შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1991 წლის 13 მაისს, დილის 6-ის ნახევრიდან დღის 2 საათამდე. ის ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებას ეუფლება. გთხოვთ, მითხრათ, რომელი ქვეყნებია მისთვის მეტად სასურველი და წარმატების მომტანი?
პასუხი: მისთვის უცხოეთი კოსმიური მისია არ არის, თუმცა იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ზოგადად, უცხოეთი დიდი წარმატების მომტანი არ არის, თუმცა არც ცუდია. ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, პერუ, ავსტრია, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი მხარე, თურქმენეთი, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ბოლივია, რუსეთის ციმბირის მხარე, ინდოეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, სირია, გერმანიიდან საქსონიის მხარე, ყირგიზეთი, ალბანეთი, მაკედონია. ეს ქვეყნები წამოწიოს წინა პლანზე.
კითხვა: დავიბადე 1960 წლის 4 თებერვალს, საღამოს 5-6 საათზე. მაინტერესებს, რომელ სფეროშია ჩემი მოღვაწეობა სასურველი და სად მექნება მეტი წარმატების შანსი. ასევე, რომელი ქვა არის ჩემთვის წარმატების მომტანი და ჯანმრთელობისთვის კარგი?
პასუხი: ქვებიდან კარგია თქვენთვის: ფირუზი, სერდოლიკი, სარდონიქსი, მწვანე ან ყვითელი ფერის იასპი, საფირონი, ავქამარინი, ცირკონი და ძოწი. თქვენი გამარჯვების შანსი დაკავშირებულია უცხოეთთან. ამიტომ იქ გამგზავრება გარკვეული დროით თქვენთვის აუცილებელია. ეს მეტ წარმატებებს მოგიტანთ ცხოვრებაში. პროფესიებიდან კარგია და წარმატებების მომტანი: პოლიტიკის სფერო, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების ან საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მედიცინის ფართო სპექტრი, ტრავმატოლოგიის გამოკლებით; ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, ტექნიკა-მექანიკა, კავშირგაბმულობა; თუ ბარიერებსა და წინააღმდეგობებს გადალახავთ, ასევე წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა. უცხოეთიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი მხარე, თურქეთი და ბელორუსია.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 1 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი ქვის ტარებაა წარმატებების მომტანი ჩემთვის და რომელი ქვეყანაა მეტად მისაღები?
პასუხი: ქვებიდან კარგია აქატი, მალაქიტი, ლაზურიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ოქროსფერი ტოპაზი. თქვენს კოსმიურ მისიას კი წარმოადგენს ის, რომ მეტად იყოთ მშვიდობის მტრედი, სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სიმშვიდე და ჰარმონია და არა აგრესია, დეპრესია. იყავით მეტად ფრთხილი, შეძელით შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, სამართლიანობას. ასევე, იყავით მეტად დიპლომატიური ურთიერთობებში. ეს თქვენი კოსმიური მისიაა. რაც შეეხება უცხოეთს, ეს თქვენი კოსმიური მისია ან დიდი წარმატების შანსი არ არის. თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: იტალიის სამხრეთი ნაწილი, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ეთიოპია, გვატემალა, ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია. თუ წინაღობებს გადალახავთ, წარმატებები გელით ავსტრიაშიც.