კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-26(496)


პეტიკომ პისტოლეტი დააგდო, გენერლისკენ გაქანდა, ყელში სწვდა, ძირს დააგდო და გაშმაგებული იმეორებდა:

– „ჩემთვის გინდოდა გაჩალიჩება, შე ნაბოზარო, შენა? ფეხი არ ჩაგივა, მიგახრჩობ და ფანჯრიდან გადაგაგდებ“!

სპორტული აღნაგობის მიუხედავად, გენერალი წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდა და გონებას კარგავდა, რადგან, უკიდურესად გამწარებული პეტიკო ისეთი საშინელი ძალით დააცხრა მას, რომ წინააღმდეგობის გაწევის ყველა საშუალება მოუსპო.

– დამშვიდდი, პეტიკო, მართლა არ დაახრჩო ეს კაცი, – მოესმა პეტიკოს ზურგსუკან ძალიან ნაცნობი ხმა, მაგრამ არც შეტრიალებულა, რადგან იფიქრა, მომეჩვენაო და გენერლის დახრჩობას განაგრძობდა.

– პეტიკო, აზრზე მოდი, გეყოფა! – გაიმეორა იმავე ხმამ, პეტიკოს მხრებში ჩაავლო ხელი და გენერალს მოაშორა.

პეტიკო მკვეთრად შეტრიალდა და მოულოდნელობისგან ჯერ სახე ეცვალა, შემდეგ კი აღმოხდა:

– მათე, შენ?!

– ჰო, მე გახლავარ, – გაიღიმა მათემ.

პეტიკო იმდენად გაოცებული იყო მათეს დანახვით გენერლის კაბინეტში, რომ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მესიზმრებაო და ბოლოს ჰკითხა:

– შენ აქ რა გინდა, მათე?

– ჯერ ამ კაცს მივხედოთ, – თქვა მათემ და იატაკზე გაწოლილ გენერალს წყალი დაასხა და მოასულიერა. მას პეტიკოც მიეხმარა, გენერალი სავარძელში ჩასვეს და წყალი დაალევინეს.

– ფუი, ამის დედაც! – შეიგინა გამოცოცხლებულმა გენერალმა და წყლით სავსე ჭიქა გამოცალა. შემდეგ პეტიკოს გაუღიმა და უთხრა, – ეს რა ძალა გქონია. ისე მეტაკე, ხელის განძრევაც კი ვერ მოვასწარი. მათეს რომ არ მოესწრო, ახლა, ალბათ, საიქიოში ვიქნებოდი.

– მთავარია, ცოცხლები ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით, – თქვა მათემ და პეტიკოს თვალი ჩაუკრა, – ასეთი ფიცხი თუ იყავი, ნამდვილად არ მეგონა.

– ბოლოს და ბოლოს, გამაგებინებთ თუ არა, რა ხდება? – თქვა პეტიკომ, გააბოლა და სავარძელში ჩაჯდა, – თავი სიზმარში მგონია. გამაგებინეთ, რა ხდება?

მათემ გენერალს შეხედა და გაუღიმა, შემდეგ პეტიკოს მიუბრუნდა და უთხრა:

– გამოგცადეთ, ძმაო და შენ ეს გამოცდა ფრიადზე ჩააბარე.

– გამომცადეთ?!

– ჰო, პეტიკო, გამოგცადეთ, – გაიმეორა გამოცოცხლებულმა გენერალმა და მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი.

– რომელი შკოლნიკი მე მნახეთ? – იუკადრისა პეტიკომ და პირქუში სახე მიიღო.

– ნუ ცხარობ, ძმაო, დამშვიდდი, – უთხრა პეტიკოს მათემ, – ისეთი საქმე გვაქვს ჩაფიქრებული, რომ შეუმოწმებელი ხალხი არ გამოგვადგება და იმიტომ შეგამოწმეთ.

მათეს სიტყვებმა პეტიკო უკიდურესად აღაშფოთა, სავარძლიდან წამოხტა და მიაყარა:

– მე არ ვიცი, რა საქმე გაქვთ თქვენ ჩაფიქრებული, მე კი დიდი შეურაცხყოფა მომაყენეთ. რა შემოწმება მჭირდებოდა, გუშინ გამიცანი თუ ჩემზე რამე საეჭვო გაიგეთ? – პეტიკომ გენერალს გადახედა და კვლავ მათეს მიუბრუნდა, – ამის მეშვეობით რომ მამოწმებ, ძაღლი ხარ თუ ქურდი?

სხვა დროს პეტიკოს ასეთი სიტყვები რომ ეთქვა მათესთვის, აუცილებლად თავს დაკარგავდა, ამჯერად კი მათემ ბოლომდე მოუსმინა და უთხრა:

– ჯერ ერთი, რომ გენერალი ჩვენი საიმედო მეგობარია და მისი პაგონები საქმეს სჭირდება.

– რომელ საქმეს? – ირონიით თქვა პეტიკომ, რომელიც ჯერ კიდევ შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს და დამშვიდებას ვერ ახერხებდა.

