კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნაკლი აქვს თიკო სადუნიშვილს და ვის კისერზეა ხოლმე ის


თიკო სადუნიშვილი: მე ისეთი კომფორტის მოყვარული ვარ, მეტი რომ აღარ შეიძლება. ამაში ხელს ჩემი ზოდიაქოს ნიშანიც მიწყობს – „კურო“ ვარ, რომელსაც ფუფუნება და კომფორტი ძალიან უყვარს. აშკარად განვიცდი მის გავლენას. ვცდილობ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და ამას ვახერხებ კიდეც (იცინის).

– რა არის კომფორტი თიკო სადუნიშვილისთვის?

– კომფორტი ჩემთვის არის ფუფუნება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შხაპის გარეშე და ველურ პირობებში დიდხანს ვერ ვიქნები. ვყოფილვარ პიკნიკზეც და კარავშიც გამითევია ღამე, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ისეთი დისკომფორტი მიგრძნია, რომ მივმხვდარვარ, ეს „ჩემი მდგომარეობა“ არ არის (იცინის). აშკარად კარგ სასტუმროში დასვენება მირჩევნია.

– როცა სახლში ფუჭდება ის, რაც შენს კომფორტულ ყოფას უშლის ხელს, სიმშვიდეს ინარჩუნებ?

– მე ყოველთვის ვცდილობ, ასეთ წვრილმანებზე ნაკლები ემოცია დავხარჯო და არ ვინერვიულო იმაზე, რაზეც არ ღირს ნერვიულობა. იმის გამო, რომ სახლში რაღაც გაფუჭდა, მთელი დღით გუნებას არ მოვიშხამავ. შეიძლება, ცოტა ავღელდე, თუ ძალიან საყვარელი ნივთი დამეკარგება ან გამიტყდება. საერთოდ, ძალიან გულმავიწყი და დაბნეული ადამინი ვარ და ნივთები ხშირად მეკარგება. ხან დამივარდება სადმე, ხან სადღაც დამრჩება, ამიტომ, ამასაც შევეჩვიე.

– წყლის შეწყვეტა, შუქის ჩაქრობა როგორ მოქმედებს შენზე?

– ჩვენ ისეთი წლები გადავიტანეთ, ვერანაირად ვეღარ იმოქმედებს (იცინის). მაგრამ, შუქზე დამირეკავს და მიკითხავს მიზეზი. ოცდამეერთე საუკუნეში მაინც აღარ უნდა იყოს ეს პრობლემა.

– თუ იცი რომელიმე ხელოსნის ნომერი?

– სამწუხაროდ, არ ვიცი. მაგრამ, მეგობრები მყავს, რომლებმაც ყველაფერი იციან და, თუ დამჭირდა, ხელოსანსაც დაურეკავენ, დიდი სია აქვთ ხელოსნების. ჩემი ნაკლი ისაა, რომ საქმის გადადება მიყვარს. შეიძლება, სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეზე გადავერთო და გადამავიწყდეს. საკუთარი ხელით ვერაფერს შევაკეთებ, ნათურას კი გამოვცვლი. ვერც წარმომიდგენია საკუთარი თავი წყალგაყვანილობის შეკეთების პროცესში. არ არის ეს ჩემი საქმე. მოდი, გააკეთოს იმან, ვინც იცის და ეხერხება.

– ანუ, ბავშვობაში ჩხირკედელა არ ყოფილხარ?

– გააჩნია, ჩხირკედელაობაში რას ვიგულისხმებთ. სადენებით და მილებით არ ვყოფილვარ დაინტერესებული (იცინის). სამაგიეროდ ვიცი კერვა. ღილსაც დავაკერებ, კაბა და მაისურიც შემიკერავს და აქსესუარებიც გამიკეთებია. ფანტაზიაც მაქვს და მარჯვე ხელებიც (იცინის). თუმცა, ქსოვა არ ვიცი.

– თიკო, კაცმა უნდა იცოდეს, მაგალითად, ონკანის შეკეთება?

– მგონი, კი. თუ ქალმა ღილის დაკერება უნდა იცოდეს, მაშინ, მამაკაცსაც უნდა შეეძლოს სახლში ელემენტარული პრობლემის მოგვარება. ხელოსანი მაინც ხომ უნდა გამოიძახოს ოპერატიულად! თუმცა, მაინც ჯობია, რომ კაცი ხელმარჯვე იყოს.

– მანქანა რომ გყავდეს, კარგად მოუვლი?

– არა, იმიტომ რომ მყავდა და საშინლად ვუვლიდი. უფრო სწორად, საერთოდ არ ვუვლიდი, პროფილაქტიკაში ერთხელაც არ ვყოფილვარ, მეგობარს მიჰყავდა ხოლმე. პროფილაქტიკა და ელიავას ბაზრობა საჩემო ადგილი არ არის. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი, ელიავას ბაზრობაზე მანქანის ნაწილებისთვის მოსიარულე. ვერც ის წარმომიდგენია, ავიღო ფუნჯები და კედელი შევღებო, თუმცა, სიამოვნებით გავაკეთებ ინტერიერის დიზაინს.

– ფულს როგორ ხარჯავს თიკო?

– უჰ, კი არ ვხარჯავ, ვფლანგავ (იცინის). რამდენი ფულიც არ უნდა მქონდეს, ერთ საათში აღარ მექნება. ძირითადად, ტანსაცმელში მეხარჯება. მიყვარს ბევრი და კარგი ტანსაცმელი. თანაც ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებას: მომეწონა? – მორჩა, ვყიდულობ და, ამის გამო ჩემს გარდერობში ბევრი ისეთ სამოსია, რომელიც ერთხელ თუ ჩამიცვამს და მერე აღარც გამხსენებია. ტანსაცმელსა და თავის მოვლის საშუალებებში მიდის მთელი ჩემი ბიუჯეტი. კიდევ, საჩუქრების გაჩუქება მიყვარს. „კურო“ არ არის მფლანგველი, მაგრამ, ეტყობა მაგაში ვერ დავემსგავსე. არასდროს არ მიცდია, დამეგეგმა ჩემი ხარჯები, მაინც არ გამომივა, ისე მიყვარს საკუთარი სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვა.

– ანუ, ხელფასი ერთ კვირაში აღარ გაქვს?

– (იცინის) უფრო ადრე. ორ-სამ დღეში, ერთ კვირამდე როგორ მიმყვება! მერე ოჯახის კისერზე ვარ ხოლმე.

– სამზარეულოში როგორ გაქვს საქმე?

– მეტ-ნაკლებად არა მიშავს. თუ რამე მომინდომებია, გამიკეთებია და გემრიელიც გამომსვლია. მაგრამ, ეს თვეში ერთხელ ხდება. გარეთ ჭამა მიყვარს ძალიან. საერთოდ, ნაკლებად ვარ ხორცის მოყვარული და ვერ შევჭამ ენას, კანჭებს, „ხაშს“ და ასე შემდეგ. სხვა მხრივ, პრეტენზიული მჭამელი არ ვარ. ზაფხულში უფრო სალათებს ვანიჭებ უპირატესობას. ბევრსაც არ ვფიქრობ – რა ინგრედიენტებიც მაქვს, იმით ვამზადებ სალათას. ოღონდ, ახლა ნამდვილად ვერ გავრისკავ და რეცეპტს ვერ შემოგთავაზებთ (იცინის) – ასეთი ამბიციები ნამდვილად არ მაქვს.


скачать dle 11.3