კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს სალონიკში მცხოვრები და თავის ძმას რუსეთში, ქალაქ უსურისკში და რამ დააშორა ერთმანეთს დედმამიშვილები


46 წლის მაია ირაკლის ასული სიგროშვილი ეძებს 61 წლის თეიმურაზ ირაკლის ძე სიგროშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას 61 წლის თეიმურაზ ირაკლის ძე სიგროშვილს (დაბადებული 1948 წლის 10 ივლისს). ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობდა ოცდაათი წლის განმავლობაში, ბოლო წერილი მისგან 2001 წელს მივიღეთ. პრიმორსკის მხარის ქალაქ უსურისკიდან. ამჟამად მე საბერძნეთში ქალაქ სალონიკში ვიმყოფები და დიდად მადლობელი და უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუკი დამეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად ძალზე შორს ვარ, თქვენი იმედი მაინც მაქვს.

– მაია, მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ დედ-მამიშვილებმა ერთმანეთი და როგორ მოხდა, რომ თქვენ საბერძნეთში ხართ, თქვენი ძმა კი – რუსეთში.

– ოჯახში სამი დედმამიშვილი ვიყავით – ორი და და ერთი ძმა. მე ჩემს და-ძმაში ყველაზე უმცროსი ვარ. თეიმურაზი ჩემზე 15 წლით დიდია. ამჟამად მე და ჩემი და საბერძნეთში ვართ ორივე. აქ ვმუშაობთ, თემურისგან წერილი ბოლოს 2001 წლის ზაფხულში მივიღეთ. წერილზე ეწერა: „მოკითხვამდე, მთავარი ფოსტა” („გლავ პოჩტა დო ვოსტრებოვანია”). ყველანი დავიბადეთ და გავიზარდეთ თელავის რაიონში, სოფელ ლაფანკურში. შემდეგ კი ძმა სამუდამოდ რუსეთში წავიდა. თუმცა, ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან ლაფანკურში, ყოველთვის ზამთრის პერიოდში.

– თქვენი მშობლები თუ ეძებენ შვილს ან როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით აღარ გიკავშირდებათ ძმა?

– ჩემს ძმას თავისი ოჯახი არ ჰქონია, ის უცოლშვილოა. რამდენადაც ვიცი, რუსეთში ის რუს ქალთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ სამწუხაროდ, არც იმ ქალის სახელი და გვარი ვიცი. ჩემი მშობლები ორივე დაიღუპნენ, დედა – 2, მამა კი 3 წლის წინ. დედამ სული ჩემს ხელში დალია და მისი ბოლო სურვილი და დარიგება ის იყო, ჩემი ძმა მომეძებნა და არ დამვიწყებოდა. თემურზე ძალიან დარდობდა და, უნდოდა გაეგო, სად და როგორ იყო. ნამდვილად არ ვიცი, თუ რა მიზეზით ვერ, ან არ გვიკავშირდება, მაგრამ მე სულ ვცდილობ, ვიპოვო. საბერძნეთში არის „ჟდი მენია-ს” ფილიალი, მე რამდენჯერმე მივედი იქ, მაგრამ ყურადღებაც კი არავინ მომაქცია. მესმის, რომ მათ უამრავი ისტორია შესდით და საძებნი ადამიანიც ბევრი ჰყავთ და შეიძლება ვცდები, მაგრამ თქვენ ხომ დამითმეთ დროც და გულისხმიერად მოეკიდეთ ჩემს ისტორიას.

– გამოდის, ძმას დამოუკიდებლადაც ეძებდით, მოგვიყევით, რა ხერხებით. სანამ უსურისკში გადავიდოდა საცხოვრებლად, თქვენი ძმა რუსეთში მთელი 30 წლის განმავლობაში ერთ ადგილზე ცხოვრობდა? შეიძლება თუ არა, რომ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასულიყო?

– არ მგონია, რომ თეიმურაზი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასულიყო. უბრალოდ, სანამ ის უსურისკში გადავიდა, დიდი ხანი არქტიკაში ცხოვრობდა. სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული ის, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ის ყოველთვის ზამთრის პერიოდს არჩევდა. აქ უკვე, აკლიმატიზაციას განიცდიდა, ვერ სუნთქავდა, რადგან ჩვენს კლიმატს გადაჩვეული იყო. ამიტომ, წელიწადის სხვა დროს ის საქართველოში ვერ ჩამოდიოდა.

– რით იყო დაკავებული თქვენი ძმა რუსეთში, რაიმე ბიზნესი ჰქონდა? კონკრეტულად სად მუშაობდა თუ იცით?

– რამდენადაც ვიცით, სახინკლე ჰქონდა გახსნილი, ამ საქმეში მას წილში ვიღაც სომეხი კაციც ედგა. სამწუხაროდ, არც მისი კოორდინატები და ვინაობა ვიცით. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი როდესმე დაგვჭირდებოდა, ან ძმასთან კონტაქტი დამეკარგებოდა.

– მაია, თუკი, ღმერთმა ქნას და თქვენს ძმას ვიპოვით, სად და როგორ აპირებთ მასთან შეხვედრას?

– ვაიმე, (ტირის) ნეტავ ეს მოხდეს და როგორმე აუცილებლად მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას. ვფიქრობ, მასაც ძალიან გაუხარდება. ასეა თუ ისე, უცხო ქვეყანაში რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც შენი სისხლი და ხორცი გენატრება და გადარდებს მისი ამბავი. მეც მომიწია უცხო ქვეყანაში ყოფნა. ცხოვრებამ დაგვაშორა ერთმანეთს და იქნებ, თქვენ შეძლოთ ჩვენი კვლავ დაკავშირება.


скачать dle 11.3