კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ფეხბურთელთა ღირებულება


ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არა მარტო ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირია, არამედ ყველაზე დიდი მოგებაც მოაქვს და როგორც „ფიფას“ წარმომადგენლები აცხადებენ, წელს არნახულ შემოსავალს ელიან. ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, შედეგი იქნება უზარმაზარი... სწორედ ამ ჩემპიონატზეა დამოკიდებული, რომელი ფეხბურთელის ფასი გაიზრდება, რომლის კი, შემცირდება და ამიტომ, ევროპული კლუბები მოუთმენლად ელიან, ვინ როგორ იასპარეზებს სამხრეთ აფრიკაში.

მანამდე კი ცნობილმა სააგენტო „ტრანსფერმარკეტმა“ მსოფლიოს უძვირეს ფეხბურთელთა საუკეთესო ათეული დაასახელა და ისინი სატრანსფერო ღირებულების მიხედვით დაალაგა.

1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა) – არგენტინელი ვარსკვლავბიჭუნა 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ამ თანხის გადამხდელი რამდენიმე გუნდი მოიძებნება, მაგრამ „ბარსელონა“ მას, უბრალოდ, არ გაყიდის. ცნობისთვის, ლეოს კატალონიურ გრანდთან გაფორმებულ კონტრაქტში უწერია, რომ კლუბი მას წასვლაში ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ შეუშლის, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს გადაიხდის. ასეთი თანხის გადამხდელი კი ჯერჯერობით არ ჩანს.

2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია) – გასულ ზაფხულს ფლორენტინო პერესმა რონალდუს სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 75 მილიონი ევრო ჩაუთვალა, მაგრამ ახლა ამბობენ, მისმა ფასმა დაიკლო და ეს, ალბათ, დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ წელს „რეალი“ ტიტულის გარეშე დარჩა. რა თქმა უნდა, მხოლოდ რონალდუ არც პორტუგალიის ნაკრებს ეყო.

3. ხავი ერნანდესი („ბარსელონა“, ესპანეთი) – კატალონიური გრანდის კიდევ ერთი წარმომადგენელი 65 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ხავი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია და უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ კლუბში თამაშს დაასრულებს და მუნდიალის შემდეგ „ბარსასთან“ კონტრაქტს კარიერის ბოლომდე გააფორმებს.

4. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი) – ხავის დარად, ინიესტაც „ბარსელონას“ სკოლაში დაფრთიანდა და კლუბს ერთგულებას ეფიცება. სასწაული უნდა მოხდეს, ანდრესმა გუნდის გამოცვლა რომ მოინდომოს და თუ ამას მაინც გადაწყვეტს, მის მსურველს ეს სიამოვნება 60 მილიონი ევრო დაუჯდება.

5. უეინ რუნი („მანჩესტერი“, ინგლისი) – მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ყველაზე მეტად სურს, რომ რუნიმ ამ ჩემპიონატზე არ გაიბრწყინოს და საწყის ორ ტურში „მანჩესტერის“ ფორვარდმა მართლაც ვერაფერი აჩვენა. ალბათ, ამის ბრალიც იყო, რომ „ტრანსფერმარკეტმა“ უეინს სატრანსფერო ფასად 53 მილიონი ევრო შეუფარდა და ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ჩემპიონატამდე პერესი მის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდიდა.

6. ფრანკ რიბერი („ბაიერნი“, საფრანგეთი) – რიბერის შეძენის სურვილიც „რეალს“ ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რას დაჰპირდნენ მას გერმანული კლუბის მესვეურები, თუმცა, ფაქტია – ფრანკმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა და მადრიდელები სწორედ ამდენის გადახდას აპირებდნენ.

7. სტივენ ჯერარდი („ლივერპული“, ინგლისი) – სასწაული უნდა მოხდეს, ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ კაპიტანმა ახალი სეზონი ისევ „ენფილდზე“ რომ დაიწყოს. ჯერ ერთი, „ლივერპულიდან“ მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი წავიდა და მეორეც – მერსისაიდელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც არ ითამაშებენ. სტივენს „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკვე ესაუბრა და მზად არის მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. სწორედ ამდენად შეაფასა სტივი-ჯი სააგენტომაც.

8. ფერნანდო ტორესი („ლივერპული“, ესპანეთი) – „ლივერპულიდან“ ტორესის წასვლის მიზეზიც შესაძლოა, ის გახდეს, რაც ჯერარდზე მოგახსენეთ. ესპანელი ფორვარდი ამბობს, ერთადერთი, რაც ყველაზე ძალიან მინდა, საკლუბო ტიტულებიაო. ამ ტიტულს კი ის ვერც „ატლეტიკოში“ შესწვდა და ახლა „ლივერპულშიც“ ხელი მოეცარა. ფერნანდოზე თვალი „ჩელსის“ უჭირავს და რომან აბრამოვიჩის ჯიბეს სულ რაღაც 50 მილიონი ევრო რომ არ დაეტყობა, ადვილი მისახვედრია.

9. რიკარდო კაკა („რეალი“, ბრაზილია) – რონალდუს დარად, გასულ ზაფხულს კაკაც 50 მილიონზე მეტი ღირდა, მაგრამ ახლა მისი ფასი დაეცა, რადგან ბრაზილიის ნაკრებში არადამაჯერებელი გამოსვლის გარდა, კაკამ ვერც „რეალში“ გაიბრწყინა და ვინ იცის, მისი რეალური მყიდველი რომ გამოჩნდეს, მადრიდულმა კლუბმა ეგებ გაუშვას კიდეც.

10. ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“, ინგლისი) – „არისტოკრატთა“ ლიდერი 45 მილიონად არის შეფასებული და ეს დიდწილად, იმით არის განპირობებული, რომ ლამპარდმა 30 წელს მიუკაკუნა. შესაბამისად, მისი ფასი ყოველწლიურად დაიკლებს, მაგრამ ეს ფეხბურთელს არ აღელვებს – „ჩელსი“ მის გაყიდვას არ აპირებს და გუნდის გამოცვლის სურვილით არც თავად ლამპარდი იწვის.

P. S. ცნობისთვის, მთლიანობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 5,2 მილიარდი ევროა. ყველაზე ძვირად კი ესპანეთის ნაკრები შეფასდა, რომლის 23 მოთამაშე 650 მილიონი ევრო ღირს.

და ერთიც – მეკარეთაგან ყველაზე ძვირად გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯანლუიჯი ბუფონი ფასობდა, ახლა კი უძვირფასეს კარის დარაჯად იკერ კასილასია აღიარებული. ესპანეთის ნაკრების კიპერი 40 მილიონი ევრო ღირს.


скачать dle 11.3