– კეთილი, შევწყვიტოთ ბაზარი და დაგელოდებით, სანამ წყენა გაგივლის, – უთხრა მათემ პეტიკოს, შემდეგ გენერალს ანიშნა, წავიდეთო და ოთახიდან გასვლა დააპირეს, მაგრამ პეტიკომ თქვა:

– არ წახვიდეთ. ხუთი წუთი მაცადეთ, რომ აზრზე მოვიდე და თქვენს განკარგულებაში ვიქნები, – პეტიკომ ისევ გააბოლა, სავარძელში მოკალათდა და ჩაფიქრდა. მოწევა რომ დაასრულა, მათეს და გენერალს გაუღიმა და უთხრა: – ხოდზე ვარ, გისმენთ!

მათემ ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ პეტიკოს წინ შეჩერდა და ჯერ გენერალს შეხედა, მერე კი პეტიკოს უთხრა:

– რუსეთიდან ძალიან საგანგაშო ამბები მოგვდის და ჩვენი საქმე ჩაშლის პირასაა. რეგიონებში გაგზავნილი ქურდების უმრავლესობა დააპატიმრეს და ზოგიერთი წამებით მოკლეს ლუბიანკაზე. ისინი კი, ვინც არ დაუპატიმრებიათ, გარეთ თავს ვერ ყოფენ და ხვალ თუ არა, ზეგ „ააგდებენ“. ჩემმა გეგმამ არ გაამართლა და შენმა ოცმა მილიონმაც ჭირი მოგჭამა. მოკლედ, საქმე ჩაშლის პირასაა და ამაში ერთადერთი ადამიანია დამნაშავე, – მათემ პაუზა გააკეთა, პეტიკოს მიაჩერდა და საბოლოო სიტყვის სათქმელად მოემზადა, მაგრამ პეტიკომ დაასწრო:

– ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, მანგუსტია და თქვენ მანგუსტის გასაღება გაქვთ გადაწყვეტილი.

პეტიკოს სიტყვების გაგონებაზე გენერალს გაოცება გამოეხატა სახეზე. მათეს კი გაეღიმა და პეტიკოს უთხრა:

– როგორც ყოველთვის, გონება არ გღალატობს და სწორად გამოიცანი. მართალი ხარ, ჩვენ მანგუსტის მოკვლის გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან, მან გადამწყვეტი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოგვიცხადა და, თუ არ დავასწარით, ყველას გაგვანადგურებს.

მათემ პაუზა გააკეთა, რითაც გენერალმა ისარგებლა და თქვა:

– ჯერ ერთი, რომ საქმე დასწრებაზეა და ჯობია, შენ მოკლა, ვიდრე შენ მოგკლან. მეორე კი ისაა, რომ, თუ მანგუსტი დაიბრიდა, ამერიკელებიც შეგვეშვებიან, მათე ძველებურად თავისუფალი იქნება და თავის საქმიანობას გააგრძელებს.

– ეგ კი ასეა, მაგრამ, მანგუსტი ხომ ვიღაც ბრაიტონელი ხანიგა არაა, რომ ბინძური ქუჩის ჩიხში დანით ყელი გამოჭრა. მისი მოკვლა ურთულესი საქმეა და როგორ აპირებთ ამას?

– რამდენიმე ვარიანტი გვაქვს დამუშავებული და ერთ-ერთში მთავარი როლი შენ უნდა შეასრულო. სწორედ ამიტომ ხარ აქ და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ.

– გისმენთ.

– ლუდა მედვედევა რომ მანგუსტთან მუშაობს, იცი ალბათ, ხომ? – თქვა მათემ.

– შენ გინდა, რომ მე და ჰამო მოსკოვში ჩავიდეთ და ლუდა მანგუსტის მკვლელობაზე დავითანხმოთ? – სიტყვა გააწყვეტინა მათეს პეტიკომ.

– ამჯერად ვერ გამოიცანი, – გაეცინა მათეს, – თუმცა შენ და ჰამო მართლაც უნდა ჩახვიდეთ მოსკოვში და ლუდა თბილისში ჩამოიყვანოთ.

– ლუდას თბილისში ჩამოყვანას მოსკოვში ჩასვლა რაში სჭირდება, დავურეკავთ და აქ გაჩნდება.

– არა, ასე არ გვაწყობს. ლუდა თბილისში ინკოგნიტოდ უნდა ჩამოვიდეს და ასევე ინკოგნიტოდ დაბრუნდეს უკან. ეს ყველაფერი კი ისე სუფთად უნდა გაკეთდეს, რომ ვერავინ შეიტყოს თქვენი მოსკოვში ჩასვლისა და ლუდასთან შეხვედრის შესახებ.

– გასაგებია, მაგრამ, ასეთი ზესაიდუმლოება რისთვისაა საჭირო?

– იმისთვის, რომ მანგუსტის დაბრედვის შემთხვევაში, ვერავინ მოიტანოს ჩვენზე ეჭვი, თორემ, ამაში, რომ ჩვენი კვალი აღმოაჩინონ, მთელ ქვეყანას მიწასთან გაასწორებენ.

