კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დავლიოთ სიცხეში ვახშამზე თეთრი ღვინო, როგორ მოვამზადოთ ამ სეზონის „შიკი“ კოქტეილი და რომელი კერძით უნდა გავუმასპინძლდეთ თამამ თინეიჯერებს ზაფხულში


როდესაც სიცხე აუტანელი ხდება, ადამიანი ცდილობს საკვების რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდოს და უფრო მეტად ცივი, გამაგრილებელი სასმელები მიიღოს. ზოგიც, საღამოს სიცხისგან გათანგული, აგრილებულს ცდილობს ჩაციებული ღვინით ჩაიკოკლოზინოს ყელი. ასეა თუ ისე, გემოვნებაზე არ დავობენ და ვისაც როგორ მოუნდება, ისე ცდილობს, საკუთარი ორგანიზმის გამოკვებასა თუ დარწყულებას. როგორც სომელიე თეიმურაზ ბენიძე ამბობს, ამ სეზონზე ვარდისფერი და თეთრი ღვინის დაგემოვნება ნამდვილად სასიკეთოდ წაგადგებათ, თუ რასაკვირველია, ზომას არ გადახვალთ. ეგზოტიკურ, ევროპულ-ამერიკულ კერძებს თუ მიირთმევთ, ამით საკუთარ გემოვნებას კიდევ ერთხელ გაუსვამთ ხაზს.


თეიმურაზ ბენიძე: გირჩევთ, ზაფხულის ცხელ პერიოდში, დღის განმავლობაში, მაგარი ალკოჰოლური სასმელები გამორიცხოთ, რა თქმა უნდა, თუ თავი გიყვართ და საკუთარ ჯანმრთელობასაც უფრთხილდებით. თუ დილას დაიწყებთ კონიაკით, არყით, ან მამაპაპური ჭაჭით თუ რომით, მთელი დღის განმავლობაში ეფექტი ექნება. დალევის მომენტში სიამოვნებას განიცდით, მაგრამ დღის განმავლობაში, პაპანაქება სიცხეში, მისი ზემოქმედებიდან გამოსვლა ძალიან რთული და უსიამოვნო პროცესია. ამიტომაც, გირჩევთ, ზაფხულში დღე დაიწყოთ გამაგრილებელი სასმელებით, მაგარი ალკოჰოლი კი მიირთვათ საღამოს და ისიც გაზავებული. ვახშამზე შეგიძლიათ თეთრი, ჩაცივებული ღვინო დააგემოვნოთ, ვახშმის შემდეგ კი ერთი ჭიქა მაგარი ალკოჰოლური სასმელი, თუ, რა თქმა უნდა, ის გიყვართ და გინდათ მისი დალევა.

– როგორი ფორმის ჭიქით უნდა მივირთვათ საზაფხულო სასმელები?

– ზაფხულში, როგორც ზემოთ გითხარით, კარგია თეთრი ან ვარდისფერი ღვინის დალევა და ის უნდა მიირთვათ ფეხიანი, მაღალი, თხელი ბოკალით, რომელსაც ავზის ფორმა აქვს. ასეთი ფორმის ჭიქით უფრო კარგად შეიგრძნობთ მის არომატს. რეცეპტორები, რომლებიც ენაზეა განლაგებული, კარგად აღიქვამს მის არომატს. თეთრი, ჩაცივებული ღვინისთვის კარგია, თუ გამოიყენებთ ფეხიან ბოკალს და გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო გაშლილია ჭიქის ფორმა, მით უფრო მალე თბება სითხე. შეკრულ ჭიქაში კი, სითხე შეკუმშულია და სიგრილეს უფრო დიდი ხნით ინარჩუნებს. შესაბამისად, დალევის დროს სიამოვნებასაც მეტად იღებთ, სრულ ჰარმონიასაც განიცდით და გემოვნების პიკსაც. ვარდისფერი ღვინო თითქმის თეთრის იდენტურია, უბრალოდ, ფერით განსხვავდება. ზაფხულში, თუ ალკოჰოლიანი სასმლის მიღება გადაწყვიტეთ, უმჯობესია, პატარა, კოლბისებური ჭიქით მიირთვათ ის. ქართული ჭაჭა, რომელიც, ჩემი აზრით, ზედმეტად არომატულია, უნდა ჩააცივოთ მინუს 5-6 გრადუსამდე, რომ ყინული კარგად აიკრას. ის ამ დროს ბლანტი ხდება. თბილ მდგომარეობაში კი არაყივითაა. ჩაცივებული და ყინულმოკიდებული ჭაჭა ერთბაშად უნდა გადაკრათ და არა ნელ-ნელა და ყლუპ-ყლუპად წრუპოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჭაჭაზე, როგორც ელიტურ სასმელზე, რომელიც თლილი ჭიქებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოს ადამიანმა დასათრობად. არაყს კი, ჭაჭისგან განსხვავებით, გაყინვა არ უნდა. ის პლუს 3-4 გრადუსამდე უნდა ჩააცივოთ.

