ანეგდოტები
***
რესტორანში მეუღლის 60 წლის იუბილეზე ქმარი სადღეგრძელოს ამბობს:
– ძვირფასო‚ როდესაც შენ 20 წლის იყავი‚ მშვენიერ ყვავილს ჰგავდი‚ 30 წლისა – შამპანურს‚ 40 წლისა – ძვირფას კონიაკს. შენ ახლა 60 წლის ხარ და, მიუხედავად იმისა‚ რომ ძველ‚ გატეხილ როიალს მაგონებ‚ მე მაინც გაფასებ‚ მიყვარხარ და, რაც არ უნდა მოხდეს‚ სიკვდილამდე შენთან ვარ!
იუბილარი ფეხზე წამოდგა‚ მადლობა გადაუხადა ყველას და ახლა თავად წარმოთქვა ქმრის სადღეგრძელო:
– საყვარელო‚ დიახ‚ როცა მე 20 წლის ვიყავი, მშვენიერ ყვავილს ვგავდი‚ მაგრამ, შენთვის არ იყო ჩემი სურნელი; 30 წლისა შამპანური ვიყავი‚ მაგრამ შენამდე მხოლოდ შხეფები აღწევდა; 40 წლისა ძვირფას კონიაკს შემადარე‚ მაგრამ ამ კონიაკის მხოლოდ მესამედი გხვდებოდა; ახლა მე 60 წლის ვარ და ძველ‚ გატეხილ როიალს ვგავარ‚ შენ კი აქამდე მაინც ვერ შეძელი მასზე დაკვრა.
***
განცხადება:
„დაგეხმარებით გახდომაში – საკუთარ თავზე ვიღებ თქვენს სადილსა და ვახშამს“.
დათო.
***
სერჟანტი ახალწვეულებს მიმართავს კითხვით:
– რა ფერისაა რუსეთის დროშა?
პასუხობს ერთი:
– ისეთი ფერები აქვს‚ როგორიც ვანიას: თეთრი თმა‚ თვალებქვეშ ჩალურჯებული და წითელი ცხვირი.