– ეგ კი ასეა, მაგრამ, რა გარანტია გვაქვს, რომ ლუდა მანგუსტის მკვლელობაზე დათანხმდება და რომც დათანხმდეს, არავის ეტყვის?

– ლუდას არც ეცოდინება, რომ მანგუსტი უნდა მოკლას და თბილისში მისი ჩამოყვანა სწორედ ამიტომ გვინდა.

– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – თუ არ ეცოდინება, მაშინ როგორ მოაკვლევინებთ? მანგუსტის მკვლელობას ჩაუნერგავთ და დაავიწყდება?

– არა. ჩვენ მას ბომბს ჩავუმონტაჟებთ სხეულში, ჩვენი კაცი კი დისტანციური პულტით ააფეთქებს, როცა ის მანგუსტთან იქნება.

– ჰოლივუდის ბლოკბასტერს მიყვები? – გაეცინა პეტიკოს, – მეკაიფებით? რა ბომბს ჩაუდებთ, რას ამბობ?

– ნუ ჩქარობ დასკვნების გამოტანას, – სერიოზული სახით თქვა მათემ, – ლუდას ჩვენ მკერდში სულ რაღაც 200 გრამ სილიკონისებურ მასას ჩავუმონტაჟებთ, რომელიც ნახევარ მოსკოვს დაანგრევს. ქალს კი ამის შესახებ არაფერი ეცოდინება.

– ეგ როგორ? – თქვა პეტიკომ და მხიარული გამომეტყველება სერიოზულით შეეცვალა, – როგორ მოახერხებთ ამ ყველაფრის ისე გაკეთებას, რომ ლუდამ ვერაფერი შეიტყოს? ბოლოს და ბოლოს, ოპერაციის კვალს ხომ მაინც ნახავს?

– ვერაფერსაც ვერ ნახავს, – ლაპარაკში გენერალი ჩაერთო, – ისეთი კოსმეტოლოგი მყავს, ყველაფერს უმაღლეს დონეზე, ყოველგვარი კვალის გარეშე ჩაატარებს და ლუდა მედვედევა ვერც კი მიხვდება ვერაფერს.

– კოსმეტოლოგმა რომ გაგვყიდოს?

– კოსმეტოლოგს გავასაღებთ, – ცივი ხმით თქვა გენერალმა, – მანამდე კი თავად არ ისურვებს რამის თქმას, რადგან, ყურებით გვყავს დაჭერილი და, რასაც დავავალებთ, ყველაფერს შეასრულებს – ის თავის ქალიშვილს ჟიმავს და ეს ყველაფერი ფირზე გვაქვს გადაღებული. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

პეტიკომ გაოცებისგან თავი გააქნია და ჩაეცინა, მაგრამ უცებ სახე შეეცვალა და მათეს ჰკითხა:

– კი მაგრამ, ლუდა?

– რა ლუდა? – გაიმეორა მათემ.

– რა და ის, რომ ლუდა ჩვენი ახლობელია, ჩვენთვის მრავალი სიკეთე აქვს გაკეთებული და მისი ასე გაწირვა სწორი საქციელი იქნება?

მათემ უემოციოდ მოისმინა პეტიკოს სიტყვები და მშვიდად უთხრა:

– ჩემო პეტიკო, ჩვენი საქმე მოითხოვს ასე და ლუდას გაწირვა მოგვიწევს. სიმართლე გითხრა, მეც მეცოდება, მაგრამ, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი საქმე დაიღუპოს.

– მოგვიწევს და მაგის დედაც! – ხელი ჩაიქნია პეტიკომ, – საქმის დაღუპვას ლუდას გაწირვა ჯობია. თანახმა ვარ და ვფიქრობ, არც ჰამო იქნება წინააღმდეგი.

– კი, ჰამოც თანახმაა, – გაეცინა მათეს.

– უკვე ებაზრეთ?

– რა თქმა უნდა, – თქვა მათემ და ამ დროს ოთახში ჰამო შემოვიდა, რომელმაც პეტიკოს უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, დღესვე მოსკოვში მივფრინავთ.

***

ჰამო და პეტიკო გენერლის უერთგულესი ხელქვეითების მეშვეობით დაუსხლტნენ მოთვალთვალე ამერიკელებს და გრიმწასმულები, ყალბი საბუთებით ერევნის გავლით იმავე ღამეს მოსკოვში ჩაფრინდნენ. შემდეგ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დაბინავდნენ, რომელიც გენერლის ერთ-ერთ მოსკოველ აგენტს ეკუთვნოდა და მოქმედების გეგმაზე ლაპარაკს შეუდგნენ. ჰამომ სიგარეტი გააბოლა და პეტიკოს უთხრა:

– ლუდას სადარბაზოში დავუსადკავებ და მხოლოდ მას მერე ვეტყვი, თბილისში რომ უნდა წამოვიდეს, როდესაც მისავე საწოლში კარგად გავჟიმავ. მონატრებული ვეყოლები და უარს არაფერზე მეტყვის.

