ანეგდოტები
***
არაფერია იმაზე გადამდები‚ როგორც უფროსის სიცილი.
***
ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარი საშინაო გარჩევები:
ბრაზილია: „ჩვენ იმდენ გოლს გაგვიტანენ‚ რამდენსაც შეძლებენ‚ ჩვენ კი – რამდენსაც მოვინდომებთ“.
იაპონია: „თუ ვერ გავიტანთ‚ ხარაკირის გავიკეთებთ“.
საფრანგეთი: „ვერ გავიტანთ და... ჩვენ ხომ პარიზში ვბრუნდებით და არა სადმე სხვაგან“.
კორეა: „ჩვენ იმდენ გოლს გავიტანთ‚ რამდენსაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ“.
გერმანია: „რამდენიც არ უნდა გაგვიტანონ‚ ჩვენი მეკარე მაინც ყველაზე მაგარია მსოფლიოში“.
***
ორი ბიზნესმენი ბარში ზის და სვამს‚ ლაპარაკი თანაშემწე მდივან ქალებზე ჩამოვარდა:
– გავიგე‚ ახალი მდივანი გყოლია.
– დიახ‚ ცოლმა შემირჩია ასეთი‚ როგორ ვთქვა‚ ნატურალური ძველბერძნული ქალღმერთი...
– ვა‚ რა მაგარია! ისეთივე ჭკვიანია‚ როგორიც გარეგნობა აქვს?
– არა‚ ისეთივე ძველი...
***
ადრე მასწავლებელი დაგავალებდა ჰერბარიუმის გაკეთებას. შენც, შეაგროვებდი ბალახს‚ გაახმობდი‚ მიიტანდი სკოლაში‚ მასწავლებელი „ხუთიანს“ დაგიწერდა და იყო მხიარულება.
ახლა, შეაგროვებ ბალახს‚ გაახმობ – მხიარულებაა‚ არც სკოლა გინდა‚ არც მასწავლებელი.