კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ბეკარიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბეკურა.

1860 წელს, ბეკურიშვილები ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლადან გადმოსულან. მარაბდის ბატონს ყორღანოვს, იგივე ყორღანაშვილს, ყმები უყიდია ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლში და მის მეზობელ სოფლებში. ესენი იყვნენ ბეყორაშვილები, ანუ ყორას შთამომავლები, ბეკარაშვილები, მახარაშვილები, ხრიკულები, ტიკურიშვილები და წითლაურები. ისინი ბატონს გოლთეთას მიწაზე დაუსახლებია, თვითონ კი თბილისში დასახლებულა. სოფლის გამგებელი მოურავი ყოფილა, რომელიც ბატონის დავალებებს ასრულებდა.

საქართველოში 43 ბეკარიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 16, თბილისში – 14, ახმეტაში – 13.

სალიქვაძე – სალუქვაძე – თაყაიშვილი

თავდაპირველად, გვხვდება გვარი სალიქვა, ხოლო შემდეგ ამ გვარის წარმომადგენლები ჩაეწერნენ სალუქვაძეებად.

გვარი სალუქვაძე წარმომდგარია ორმაგი სიტყვისგან შედგენილი სახელებიდან – სალი+ქვა, ხელობა-საქმიანობა. ამ გვარის წევრებისთვის ჯერ მეტსახელი სალიქვა (სალიქვაძე), ხოლო მოგვიანებით ასო „ი“ „უ-ს“ შეუცვლია და სალუქვაძეები გამხდარან.

ზოგიერთმა ავტორმა გვარი ბოლქვაძეს შეადარა, რაც არ არის მართებული. ამ უკანასკნელ გვარში საქმე გვაქვს ბოლქვთან.

ალექსანდრე ღლონტი წერს: „სალიქვა, მეტსახელია გვარში სალიქვაძე-სალუქვაძე”.

მეათე საუკუნის მეორე ნახევარში მოხსენიებულია თაყა სალაქიძე, აჭის მღველი კი სალუქაძედ იწერებოდა. როგორც ჩანს, ასო „ვ“ შემდგომ ჩაემატა.

სალუქვაძეები არიან როგორც გურულები ისე აჭარლებიც. აჭარლები ცხოვრობენ ქობულეთის რაიონის ალამბარში, მუხაესტატესა და თვით ქალაქში.

სალუქვაძეთა გვარიდან, კერძოდ, თაყა სალუქვაძედან მომდინარეობს გვარი თაყაიშვილი.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, სალუქვაძეებს 332-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 2 408 სალუქვაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 1 038, თბილისში – 464, ბათუმში – 181. არიან სხვაგანაც.

კიკნაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი კიკნა, რაც მცირეს, პატარას ნიშნავდა.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის, კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.

იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებათა აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” წერს: „აზნაური კიკნაძე” – ეს გვარი ჩანდა წელსა 1537, დაეშენენ იმერეთს და მის გამო დაშთნენ იმერეთს, გამრავლდა გვარი და იწოდებიან კიკნაძეებად”.

კიკნაძე ზოგჯერ გვხვდება კიკნაშვილად.

„კიკნაშვილი მძოვრეთს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ოთხ კაცს ევალებოდა, თოფით ლაშქრობა” (მეჩვიდმეტე საუკუნის მე-2 ნახევარი).

„დოროთეოს კათოლიკოსმა სოფელი ნიტრა და იქ მცხოვრები აზნაური, ერთი კომლი კიკნაძე, შესწირა ნიტრიის ეკლესიას (1589-1600 წლები).

1840-იან წლებში კიკნაძეები იმერეთში ცხოვრობდნენ სოფლებში: ობჩა, ირტავაზა, საბე, სარგვეთი, საქარა, სვირი, ფარცხანალი, ლარიხევი, ღორეშა, ჩხერი.

1995 წელს ვაუჩერი აუღია 5 245 კიკნაძეს. თბილისში ცხოვრობს 1962: ხაშურში – 684, ხარაგაულში – 603.

ელისაბედაშვილი

გვარის ფუძეა ქალის სახელი ელისაბედ. ეს სახელი ძველებრაულად „ღვთის მოფიცარს” ნიშნავს. ელისაბედაშვილი ქართული გვარია.

„ელისაბედაშვილი ელისე, მოწმე ამილბარ ამილბარაშვილის მიერ ესტატე ხახანაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა” (1613 წელი).

„ელისაბედაშვილ მამიას ჰყავს ძმები: ბაატაი, ნადირა; მარეხმა ის შესწირა ურბნისის წმიდა ევსტათის სახელობის ეკლესიას” (1624 წელი).

„ელისაბედაშვილმა მახარემ – მღვდელმა, მიჰყიდა შამირანა ყანდურალაშვილს სოკოსხევს მამული ხიციანთ გზამდე და ფელიკაშვილის მიწამდე”. (1689 წელი).

საქართველოში 303 ელისაბედაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 195, კასპში – 90, გორში – 18.

გულვერდაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულვერდა. ის სპარსულ-თურქული სახელია და „ვარდის მბოძებელს” ნიშნავს. ეს მეტსახელი გვხვდება გვარებში: გულვერდაძე, გულვერდაშვილი. ასევე, გვხვდება სახელები: გულაბერ, გულადა, გულგულა, გულბადი, გულმაგარა, გულთა, გულაშარ, გულისაბედა, გულისა, გულმახარა, გულინდუხტ, გულქან.

