კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინდონეზიაში პაპუასების უცნობი ტომი აღმოაჩინეს


ინდონეზიის სტატისტიკურმა სამმართველომ ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ პროვინცია პაპუაში დაარეგისტრირა პაპუასების ახალი ტომი და კუნძულ სუმატრა კატემის მცხოვრები ქალი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 145 წელი შეუსრულდა.

ინდონეზიაში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს. ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა პროვინცია პაპუას სტატისტიკური სამმართველოს მონაცემები, რომელმაც, გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა, განაცხადა, რომ ტომში 200-ზე მეტი 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულია.

ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს 700 ათასი თანამშრომელი შეუდგა მუშაობას მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვის დასადგენად.

„მისიონერებისგან მიღებული ინფორმაციის შემოწმებისას ჩვენ აღმოვაჩინეთ დღემდე უცნობი ტომის 2 868 წევრი“, – განაცხადა პაპუას სტატისტიკური სამმართველოს უფროსმა სუნტანომ, – მონადირეთა ეს ტომი მთებში, ხეებზე ცხოვრობს, იკვებება ფოთლებით და გარეული ცხოველების ხორცით. აქაურები ინდონეზიურად არ ლაპარაკობენ.

პაპუასების დიდი ნაწილი დღემდე ქვის ხანაში იმყოფება. ტომებს შორის ხშირია შეიარაღებული კონფლიქტები, რომლებშიც ზოგჯერ მშვილდ-ისრებითა და შუბებით შეიარაღებული ასობით და ათასობით მებრძოლი მონაწილეობს. მათი უხუცესები ყოველნაირ კანონს უგულებელყოფენ ტრადიციული, ტომობრივი კანონების გარდა.

აღწერამ პაპუაზე სხვა სიურპრიზებიც გამოავლინა – უკვე ამ მომენტისთვის პროვინციის მხოლოდ ოთხ რაიონში დაარეგისტრირეს 22 ადამიანი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი ასაკი 124-დან 130-მდე წელს აღწევს.


скачать dle 11.3