– შენ ისე ბაზრობ, რომ მე მგონი, თავად უფრო მოგენატრა ლუდასთან ჟიმაობა, – გაეცინა პეტიკოს, – სოფიმ რომ გაიგოს, ორივეს დაგვხოცავს.

– რა ჟიმაობა მომენატრა, – იუარა ჰამომ, – საქმეს სჭირდება, თორემ, ლუდას სათოფეზეც არ გავეკარებოდი.

– საქმეს სჭირდება, საქმეს სჭირდება, – სერიოზული სახით გაიმეორა პეტიკომ. შემდეგ ჰამოს მიაჩერდა და უთხრა: – ისე, რამხელა დამპლობას ვაკეთებთ მე და შენ და სინდისიც არ გვქენჯნის.

– ვინ გითხრა, რომ არ მქენჯნის, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება და რას ვიზამთ?

– სწორედ ეს „საქმეს სჭირდებაა“ დამპლობა, – თქვა პეტიკომ და რატომღაც აქეთ-იქით გაიხედა, – საქმეს რომ ჩვენი ახლობლების გაწირვა დასჭირდეს, წახვალ ამაზე?

– რა სისულელეა!

– არა, ჰამო, თვალებში შემომხედე, – უთხრა პეტიკომ დის ქმარს და თვალი თვალში გაუყარა, – რომ გითხრან, საქმეს სჭირდება და პეტიკო გაწირეო, იზამ?

– რა თქმა უნდა, არა, – თავი გააქნია ჰამომ, – შენ როგორ გაგწირავ. ჩემი უახლოესი ძმა ხარ და, ბოლოს და ბოლოს, სოფის ძმა.

– აბა, – აღელვებული ლაპარაკობდა პეტიკო, – ლუდას რას ვერჩით, რა დაგვიშავა? მას ხომ ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, ჩვენ კი მას ვწირავთ?!. ხომ აზრზე ხარ, რას გვაკეთებინებს მათე? მე და შენ ეს საცოდავი გოგო, რომელიც ბოლომდე გვენდობა, თბილისში უნდა ჩავიტყუოთ იმისთვის, რომ შემდეგ ის საცოდავი ააფეთქონ. ასეთი საქმის დედაც და მასში მონაწილე ხალხისაც. მე გამოვდივარ ამ საქმიდან და შენც ამას გირჩევ.

ჰამოს ფერი ეცვალა, ნიკაპი აუკანკალდა, რომ არ გაშიფრულიყო, სიგარეტი გააბოლა და რაც შეეძლო მშვიდად მიუგო:

– პეტიკო, ძმაო, ჩვენ უკვე ძალიან ღრმად გვაქვს შეტოპილი და ამ საქმიდან ვეღარ გამოვალთ. იქიდან გამოსვლა მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ და მე ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს.

– სიკვდილს არც მე ვაპირებ, მაგრამ, ასეთ საქმეში ყოფნას და ასეთი სიდამპლეების კეთებას სიკვდილი ჯობია.

– და ვისთვის კვდები? – ხმას აუწია ჰამომ, – ერთი ნაბოზარი გოგოს გულისთვის, რომელსაც ჟიმაობის მეტი არაფერი უნდა?! შენს ოჯახზე არ ფიქრობ? შენს ცოლზე, შენს დაზე, ბოლოს და ბოლოს შვილზე, რომელსაც შენ სჭირდები?

– მათზე რომ ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არ მინდა ასეთი სიდამპლის ჩადენა, – მშვიდად თქვა პეტიკომ, – და არც შენ გირჩევ...

– რას მთავაზობ?

– საქმიდან გამოსვლას.

– მერე ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია? ლუდაზე უარეს დღეში ჩაგვყრიან.

– ვერ ჩაგვყრიან. თბილისში დავბრუნდეთ და მათეს ვუთხრათ, რომ მანგუსტის მოსაკლავად სხვა გზა ეძიოს. მით უმეტეს, რომ, მითხრა, რამდენიმე ვარიანტი მაქვსო.

– არა, პეტიკო, რას ამბობ, – თქვა ჰამომ, – ლუდას ვარიანტი ყველაზე ნაღდია და მათეს რომ ეს გეგმა ჩაუშალო, იცოდე, არც შენ გაცოცხლებს, არც მე და ჩვენიანებსაც არ დაინდობს.

– რაო, რა თქვი? – პეტიკოს თვალები აენთო და სახეზე უკიდურესი ზიზღი გამოესახა, – ვის არ დაინდობს, ბავშვებს და ქალებს?

– სწორედ მაგათ. ვერ იაზრებ, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და არავის დაინდობს, ვინც მას წინ გადაეღობება? ლუდა რა, ქალი არაა? დაუშავა რამე? მაგრამ, ხომ ხედავ, რომ ასე უღმერთოდ წირავს და იცოდე, არც ჩვენ დაგვინდობს, არც ჩვენიანებს და იმ ბოზანდარა გოგოს გამო ნურც თავს დაიღუპავ, ნურც სხვას დაღუპავ და რაც მთავარია, შენს უახლოეს, ყოვლად უდანაშაულო ადამიანებს. მოდი, ახლა დამშვიდდი, დაიძინე და დილით ვილაპარაკოთ.

