კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისპანახი – ინფარქტის, ბრინჯი – დიაბეტის, ნიორი – კიბოს, რძე – ოსტეოპოროზის, მოცხარი კი ვენების დაავადების წინააღმდეგ


სწორი კვება ადამიანს ხანდაზმულ ასაკშიც კი უნარჩუნებს ჯანმრთელ ორგანიზმს, მხნეობასა და შრომისუნარიანობას. წლების მატებასთან ერთად, ორგანიზმს ნაკლები საჭმელი, მაგრამ მეტი მკვებავი ნივთიერებები ესაჭიროება. ამის მიღწევა კი მხოლოდ სწორი კვებით არის შესაძლებელი.

ისპანახი – ეს პროდუქტი ყველაზე მეტად შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, კერძოდ, მასში ბევრია რკინა, A, C და K ვიტამინები, ანტიოქსიდანტები. ისპანახი იცავს ორგანიზმს ინფარქტისა და ინსულტის, სწორი ნაწლავის კიბოს, ოსტეოპოროზისა და ართრიტის განვითარებისგან. ის მდიდარია ლუთეინით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელი მხედველობისთვის.

ბრინჯი – ბევრი ადამიანი ერიდება ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტის მიღებას, რადგან ჰგონიათ, რომ ასეთი საკვები წონის მომატებას იწვევს. სინამდვილეში კი, ნახშირწყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ენერგეტიკული დონის შენარჩუნებაში. ამიტომ, ხშირად მიირთვით ბრინჯი, პურისა და შვრიის ფაფები. ნახშირწყლები ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, სწორი ნაწლავის კიბოს, ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას, დიაბეტისა და სიმსუქნის რისკს. ის ხელს უწყობს, ასევე, ნაწლავების აქტიურ მუშაობას.

ნიორი – აფერხებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ამცირებს ინსულტის რისკს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. ის სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.

მწვანილი – ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან დუნდება გემოს შეგრძნება. მის გასაძლიერებლად კი, ყველაზე კარგი საშუალებაა კერძში მწვანილისა და სანელებლების ჩამატება.

კვერცხი – მდიდარია ცილითა და ლუთეინით. ლუთეინი თვალს კატარაქტის დაავადებისგან იცავს. ასევე, ამცირებს თრომბის წარმოქმნას, ხელს უშლის ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას. კვერცხი ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკსაც.

რძე – ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმს მეტი კალციუმი ესაჭიროება, ამიტომ საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ ამ პროდუქტით. ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა ძროხის უცხიმო რძე, რადგან ის მდიდარია კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლების გასამაგრებლად და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

მოცხარი – დიდი რაოდენობით შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს. მასში ასევე დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უშლის კატარაქტისა და გლაუკომის განვითარებას, ამცირებს ვენების გაგანიერებას, კუჭის წყლულის, გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებათა რისკს. ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას. კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთების დროს.


скачать dle 11.3