სიყვარული სკაიპში
სუზანა ვერნერი ის ქალია, ვინც თავის დროზე მსოფლიოს ჩემპიონატის გულშემატკივრები მონუსხა. მაშინ სუზანა რონალდოს მეგობარი იყო, მაგრამ მერე დაშორდა და ახლა ბრაზილიის ნაკრების მეკარეს, ჟულიო სეზარს უზრდის შვილს. ბევრს ეგონა, რომ სუზანა ჟულიოს სამხრეთ აფრიკაში გაჰყვებოდა და ქმარს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებდა. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ცნობილი მოდელი შინ დარჩა და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.
„როცა ადრე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიყავი, ოპერატორები ფეხბურთელებზე ხშირად ჩემზე აკეთებდნენ აქცენტს და ეს მოთამაშეებზე ცუდად მოქმედებდა. სიმართლე გითხრათ, არც მე მომწონდა, რომ დიდ ეკრანზე გამომჭიმავდნენ და გულშემატკივრებიც მაწუხებდნენ. ამიტომ, ქმარს ტელევიზორში ვგულშემატკივრობ, მერე კი სკაიპით ვესაუბრები. სიგიჟემდე მიყვარს და იმდენად, რომ სკაიპში სიყვარულითაც ვკავდებით“, – განაცხადა სუზანამ.
სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ცოლებთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ, მაგრამ აი, სკაიპით სიყვარული თუა აკრძალული, ვერ გეტყვით.