კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: მსურს, შვილს ვაჩუქო ჩემი კუთვნილი ბინა. საჭიროა თუ არა საგადასახადო ორგანოდან ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება ან მისი არარსებობა?

პასუხი: მშობლის მიერ უძრავი ნივთის შვილისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ მოითხოვება ცნობა საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან მისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან შვილი განეკუთვნება პირველი რიგის მემკვიდრეს და საგადასახადო კოდექსით გათავისუფლებულია ცნობის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

კითხვა: მოქმედებს თუ არა უცხო ქვეყნის მართვის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ უნდა აიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ მართვის მოწმობა საქართველოში?

პასუხი: 1. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში;

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ეროვნული ნიმუშით შესაცვლელად სააგენტოში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი;

გ) ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი (სურათიანი და ვიზიანი გვერდებით);

დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი;

ე) მძღოლის საგამოცდო ბარათი ან მძღოლის მოწმობის დასტური;

ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

კითხვა: რა წესით საჩივრდება ნოტარიუსის საქმიანობა?

პასუხი: პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხო სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია, სანოტარო მოქმედება ან უარის თქმის დადგენილება გაასაჩივროს სასამართლოში, სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით.

კითხვა: ისჯება თუ არა ქვეითად მოსიარულე და ველოსიპედით მოსიარულე ადმინისტრაციული სასჯელით და თუ ისჯება, რა სახის სასჯელებია?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე:

1. ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

კითხვა: უნდა დაისაჯოს თუ არა სამორინეს ხელმძღვანელი, როდესაც მასში თავისუფლად შედიან და თამაშობენ 21 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირები?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, „21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით“.

კითხვა: ვარ ლტოლვილი ახალგორიდან. ამჟამად ვცხოვრობ წეროვნის ლტოლვილთა დასახლებაში. 2009 წლის ივლისამდე ვმუშაობდი ახალგორის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში აღმზრდელად. ივლისის დასაწყისში რაღაც გაუგებრობის გამო სამსახურში ვერ გამოვცხადდი დროულად, რის გამოც დირექტორმა გამათავისუფლა სამსახურიდან. ხომ არ არსებობს რაიმე დადგენილება ან მითითება, რომელიც კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე ლტოლვილის გათავისუფლებას, თუ შრომის განაწესის საფუძვლიანი დარღვევა არ არსებობს მოტყუებით?

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შრომითი ურთიერთობები არ არის სპეციალური ხელშეკრულებით დარეგულირებული და თქვენს პირად საქმეში არ არის სხვა სახის დარღვევები, უნდა მოითხოვოთ ბრძანების გაუქმება.

კითხვა: ვარ ლტოლვილი. როგორც ლტოლვილს, გადმომეცა ბინა ლტოლვილთა საცხოვრებელში. დედის ავადმყოფობის გამო იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სახლი რამდენიმე დღით და მომევლო დედისთვის. ამ პერიოდში ჩემს ბინაში შეიჭრა უცხო პირი, რომელიც ვერ გამოვასახლე (ის არ არის ლტოლვილი) და რომელმაც მოტყუებით დაიკანონა ჩემი ბინა. როგორ მოვიქცე და ვის მივმართო?

ჰასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვოთ უფლების დამდგენი ყველა დოკუმენტი. შემდგომში აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გაასაჩივროთ კანონმდებლობის დადგენილი წესით.

კითხვა: ქმართან არ ვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში თუ ბინა არის ჩემი ქმრის და ვცხოვრობთ ორნი, მისი სიკვდილის შემთხვევაში დამრჩება თუ არა მისი ბინა? ან, პირიქით, მეც მაქვს ჩემი ერთოთახიანი და მე რომ დამემართოს რამე, ჩემს ქმარს რჩება ჩემი ბინა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრედ ითვლება მეუღლე, ხოლო მეუღლე არის პირი, რომელიც იმყოფება კანონიერ ქორწინებაში. მოცემულ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ კანონერ ქორწინებაში, ვერც ერთი მეუღლე ვერ მიიღებს მეორე მეუღლის მემკვიდრეობას.

კითხვა: ჩემმა მეუღლემ 1970 წელს გაყიდა ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ერთი ოთახი. ეზოში არის საპირფარეშო, სათავსო – მეორე სართულზე მინდა საპირფარეშოს გაკეთება, მაგრამ ქვედა მეზობელი არ მაძლევს უფლებას. სამართლიანია თუ არა მისი საქციელი? გთხოვთ, განმიმარტოთ.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ თქვენს კუთვნილ კერძო საკუთრებაში სველი წერტილების გაკეთება, უნდა აიღოთ შესაბამისი დასკვნები (რომ მათი განთავსება უსაფრთხოა შენობა ნაგებობისთვის) და შემდგომ განახორციელეთ სარემონტო სამუშაოები.

ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3