მარაბდაში 1818 წელს გულვერდაშვილის ქალიშვილი ბარბარე მოუნათლავს სოსია ბერიაშვილს. ტბისში 1873 წელს მოიხსენიება თამაზა გულვერდაშვილი. 1881 წელს ტბისში მცხოვრები სახელმწიფო ყმა ზურაბ გულვერდაშვილი და მისი მეუღლე სალომე ნათლავენ შვილს თევდორეს. მიმრქმელი იყო თავადი შერმაზან დარია.

საქართველოში 190 გულვერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, თეთრი წყაროში – 31, გარდაბანში – 22. არიან სხვაგანაც.

ჭილიკაშვილი – ჭილიკაძე

ჭილიკაშვილი – ჭილიკაძე ერთი და იგივე გვარია. 1700 წელს, ერთსა და იმავე საბუთში ერთი და იგივე პიროვნება ხან ჭილიკაშვილად და ხან ჭილიკაძედ მოიხსენიება.

გვარის ფუძე მამაკაცის საკუთარი სახელიდან ჭილა არის ნაწარმოები, მოფერებით. კნინობითი სახელია ჭილაკა.

„დიასამიძე იოსემ მიჰყიდა ნაფუძარი და ბაღი საბოსტნითა და კალო-საბძლით ჭილიკაშვილის ნაფუძვრამდე და ქვემო ნიქოზის ბოლოს მდებარე მიწა ჭილიკაძის საზღვრამდე”.

საქართველოში 22 ჭილიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, დედოფლისწყაროში – 1, ოზურგეთში – 1. არიან სხვაგანაც.

რურუა

გვარის ფუძე რური იგივეა, რაც ხარო. სულხან-საბა წერს: „რური ხაროსთან ნახეო. ხარო – ქვიტკირის ორმო“.

გვარში ცალკე აღებული ნაწილი რუ არ მონაწილეობს, რამეთუ რუ „ეს არის: წყალი სარწყავად გაღებული“.

რურუა ხელობა-საქმიანობასთან დაკავშირებული გვარია. „ხარო – ქვიტკირის ორმო (ქვის ორმო), რური მიწაში ნაშენები (ქვიტკირით) „ხარო“ უფრო ქვემოთ, უფრო ღრმად, რაც საუკუნო დასამწყვდევს, ანუ ჯოჯოხეთს ნიშნავს.

ევროპის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის დასავლეთ და საფრანგეთის აღმოსავლეთ მხარეს სწორედ რური ანუ „რურის აუზი“ ჰქვია, სადაც, როგორც ვიცით, ქვანახშირის უმდიდრესი საბადოებია და დღესაც წარმოებს იქიდან ქვანახშირის ამოღება. ქვანახშირის მოპოვებისთვის საჭიროა საბადოს გამოთხრა, ცარიელი ადგილის ქვიტკირით ამოშენება.

შესაძლოა, გასაკვირი იყოს, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ადგილს (და არა მარტო მას) ქართული სახელწოდება ამშვენებს, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობენ გერმანელები, რომლებსაც შუა საუკუნეებში „კლდეკარები“ (ანუ ხეთიბერები) ერქვათ, ისე, როგორც ქართველებს ფრანგების მაგიერ ერქვათ „გალიელები“, ანუ იგივე იბერიელები. ამიტომ, ეს სახელწოდება შემორჩათ მათ, ისე, როგორც მის სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს „ლომბარდია“, ანუ ბარდის, შამბის (შამბნარის) ლომი, ხოლო ევროპის მთავარ მდინარეს ჰქვია „დუნაი“. ის სათავეს იღებს რურის აუზის მწვერვალებიდან, ქართულად კი იგივეა, რაც „დუნე არისო“, ანუ წყნარი, შედარებით უხიფათო მდინარეო, მსგავსად იმისა, როგორსაც იტყვიან ჩვენს მდინარე მტკვარზე – მტკნარი – წყნარი, რომელიც დიდ ზიანს არ აყენებს მის გარშემო მცხოვრებლებს. ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მახასიათებელსაც: „რურის აუზის“ მსგავსი ქვანახშირის საბადოები საქართველოშიცაა (ტყიბულში, ტყვარჩელში) და, თუნდაც მარტო ის რად ღირს, ახლახან რომ აღმოაჩინეს ოქროს საბადო სამხრეთ კავკასიაში – ჯავახეთში, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე აწარმოებდნენ ოქროს ამოღებას (მიღებას) მიწაში აგებულ რურში.

მეცნიერებს ვთავაზობთ ვარაუდს და მიგვაჩნია, რომ რურუათა წინაპრები კოლხეთში იყვნენ საბადოთა ხელოსნები (სპეციალისტები) – ქვანახშირის, ოქროსა და მიწისქვეშ მყოფი საბადოებისა და შესაძლოა, განაგებდნენ ხელობა-საქმიანობას, წინაპრებისგან გადაცემულ ცოდნას. რურუების მრავალრიცხოვანი და ძირძველი სამკვიდრო არის ვედიდკარი.

საქართველოში 1 362 რურუა ცხოვრობს: თბილისში – 358, მარტვილში – 345, აბაშაში – 251. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3