კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინგაპურში სამგემბანიანი, კოშკებიანი სასტუმრო ააშენეს


სინგაპურში ახალი ფეშენებელური სასტუმრო ააგეს, რომელსაც უკვე უწოდეს სამყაროს ახალი საოცრება. ნაგებობა სამი მაღალი კოშკისგან შედგება, რომელთა თავზეც სამგემბანიანი ხომალდია განთავსებული. სასტუმრო „მარინა ბაი სანდსის“ თითოეული კოშკი 55 სართულიანია, სახურავზე კი გრძელმა „გონდოლამ“ ჰპოვა ნავსაყუდელი. გემის ზემო გემბანზე, 200 მეტრის სიმაღლეზე, უზარმაზარი, 150-მეტრიანი ღია აუზია დასვენების ზონებითა და 10-მეტრიანი პალმებით. სამგემბანიანი ხომალდის ფართობი 12,4 ათასი კვადრატული მეტრია. გარდა აუზისა, მასში რესტორნები, ბარები და თანამედროვე ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმიც კი არის განლაგებული. აქვეა მსოფლიოში უძვირესი კაზინო, თავისი 500 სათამაშო მაგიდითა და 1 600 ავტომატით. ამ ხომალდზე მოხვედრა 100 დოლარი ღირს, წლიური აბონემენტი კი – 12 ათასი. სინგაპურში აშენებული ახალი ორიგინალური სასტუმრო მდიდარ და წარმატებულ უცხოელებზეა გათვლილი. მისი ერთი ნომრის ფასი, სულ მცირე, 380 დოლარია. ფეშენებელურ სასტუმროში ერთდროულად 3 900 ადამიანს შეუძლია ცხოვრება. მისი მომსახურე პერსონალი 10 ათასს მიაღწევს. სასტუმრო კომპლექსის აგება 8 მილიარდი დოლარი დაჯდა. როგორც მოელიან, ყოველდღიურად ახალი სასტუმროს ტერიტორიასა და მასში განლაგებულ სავაჭრო ცენტრს 150 ათასამდე ტურისტი და ცნობისმოყვარე ადამიანი ესტუმრება.


скачать dle 11.3