– ახალგაზრდები, მაინც კოქტეილებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ, მამაპაპურ ალკოჰოლურ სასმელებს. ზაფხულის პერიოდში, წვეულებებზე რომელ სასმელს ურჩევთ მათ?

– მართალია, ახალგაზრდები დღეს კოქტეილებს ანიჭებენ მეტ უპირატესობას, ვიდრე არაყს, ღვინოსა და ჭაჭას. აუცილებლად, სხვადასხვა გამაგრილებელი კოქტეილებით უნდა გაუმასპინძლდეთ სტუმრებს. წვეულებებზე, მით უმეტეს ზაფხულში, სტუმრების, მეგობრების თუ ახლობლების არყით გამასპინძლებას არ გირჩევთ. საერთოდ, ამ სეზონზე შეგიძლია, გათამამდე ადამიანი და თუ ძალიან გიყვარს, საღამოს მიირთვა წითელი ღვინოც კი. თუ აზრს დამეკითხებიან ასეთი თამამი ადამიანები, მე მაინც ვურჩევ, ახალგაზრდა, წითელ მშრალ ან ნახევრად ტკბილ ღვინოს, რომელიც ჩაცივებული იქნება 11 გრადუსზე და, საერთოდ, თუ თამამი ადამიანი ხართ, ზაფხულის პერიოდში შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ყველანაირი შუშხუნა და ცქრიალა სასმელი. რაც შეეხება კოქტეილებს, შემიძლია, ახალგაზრდებს შევთავაზო, ერთი ძალიან თამამი და როგორც მე მას ვუწოდებ „გემ-პიკი“ კოქტეილის რეცეპტი. კერძოდ, ეს საზაფხულო, არომატული, ცოტა გრადუსიანი და საკმაოდ თამამი კოქტეილია და მას ჰქვია „ენჯელი“. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: დამტვრეული ყინული, ოცდაათი მილიგრამი „ბეილისი“, თხუთმეტი მილიგრამი მარწყვის ლიქიორი, ოცდაათი მილიგრამი ანანასის წვენი, ოცდაათი გრამი ვანილის ნაყინი და ოთხი ცალი ალუბალი ან მარწყვი. ის ასე მზადდება: ჩაასხით „ბეილისი“, მარწყვის ლიქიორი და ანანასის წვენი ბლენდერში, ჩაამატეთ დამტვრეული ყინული და მარწყვი ან ალუბალი და კარგად ათქვიფეთ. გამზადებული მასა ჩაასხით მაღალფეხიან, ავზის ფორმის, გამჭვირვალე, ლამაზ ბოკალში. აიღეთ ორი გრძელი ჩხირი, იმსიგრძე, რომ ბოკალზე ხიდივით გადოთ და გაჭედოთ, მასზე წამოაცვით მონაცვლეობით მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, ბალი და ხიდივით დაადეთ ბოკალს. ულამაზესი და უგემრიელესი ახალგაზრდული კოქტეილია „ენჯელი“ და მას ზაფხულში განსხვავებული ეფექტის მოხდენა შეუძლია თქვენზე. ამას კი, სანამ მას არ დააგემოვნებთ, ვერ მიხვდებით.