– არა, ჰამო, დილამდე უნდა გავაიასნოთ მე და შენ ყველაფერი. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და ჩემს უახლოეს ადამიანად გთვლი. ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ შევცვლი. მე არ შემიძლია ადამიანის ასე უღმერთოდ გაწირვა და ამაში შენ ხელს არ შეგიწყობ. როგორც გინდა, ისე მიიღე, მაგრამ, მე უკან ვბრუნდები. თუ გინდა, ჩემთან ერთად წამოდი, თუ არა, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. მაგრამ, იცოდე, რომ ჩვენი ძმობა დაირღვევა.

– რატომ დაირღვევა ჩვენი ძმობა, ჩათლაშკა ლუდას გამო, რომელიც შენთვის არაფერს ნიშნავს?

– სამაგიეროდ, ღმერთი ნიშნავს ჩემთვის ყველაფერს.

ჰამომ გადაიხარხარა და ცოლისძმას ირონიით უთხრა:

– ახლა გაგახსენდა ღმერთი, როცა სასწორზე ჩვენი საქმე დევს და გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო? მაშინ სად იყავი, როდესაც გულგრილად ბრიდავდი ხალხს და წარბიც არ შეგტოკებია?

– ტყუილად არავინ მომიკლავს, ყველა ღირსი იყო.

– ღირსი იყო? – გაიმეორა ჰამომ.

– დიახ, ასეა.

ჰამომ ოთახში გაიარ-გამოიარა და პეტიკოს უთხრა:

– შენ ახლა ღმერთი ახსენე, მაგრამ ვინ მოგცა ნება, რომ მის ფუნქციებს ითავსებ და ადგენ, ვინ რისი ღირსი იყო? თუ ღმერთს ახსენებ, მაშინ, ისიც უნდა იცოდე, რომ, არც ისინი არ უნდა დაგეხოცა. მერე რა, რომ მტრები იყვნენ? შენ ხომ მორწმუნე ხარ? – ირონიულად ჩაიცინა ჰამომ, – მორწმუნე ღვთის კაცი და ამ დროს ერთი ვაგონი ტრუპები გადევს კისერზე. გამომივიდა, რა, დედა ტერეზა! ამ მშვიდობის მტრედს არ უყურებ?! ერთი ჩათლაშკა გოგოს გამო მთელი საქმის ჩაშლა უნდა! გირჩევ, ახლა დაიძინო და დილით ვიბაზროთ, გეყოფა ბავშვობა! ჩათვალე, რომ წამიერი სისუსტეა ეგ ყველაფერი და აზრზე მოდი. ნურც თავს დაიღუპავ და ნურც ჩვენ გაგვწირავ!

– ვინ თქვენ, ვინ თქვენ! ნამეტანს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე, სიძე ბატონო? ხომ არ დაგავიწყდა, რომ პეტიკო ვარ და ჯერ კიდევ ფასი აქვს ჩემს სიტყვას?

ჰამო, რომლის მთელი არსება პეტიკოს მიმართ მოულოდნელად მოვარდნილ სიძულვილს აევსო და ეს ყველაფერი მას სახეზეც ჰქონდა აღბეჭდილი, მოლბა და პეტიკოს უთხრა:

– პეტიკო რომ ხარ, ჩემო ძმაო, სწორედ იმიტომ გეუბნები, რომ დამშვიდდე, დაისვენო და ყველაფერი დილით გადავწყვიტოთ. სიმართლე გითხრა, მეც არ მეპიტნავება ლუდას ასე გაწირვა, მაგრამ, საქმე მოითხოვს ასე. თუმცა, თუკი დამარწმუნებ, რომ სხვა, უკეთესი გზა გაქვს მოფიქრებული, მაშინ, შენ გამოგყვები.

ჰამოს სიტყვებმა პეტიკოს მრისხანება დააცხრო და სიძეს უთხრა:

– მართალს მეუბნები?

– შენს ძმობას გეფიცები!

პეტიკო ჰამოს გადაეხვია, გადაკოცნა და უთხრა:

– მე კი უკვე ვფიქრობდი, რომ სასიკვდილოდ არ დამინდობდი. ბოდიში, რომ ასე მეგონა და შენზე ასეთმა აზრმა გამიელვა.

პეტიკოს სიტყვებზე ჰამოს გააჟრიალა და ტანში უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, მაგრამ, ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვის შედეგად, არ შეიმჩნია და პეტიკოს უთხრა:

– ჩემთან საბოდიშო არაფერი გაქვს. პირიქით, ბოდიში, რომ ზედმეტი გაკადრე. მაპატიე, პეტიკო.

– კარგი, დავივიწყოთ, – გაუღიმა პეტიკომ ჰამოს, – მართლა ძალიან დავიღალე. გვიანია, დავიძინოთ, ამ საქმეზე კი დილით ვიბაზროთ.

