ერთხელ‚ მყვინთავი წყალქვეშა ბუნებით ტკბებოდა ათი მეტრის სიღრმეზე და დაინახა‚ კაცი სკაფანდრის გარეშე ცურავს. მყვინთავი ხუთი მეტრით დაბლა დაეშვა‚ ხედავს‚ ის კაცი ისევ მის გვერდითაა. კიდევ დაეშვა დაბლა ათი მეტრით. უსკაფანდრო კაცი თითქოს კვალში მიჰყვება. გაოც
***
მთვრალი კაცი ჭის გარშემო დადის.
– ერთი ხუთი წუთიც და, თუ ეს ღობე არ დამთავრდა‚ ზედ გადავახტები.
***
ელისო მეხუთედ გათხოვდა. მისი მეუღლეები იყვნენ: ადვოკატი‚ ბიზნესმენი‚ ექიმი‚ ფეხბურთელი. ამჯერად მუშას გაჰყვა.
– იცი‚ რა კმაყოფილი ვარ? – გაუზიარა თავისი შთაბეჭდილება მეგობარს‚ – აი‚ ნაღდი მამაკაცი! ამის შემდეგ ცოლად მხოლოდ მუშას გავყვები ხოლმე.
***
ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას:
– რაფერ იცი‚ ბიჭიკია‚ ღალატობდა ევა ადამს?
– არა მგონია.
– ღალატობდა‚ ბიჭიკია‚ ღალატობდა. დღეს ბავშვმაც კი იცის‚ რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა.
***
მამაკაცმა თავისი ყველა ნაკლი რომ გააცნობიეროს... ცოლი უნდა შეირთოს.
***
ბიჭი შინ დაბრუნდა. დედა შემოსვლისთანავე ეკითხება:
– დღეს ვის გაუმართე მუშტი-კრივი?
– კოკას.
– კოკას? რას ერჩოდი იმ მშვენიერ ბიჭს‚ ანგელოზს რომ ჰგავს?
– ახლა უკვე აღარ ჰგავს.
***
ქალები ერთმანეთს ემშვიდობებიან.
– აკოცე დეიდას‚ – მიმართა დედამ პატარას.
– არ მინდა. გუშინ მამამ რომ აკოცა‚ მაგან სახეში გაარტყა.