– ახლა ისეთი კერძის რეცეპტიც გვითხარით, რომელიც ახალგაზრდებს ძალიან მოეწონებათ და ცოტა თინეიჯერულიცაა...

– სწორედ ასეთი კერძის რეცეპტი მაქვს თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველებისთვის გამზადებული და ახლავე მოგახსენებთ. მოკლედ, ამერიკული სამზარეულოდან ჩემთვის ყველაზე მისაღები და იმავდროულად, გემრიელ-ახალგაზრდულ-თინეიჯერული კერძია ქათმის „ფრისკე“ სოკოთი. ადვილი მოსამზადებელიცაა და ყველაზე ჭირვეული და უჭმელი თინეიჯერიც კი მას ზაფხულის პაპანაქებაში დიდი სიამოვნებით შეექცევა. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ქათმის ხორცი ერთი კილოგრამი (რვა ნაჭრად დაჭრილი), მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი, კარაქი 125 გრამი (75 გრამი ქათმისთვის, ხოლო 50 გრამი სოკოსთვის), ქამა სოკო 600 გრამი (სასურველია შამპინიონი), ნიორი 1 თავი, ოხრახუში 1 კონა, პილპილი და მარილი გემოვნებით. „ფრისკე“ ამერიკულად ასე მზადდება: ჩაასხით ღრმა ტაფაში ზეთი და გააცხელეთ, დაამატეთ 25 გრამი კარაქი, ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები და შეწვით საშუალო ცეცხლზე. როცა ნაჭრები ყველა მხრიდან შეიბრაწება, ზეთი გადმოწურეთ და შეცვალეთ ის 75 გრამი კარაქით. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი წყალი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, ოღონდ ქურაზე არ დადგათ. სოკო კარგად გარეცხეთ და 50 გრამ კარაქში შეწვით, სხვა ტაფაზე. კარგად რომ შეიწვება, სოკო გადმოიღეთ ღრმა ტაფაში, სადაც გამზადებული ქათმის ხორცია და კიდევ 15 წუთით დადგით ცეცხლზე, სრულ მომზადებამდე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში. დამიჯერეთ, „ფრისკე“ უგემრიელესი თინეიჯერული საჭმელია, რომელიც ზაფხულის სიცხეშიც კი მადიანად მისართმევია. ასევე, აქვე გასწავლით უნგრულად კვერცხის მომზადებას სოკოთი. მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 8 ცალი კვერცხი, 600 გრამი სოკო, 1 თავი ხახვი, 100 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, 150-180 გრამი ნაღები, 2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი, მარილი და დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით. ის ასე უნდა მოამზადოთ: ხახვი დაჭერით. სოკო კარგად გარეცხეთ ცივ წყალში და დააქუცმაცეთ. დიდ ტაფაში გაადნეთ 80 გრამი კარაქი, მასში შეწვით ხახვი და ოხრახუში, დააყარეთ სოკო და შეწვით ერთად. შეანელეთ მარილით და პილპილით. გადმოდგით ტაფა გაზქურიდან, მომზადებულ სოკოს მოასხით ზემოდან ნაღები და ამოურიეთ. ბრტყელი ფორმის, ცეცხლგამძლე ჭურჭელს წაუსვით დარჩენილი კარაქი, დაასხით სოკოს მასა, გააკეთეთ რვა ჩაღრმავება და თითოეულში ჩაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და შედგით წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში, დაახლოებით, 8-10 წუთით. კვერცხის ცილა რომ გამაგრდება, გული კი ნახევრად თხევადი იქნება, გამოიღეთ ჰაერღუმლიდან. სუფრაზე მიიტანეთ ბოსტნეულის სალათასთან ერთად. ამ კერძს შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ჭიქა თეთრი ან ვარდისფერი ჩაცივებული ღვინო.


скачать dle 11.3