ეგეთზე. მერე „ფეშენ ვიქის“ აკრედიტაციას გავუკეთებდი და უპირველესად, ჩემს გვერდით დავსვამდი. იმასაც გააჩნია, ვისი ჩვენებაა, ზოგჯერ პირიქით, ვიღაც „ვიაიპი“ ადამიანების მისვლა ამა თუ იმ ჩვენებაზე დიზაინერის რეკლამაა. მოკლედ, ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა. თუ ძალიან ბევრ ფული აქვს და სიმღერა მოუნდა, წავიყვანდი „არტ ფორუმში“ და ცოტას ვამღერებდი კიდეც. მერე ქართველ დიზაინერებთან ჩავაცმევდი. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ეს ყველაფერი ძალიან ადვილია.

– იტყვიან, რომ ეს გოგო ჯიჯიმ „გააკეთა“? როდის შეძლებს ის დამოუკიდებლად „ფეშენ ვიქის“ პირველ რიგში მოხვედრას?

– იტყვიან, მაგრამ ეს ხელს არაფერში შეუშლის. როგორც კი ბევრ ფულს დახარჯავს, გახდება „ლუბიმჩიცა“. უი, არ დამავიწყდეს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს იუმორი, იმისთვის, რომ მასთან ყოფნა უხაროდეთ. ამის შემდეგ კი დამოუკიდებლად შეუძლია იმ გზის გაგრძელება, რომელიც დაიწყო. თუმცა, აი, მერე რას იზამს, უკვე აღარ ვიცი. გაჩერდება, თუ წინ წავა ეს მხოლოდ და მხოლოდ მის გაქანებაზეა დამოკიდებული – კარგად აითვისებს თუ არა იმ ყველაფერს, რასაც ვეუბნები. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, ასეთი რაღაც არ გამიკეთებია და ალბათ, არც გავაკეთებ. ასეთ შეკვეთას სიამოვნებით მივიღებდი, მაგრამ არა ფულის, უფრო აზარტის გამო. საინტერესო იქნებოდა, რა გამოვიდოდა.

– თუ ადამიანს ფული არა, მაგრამ ნიჭი აქვს.

– ეს უფრო დასაშვებია. ასეთს ძალიან ბევრს დავხმარებივართ „რასკრუტკაში“ და ახლაც ვეხმარებით. თუნდაც, ბიჭოლა ავიღოთ, რა ფული ჰქონდა მას? არანაირი. უბრალოდ, დავინახეთ, რომ ადამიანს აქვს ნიჭი და გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავხმარებოდით. რაც შეეხება იმას, წეღან რომ ვამბობდით, როცა ადამიანს აქვს ყველაფერი და მაინც არ იღებენ, აქ გადამეტებასთან გვაქვს საქმე. არიან ადამიანები, აქვთ ფული და იციან, რომ უნდა ჩაიცვან „შანელი“. მაგრამ, „იმდენ შანელს“ იცვამენ, რომ ეს უკვე გოიმობაა. ვთქვათ, წამწამების ასაპრეხად შენ ლამაზად წაისვამ ტუშს, თუ „ნარაშივანიეს“ გაიკეთებ და ბარბივით იქნები. გააჩნია არჩევანს. საერთოდ, ძალიან დიდი „გოიმობაა“ ბრენდომანია – გეცვას სულ „შანელი“ ფეხსაცმლიდან დაწყებული, ქუდით დამთავრებული – საშინელებაა. იქნებ, ამ ყველაფრის მაგალითი მეც ვარ. მეც არ მიღებს საზოგადოება და არ ვიცი?! (იცინის). შეიძლება, მანამდე მიღებს, სანამ ვიღაცეებს ვჭირდები. ისევ ის „სვეცკი“ ტიპები, რომლებიც შენ, მე და ვიღაცეებს „გვესვეცკება“, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ კონტაქტობენ ჩემთან, რომ ვჭირდები. ჩემი ერთი პლუსი რა მგონია, იცი?! რომ ავტორიტეტი არ მყავს და ეს კარგია. თუ მომღერალი ხარ და შენთვის შეიძლება, ჰიუსტონი იყოს ყველაფერი, ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის გასაგიჟებელი იყოს ნიუტონი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გააიდეალო ადამიანი, რომელიც შენს გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს და ისიც იმდენჯერვე შედის ტუალეტში რამდენჯერაც შენ და სხვა. ერთი რაღაც მინდა კიდევ ვთქვა, მთავარია, რაღაც ძალიან გინდოდეს და ის აუცილებლად გამოვა. მთავარია, ზუსტად იცოდე, რა გინდა. ბევრი ჩემი ნაბიჯი – დროულად სადღაც მისვლა, დროულად რაღაცაზე უარის თქმა, ჩემი ფიარის ნაწილად ჩათვალეს. არადა, ყველაფერი მარტივად იყო, ვიყავი იქ, სადაც კარგად ვგრძნობდი თავს და ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად გამომდის. არასდროს გამიკეთებია რაღაც იმისთვის, რომ იმ საზოგადოებაში ვყოფილიყავი, სადაც ვარ. თუმცა, მიზნისთვის ყველა საშუალებას ვამართლებ და ვაფასებ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდათ და ცხოვრების ყოველი დღით მას უახლოვდებიან. მაგალითად ისევ ბიჭოლას მოვიყვან. ისევ მას აქვს წარმატების სამივე უმთავრესი კომპონენტი – ნიჭი, ასაკი და „ჟილკა“. ერთი სიტყვით, გამოვიდა, რომ ფული ყველა შემთხვევაში მთავარი არ ყოფილა (იცინის).


скачать dle 11.3