კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანიაში, მომაკვდავ ავადმყოფებს აპარატიდან თავიანთი სურვილით მოხსნიან


გერმანიის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, იმ აპარატების გამორთვა, რომლებიც სიცოცხლეს უნარჩუნებენ მომაკვდავ ავადმყოფებს, მათი პირადი თანხმობის შემთხვევაში, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

კერძოდ, კარლსრუეს ფედერალურმა სასამართლომ გაამართლა ადვოკატი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა ქალს, გამოერთო სისტემა, რომელიც სიცოცხლეს უნარჩუნებდა მის მომაკვდავ დედას.

უფრო ადრე ავადმყოფი იმის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ ხელოვნური გზით.

ფედერალურ სასამართლოს ადვოკატმა მას შემდეგ მიმართა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 9 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

მოხუცებული გერმანელი ქალბატონი კომაში 2002 წელს ჩავარდა და გონზე უკვე 5 წელია, არ მოსულა. მისმა ქალიშვილმა გამორთო სამედიცინო სისტემა, რომელიც ავადმყოფს კვებავდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოხუცებულთა სახლის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა პაციენტის უკანასკნელი სურვილის აღსრულებაზე, რომელიც მან ინსულტამდე გამოთქვა სიტყვიერად.

საავადმყოფოს ექიმებმა, მისი შვილების სურვილის წინააღმდეგ ავადმყოფს ხელახლა ჩაურთეს სისტემა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ავადმყოფს საბოლოოდ უღალატა გულმა და გაირდაიცვალა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნათელი მოჰფინა საქმეს, რომელიც მომაკვდავ პაციენტებს ეხება, თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ ეხება აქტიურ ევთანაზიას, ესე იგი, პაციენტის პირდაპირ მოკვლას მისი თხოვნით – ასეთი ქმედებები გერმანიაში კვლავ კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5 წლამდე.

ლეგალიზებულია მხოლოდ გამორთვა იმ აპარატებისა, რომლებიც ხელოვნურად უხანგრძლივებენ სიცოცხლეს მომაკვდავ ავადმყოფებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ამის სურვილი პირადად გამოთქვეს.


скачать dle 11.3