კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ბანკის ვალი მქონდა. სასამართლო აღმასრულებლებმა დააყადაღეს მამაჩემის მანქანა, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. რამდენ ხანში ხდება ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა?

პასუხი: მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა მოხდება ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში.

კითხვა: ფორმალური საქმის წარმოების დროს, ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით, სხდომა საჯაროდ მიმდინარეობდა. მოსამართლემ სხდომა დახურულად გამოაცხადა, დაინტერესებული მხარის პირადი საიდუმლოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. კანონიერია თუ არა ამ საფუძვლით საჯარო სხდომის დახურულად გამოცხადება?

პასუხი: კანონიერია, რადგან, კანონმდებლობის მიხედვით, სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სხდომა დახურულად გამოაცხადოს, თუ ისმინება რომელიმე მხარის პირადი საიდუმლო.

კითხვა: რა ნივთებს არ ეხება ყადაღა?

პასუხი: ყადაღას არ ექვემდებარება პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის. მოვალის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან მცხოვრები პირების საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები. წვრილფეხა საქონლის გარკვეული რაოდენობა, ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევით – ორი ღორი, ცხვარი, თხა, თუ ეს აუცილებელია მოვალის ოჯახის გამოსაკვებად.

კითხვა: სასამართლო განიხილავს მეზობლის სარჩელს ჩემ მიმართ, საცხოვრებელი წილობრივი სახლის გაყოფის შესახებ. სასამართლოს განცხადებით მიმართა დედაჩემმა და საცხოვრებელი სახლიდან თავისი წილი მოითხოვა. აქვს თუ არა მას უფლება, ჩაებას დავაში და სარჩელი აღძრას რომელიმე მხარის მიმართ?

პასუხი: აქვს, რადგან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ.

კითხვა: რა განსხვავებაა ამნისტიასა და შეწყალებას შორის?

პასუხი: ამნისტია არის დანაშაულის ჩამდენი პირების სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება სასჯელისგან, ან სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ამნისტიას აცხადებს პარლამენტი განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ამნისტიის აქტით, დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო მსჯავრდადებული – სასჯელისგან. გარდა ამისა, ამნისტიით შეიძლება მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდეს ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალოს. რაც შეეხება შეწყალებას, მას ახორციელებს პრეზიდენტი კონკრეტული პირის მიმართ. შეწყალების აქტითაც შეიძლება მსჯავრდებული გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან ან, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ან შეეცვალოს ის უფრო მსუბუქი სასჯელით.

კითხვა: მაინტერესებს, დღევანდელი კანონით, რამდენი საათი უნდა იმუშაოს ადამიანმა კვირაში?

პასუხი: თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 42 საათს კვირაში. სამუშაო დროში არ შედის შესვენებისა და დასვენების დრო.

კითხვა: საელჩოში წარსადგენად მჭირდება ცნობა სამსახურიდან, თუმცა, ჩემი უფროსი, რომელთანაც პირადი უთანხმოება მაქვს, საბუთს არ მაძლევს – იმიზეზებს, რომ აქვს შენიშვნები ჩემ მიმართ და, სანამ არ გამოვასწორებ, ცნობას არ მომცემს. გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა მას ამის უფლება?

პასუხი: თქვენს უფროსს არანაირი უფლება არ აქვს, არ მოგცეთ ცნობა. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ. ცნობაში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები: თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო, ანაზღაურება და რამდენი ხანია, მუშაობთ ამ სამსახურში.

კითხვა: მოქალაქემ იჯარით აიღო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, გაშენებული ხილის ბაღით. სამი წლის შემდეგ, მოუსავლიანობის გამო, მოიჯარემ გაჩეხა ხეები და მიწის ნაკვეთზე ააშენა წვენების საწარმო. კანონიერია თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწის მოიჯარის მოქმედება?

პასუხი: უკანონოა, რადგან მოიჯარე ვალდებულია, იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

კითხვა: მყავს ოთხი ქალიშვილი. არ მყავს გვარის გამგრძელებელი. ჩემმა 17 წლის შვილიშვილმა ვაჟმა გამოთქვა სურვილი, მიიღოს ჩემი გვარი. გთხოვთ, გამარკვიოთ, აქვს თუ არა მას ამის უფლება, რომელ ინსტანციას უნდა მივმართო და რა არის საჭირო?

პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს ტერიტორიული ქვემდებარობის მიხედვით. თქვენს შვილიშვილს აქვს უფლება, მიიღოს თქვენი გვარი. ამისთვის აუცილებელია, მშობლების წერილობითი თანხმობა, გაფორმებული სანოტარო წესით.

კითხვა: იარაღის გაფორმების დროს ვინ არის პირველი რიგის მემკვიდრე – გარდაცვლილის მეუღლე, პირველი შვილი ქორწინებიდან თუ ძმა? აქვთ თუ არა უფლება შვილსა და ძმას, მეუღლის დაუკითხავად გადაიფორმონ მამის ან ძმის კუთვნილი იარაღი?

პასუხი: ნებისმიერი ქონების მემკვიდრეობის დროს, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი ქონება, მოქმედებს ერთი და იგივე წესი. ცხადია, ამ შემთხვევაში, პირველი რიგის მემკვიდრე არის მეუღლე და მისი თანხმობის გარეშე აღნიშნული ნივთის გადაფორმების უფლება არავის აქვს.


скачать dle 11.3