პეტიკომ საძინებელში, მარცხენა კედელთან მდგარი საწოლი გაშალა და დაწვა, ჰამო კი ჯერ სააბაზანოში შევიდა და ღამის ტუალეტი მოითავა, შემდეგ სამზარეულოში გამოიარა, საძინებელში შევიდა და მარჯვენა კედელთან მდგარი საწოლის გაშლას შეუდგა, თან კედლისკენ გადაბრუნებულ პეტიკოს უთვალთვალებდა.

– ძილი ნებისა, ჰამო, – უთხრა პეტიკომ ცოლისძმას ნამძინარევი ხმით და ჩაეძინა.

ჰამო საწოლში ჩაწვა, მაგრამ თვალი არ მოუხუჭავს და საკუთარი გულის ბაგა-ბუგს უსმენდა. კედლის საათმა სამჯერ რომ ჩამოჰკრა, ჰამო ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და დანამომარჯვებული მიუახლოვდა მძინარე პეტიკოს, რომელიც გადმობრუნებული იყო და ძილში იღიმებოდა. ჰამომ ოცდაათიოდე წამი უყურა ძილში მომღიმარ ცოლისძმას, შემდეგ სამზარეულოს დანა აღმართა, ელვისებური მოძრაობით პეტიკოს შიგ გულში აძგერა და ტარამდე ჩაასო. პეტიკო მხოლოდ ერთხელ შეხტა, შემდეგ გაქვავდა, ღიმილი სახეზე შეეყინა და პირიდან კი სქელმა სისხლმა იფეთქა... ჰამომ მშვიდად დახედა მოკლულს და გულგრილად ჩაილაპარაკა: „შიგ გულში მოვარტყი, იმ გულში, რომელმაც ბოზანდარა ლუდა შეიცოდა და კინაღამ მთელი საქმე დაღუპა. ეჰ, პეტიკო, პეტიკო, რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი სუსტი იყავი! რას იზამ, საქმეს ასე სჭირდებოდა და მოგკალი...“

ჰამომ გენერლის იმ აგენტს დაურეკა, რომელსაც კონსპირაციული ბინა ეკუთვნოდა და დაავალა, რომ მას პეტიკოს გვამი გაენადგურებინა. ჰამომ საძინებელზე მიუთითა მას და გულგრილად უთხრა:

– ისე უნდა გააქრო, რომ ვერც ერთმა სულიერმა ვერ იპოვოს და იცოდე, არავისთან წამოგცდეს, რაც აქ ნახე!

– ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, პირველად არ ვასრულებ ასეთ საქმეს, – მშვიდად მიუგო ჰამოს აგენტმა.

– და კიდევ, როცა გვამს და სხვა სამხილებს მოსპობ, ტელეფონით შემატყობინე და შემდგომ ინსტრუქციებს მაშინ გეტყვი.

გენერლის აგენტმა პეტიკოს გვამი დაანაწევრა და სისხლიან ზეწრებთან ერთად სპეციალურ კრემატორიუმში დაწვა. შემდეგ ჰამოს დაურეკა და უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?

– შენი მანქანით იაუზასთან მოდი, ტირიფების ხეივანს რომ უწოდებენ, იცი ის ადგილი?

– ვიცი. დილით მოვიდე თუ შუადღეს?

– ახლავე.

– ახლავე? დილის 6 საათზე?

– ჰო, ახლავე, თხუთმეტ წუთში გელოდები, – უთხრა ჰამომ აგენტს და ყურმილი დაკიდა. შემდეგ სამზარეულოდან სხვა დანა აიღო, ქამარში გაირჭო და ტირიფების ხეივნისკენ გაემართა.

ჰამოს არასასურველი მოწმის დატოვება არ უნდოდა და აგენტის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ტირიფებთან კი იმიტომ დაუნიშნა შეხვედრა, რომ საკმაოდ მოყუჩებული ადგილი იყო და კონსპირაციულ ბინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. ჰამომ კარგად იცოდა იქაურობა და ტირიფებამდე უპრობლემოდ მიაღწია. მალევე მივიდა აგენტიც, რომელმაც უხმოდ ჩააგორა მანქანა მდინარის პირას, კარი გააღო და ჰამოს დაელოდა.

– შენ რა გქვია, ძამიკო? – ჰკითხა ჰამომ აგენტს, რომ მისი ყურადღება მოედუნებინა და მარჯვენა ხელით ქამარში გარჭობილი დანა მოსინჯა.

– გრიშა დამიძახეთ, – თქვა აგენტმა.

– მოკლედ, ასე, ჩემო გრიშა, აი, მარცხნივ რომ სახლი დგას, სკვერს მიღმა, ხომ ხედავ? – ჰამომ მარცხნივ გაიშვირა მარცხენა ხელი და აგენტი მიახედა. შემდეგ მარჯვენა ხელით დანა იშიშვლა და ელვისებური მოძრაობით, გრიშას ჯერ ყელში ატაკა ტარამდე, შემდეგ გულში ჩაარტყა, ჩაუტოვა და ადგილზევე მოკლა. აგენტმა ამოიხროტინა და სამუდამოდ დადუმდა.

– მაპატიე, გრიშკა, მაგრამ საქმე ასე მოითხოვს, ჩაილაპარაკა ჰამომ, – შემდეგ ცეცხლი წაუკიდა ბენზინის ავზს და, სანამ მანქანა იფეთქებდა, სწრაფად დატოვა იქაურობა და კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდა...

***

ჰამო, რომელსაც სულ რაღაც ორი საათის განმავლობაში ორი ადამიანი ჰყავდა დანით მოკლული, არანაირ სიბრალულს არ განიცდიდა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ მართალი იყო და საქმეს ასე სჭირდებოდა. მთაწმინდელს, ფარულად სწყუროდა კრიმინალური ძალაუფლება და იცოდა, რომ მათე და გენერალი მას დაუფასებდნენ გარჯას. მან ისიც იცოდა, რომ არც მათე და არც გენერალი არ იყვნენ ბოლომდე სანდოები და მასაც ისევე დაუფიქრებლად გაწირავდნენ, როგორც თავად გაწირა პეტიკო. თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ აქამდე არ მივიდოდა საქმე, წარმატებულ კარიერას გაიკეთებდა და შეიძლება, კრიმინალური სამყაროს პირველი პირიც კი გამხდარიყო. ამიტომ მან დიდი იმედებით აღსავსემ დატოვა კონსპირაციული ბინა და ლუდასთან შესახვედრად გაემართა, მაგრამ, შეიტყო, რომ მედვედევა უკვე მესამე დღე იყო, რაც ხელ-ფეხის მოტეხილობით ქირურგიულ კლინიკაში იწვა და მის იქიდან გამოწერას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა. ლუდა საშინელ ავტოავარიაში მოხვდა, სადაც ყველა დაიღუპა, მას კი მხოლოდ ხელ-ფეხი დაემტვრა. ამიტომ ჰამო იმავე ღამეს დაბრუნდა თბილისში და მათეს ეახლა, რომელიც გენერლის კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა. იქვე იყო გენერალიც.

ჰამო გულდაგულ მიესალმა მათ და უთხრა:

– ლუდას ვარიანტი გამოირიცხა. ის ძუკნა ამ სამი დღის წინ ავარიაში მოყვა, ხელ-ფეხი აქვს დამტვრეული და რამდენიმე თვე ვერ ადგება, ხოლო თუ ფეხზე დადგა, ალბათ, ხეიბარი იქნება.

– ვიცით, – თქვა მათემ, – ამ დილით გავიგეთ და სხვა ვარიანტი უნდა გამოვნახოთ მანგუსტის მოსაშორებლად. შეგიძლია, წახვიდე და დაისვენო. ხვალ ან ზეგ დაგიკავშირდებით, შენ და პეტიკო მოდით და ვიბაზროთ. მართლა, პეტიკო სადაა, რატომ არ მოვიდა, დაიღალა?

– პეტიკო მკვდარია.

– რაა? – თვალები გაუფართოვდა მათეს, – რამ მოკლა?

– მე მოვკალი.

– შეენ? – გენერალი უკვე გაოცდა, – ხუმრობ თუ მართალს ამბობ?

– სახუმარო რა არის, მართლა მე მოვკალი და გრიშაც მივაყოლე.

– ვინ გრიშა? – ჰკითხა გენერალმა.

– აგენტი გრიშა, კონსპირაციული ბინის პატრონი.

– აგენტს გრიშა არ ექვა, – თქვა დაბნეულმა გენერალმა, რომელიც გაოგნებული მისჩერებოდა ჰამოს.

– რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქვა, – თქვა ჰამომ. შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოყვა და ბოლოს თქვა: – გრიშა არასასურველი მოწმე იყო და პრიკუპში მივაყოლე. რაც არ უნდა იყოს, ცოლისძმა დავბრიდე და, რა საჭირო იყო მისი ცოცხლად დატოვება?

– აგენტს ლეო ერქვა და ის არაფრის მთქმელი არ იყო, მაგრამ, ლეოს დედაც! – ხელი ჩაიქნია გენერალმა და ჰამოს პატივისცემით შეხედა, შემდეგ მათეს მიაპყრო მზერა და თვალი ჩაუკრა.

– მდა, – თქვა მათემ და გააბოლა, – მთლად კარგი საქმე ვერ მოგსვლია, ცოლისძმა რომ დაგიბრიდავს, მაგრამ, მართალი ხარ, საქმეს ასე სჭირდებოდა და სწორად მოიქეცი. თუმცა, ერთი კია – მის ცოლს და სოფის რას ეტყვი?

– რა უნდა ვუთხრა, – გულგრილად თქვა ჰამომ, – მათ არც კი იცოდნენ, რომ ერთად ვიყავით წასულები. ჩემზე ეჭვს ვერც მოიტანენ და არც მოიტანენ. ჩვეულებრივად მივალ სახლში, სამი-ოთხი დღის მერე კი პოლიციაში განვაცხადებთ და პეტიკოს ძებნას დავიწყებთ.

– ეჰ, პეტიკო, პეტიკო... – ხელები გაშალა მათემ, – რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი სუსტი აღმოჩნდებოდა. არადა, საქმეს კარგად უძღვებოდა, მამაციც იყო და გონებაც უჭრიდა. ახლა კი მისი საქმეების გადაბარება შენ მოგიწევს და, იმედია, რომ ღირსეულად გაუძღვები.

ჰამომ მშვიდად მიიღო მათეს სიტყვები, რადგან წინასწარვე იცოდა, რომ პეტიკოს ადგილის დაკავებას მას შესთავაზებდნენ და ამისთვის წინასწარ იყო მზად. ამიტომ, დინჯად, ღირსების გრძნობით აღსავსემ დატოვა იქაურობა...

***

მთაწმინდელი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაბრუნდა სახლში, თვალი არ მოუხუჭავს, თავის მომავალ კრიმინალურ კარიერაზე ფიქრობდა და დიდი წარმატების იმედიც ჰქონდა.

როგორც ჰამომ წინასწარ გათვალა, პეტიკო რომ არ გამოჩნდა, ის და სოფი პოლიციაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს, რომ მასზე ძებნა გამოეცხადებინათ. უკან რომ ბრუნდებოდნენ, სოფიმ ჰამოს უთხრა:

– ცუდი წინათგრძნობა მაქვს, საყვარელო.

– რას გულისხმობ, სოფი?

– იმას, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარაა.

– საიდან მოიტანე?

– ხომ გითხარი, ასეთი გრძნობა მაქვს, – გაიმეორა სოფიმ.

– მოეშვი სისულელეებს!

– თუ სისულელეა, მაშინ, პოლიციას მისი ძებნა რატომ გამოაცხადებინე?

– ქეთის ისტერიკების გამო და, თანაც ასეთი წესია, – არ დაიბნა ჰამო, რომელსაც ცოლის სიტყვებმა გული აუჩქარა, – ჩვენიანები უკვე ყველგან ეძებენ შენს ძმას და, იმედია, მისი კვალი სულ მალე გამოჩნდება.

– ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა, ჩემი პეტიკო ცოცხალი აღარაა, – თქვა სოფიმ, აქვითინდა და ჰამოს მხარზე დაადო თავი, რომელმაც მანქანა გააჩერა, ცოლს თავზე მოეფერა და უთხრა:

– დამშვიდდი, საყვარელო, სად გაგონილა ცოცხალი კაცის დატირება! იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გამოჩნდება.

– არა, ჰამო, არა, – ქვითინებდა სოფი, – ჩემი ძმა, ჩემი საყვარელი პეტიკო ცოცხალი არაა და მე ამას ვგრძნობ. იცი, ამ ერთი კვირის წინ, შენ რომ სახლში არ იყავი, ლოგინში ვიწექი და რაღაც საშინელ სიზმარს ვხედავდი.

– რა სიზმარს? – ჰკითხა ჰამომ სოფის.

– არ ვიცი, რა სიზმარს, არ მახსოვს, მაგრამ, უცებ გამომეღვიძა და საწოლზე წამოვჯექი. გულს საშინელი ბაგა-ბუგი გაჰქონდა და ამ დროს საათმა სამჯერ დარეკა. შიშმა შემიპყრო და, რატომღაც, პირველი პეტიკო გამახსენდა. შენც ხომ არ იყავი სახლში, მაგრამ, სიმართლე გითხრა, შენზე არც კი მიფიქრია და, რატომღაც, პეტიკო ამეკვიატა. ასე გავათენე მთელი ღამე და მთელი ის დღე ძალიან ცუდად ვიყავი.

ცოლის სიტყვებმა ჰამო ძალიან ააფორიაქა, მაგრამ, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, სოფის გაუღიმა, თავზე მიეფერა და უთხრა:

– ნუ გეშინია, სულელო, ყველაფერი კარგად იქნება. ადრე ასეთი მშიშარა არ იყავი და ახლა რა დაგემართა?

სოფი ჩაეხუტა ქმარს და ასლუკუნებულმა მიუგო:

– რა ვიცი, საყვარელო, რა დამემართა, ძალიან მეშინია, რომ ჩემი წინათგრძნობა ცუდად არ ამიხდეს. მით უმეტეს, რომ მას არასოდეს უღალატია ჩემთვის. თანაც, პეტიკოს უამრავი მტერი ჰყავდა და, ვინ იცის, ვინ რა აუტეხა!

– ნუ აზვიადებ, სოფი. მტრები ორივეს ერთნაირად ბლომად გვყავს და მისთვის რომ რამე აეტეხათ, არც მე დამინდობდნენ. მაინც, იმედი ვიქონიოთ, რომ პეტიკო სულ მალე გამოჩნდება, – თქვა ჰამომ და სოფის მოეფერა, რომელმაც სლუკუნით თქვა:

– პეტიკო, პეტიკო, ძამიკო, სად ხარ, პეტიკო... მალე ბიჭი შეგეძინება და სად დაიკარგე...

ჰამო ძლივს იკავებდა თავს, რომ ცოლის წინაშე არ გაშიფრულიყო. მან სიგარეტი ამოაცურა და პირში ჩაიდო, მაგრამ უცებ მისმა მობილურმა დარეკა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3