კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემითა და ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს ზაფხულის სიცხე და ვის ეკრძალება ამ სეზონზე ზღვაზე დასვენება


გლობალურმა დათბობამ დედამიწაზე გამოიწვია კლიმატის არასტაბილურობა, კერძოდ: გვალვები, თავსხმა წვიმები, ინტენსიური შტორმები, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, ამინდის არასეზონური ცვლილებები, რაც, ბუნებრივია, არასასურველ ზეგავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. უახლესი მონაცემებით, საუკუნის განმავლობაში ევროპის მეტ წილ ქვეყნებში შეიმჩნევა ტემპერატურის მატება დაახლოებით 0,8 გრადუსი ცელსიუსით. ამ მომატებული ტემპერატურის ფონზე, გაიზარდა მთელი რიგი სეზონური დაავადებების რისკიც. თუ რომელი დაავადებებია მეტად საშიში და სიცოცხლისთვის სახიფათო სწორედ ზაფხულის პაპანაქება სიცხეში და როგორ დავიცვათ თავი მათგან, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბატონ შოთა ცანავას.


შოთა ცანავა: ზაფხულის მცხუნვარე დღეების დადგომასთან ერთად, იმატა მთელი რიგი დაავადებების გავრცელების რისკმა. გარემო ტემპერატურის მატებას, მოსახლეობის ხშირად გასვლას ბუნებაში, ბანაობას და სხვა, თან სდევს ნაწლავთა ინფექციები, ასევე სხვადასხვა ცხოველისა და მწერის მიერ ადამიანის დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის საფრთხე, გულ-სისხლძარღვთა და ასე შემდეგ დაავადებების გამწვავება ამიტომ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც ცხელ სეზონზე უნდა დაიცვათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა სასწორზე არ დადოთ.

– ბატონო შოთა, კონკრეტულად რომელი დაავადებების მქონე ადამიანებს ექმნებათ საფრთხე და რომელ დაავადებათა გამწვავების საფრთხეა მოსალოდნელი ზაფხულის პაპანაქება სიცხეში?

– კლიმატური პირობების ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურის ფონზე დაბინძურებული ჰაერი თუ წყალი, ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ადამიანის სხეულის ტემპერატურის რეგულაციაზე ახდენს. სიცხეში მკვეთრად იზრდება რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რადგან მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემა იძულებულია, უფრო დიდი დატვირთვით იმუშაოს, რომ სხეული გრილად შეინარჩუნოს. საერთოდ, გარემოს მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ დაავადებათა რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ჩვილები და 4 წლამდე ბავშვები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ჭარბი წონის მქონე პირები. განსაკუთრებული ყურადღება კი, სიცხეში მაინც უნდა გამოიჩინონ იმ პირებმა, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ და ნებისმიერ ცვლილებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ, რომ საკუთარ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შეუქმნან. ასევე, ზაფხულის პერიოდში იზრდება სიცხით გამოფიტვის და რესპირატორული პრობლემები. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ზრდის ოზონის კონცენტრაციას ატმოსფეროს ქვედა ფენებში. ოზონის არსებობა ზედა ფენებში კი აძნელებს დედამიწის ზედაპირამდე ულტრაიისფერი რადიაციის შემოღწევას, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათო და საზიანოა. კონკრეტულად, ის აზიანებს ფილტვის ქსოვილს და პრობლემას უქმნის მათ, ვისაც აქვთ ფილტვის პრობლემები და აწუხებთ ასთმა. ორგანიზმის შესაძლებლობებს, განახორციელოს ტემპერატურის თვითრეგულაცია ექსტრემალურად ცხელი ამინდის პირობებში, ზღუდავს რამდენიმე ფაქტორი.

– რომელი ფაქტორებია ესენი და რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ ამ დროს?

– ჰაერის მაღალი ტემპერატურა ზღუდავს და ხელს უშლის ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასა და თერმორეგულაციას. ხოლო, სხვა გარემოებებს, რომელიც ზღუდავს თერმორეგულაციას მიეკუთვნება: ხანდაზმულობა, სიმსუქნე, ცხელება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნარკოტიკებისა და ძლიერი ალკოჰოლიანი სასმელების მიღება. გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ნუ დაელოდებით, სანამ მოგწყურდებათ, აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე. თუ იცავთ სამკურნალო დიეტას, რომლის დროსაც გეკრძალებათ დიდი რაოდენობით სითხის მიღება, მიმართეთ მკურნალ ექიმს და ზუსტად დაადგინეთ, რა რაოდენობით შეგიძლიათ, დალიოთ წყალი. ასევე, აუცილებლად მოერიდეთ პაპანაქება სიცხეში ალკოჰოლის შემცველ სასმელებს. ისინი ზღუდავს ორგანიზმის შეგუების უნარს გარემო პირობებთან. უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზეც. გაზარდეთ მარილებისა და მინერალების მოხმარება, რადგან ზაფხულში ორგანიზმიდან ოფლის ჭარბ გამოყოფას თან ახლავს მარილებისა და მინერალების ნაკლებობა. აუცილებელია დანაკარგის შევსება და საკვებ რაციონში მათი შემცველობის გაზრდა.

– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, გარკვეული დაავადებების დროს მარილის მოხმარება მკვეთრად იზღუდება. ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?

– მართალია, სხვადასხვა დაავადება მარილის მოხმარებას ზღუდავს. მაგალითად, ასეთებია: ჰიპერტონია, თირკმლის ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ. თუ მიხვდით, რომ სიცხე აუტანელი ხდება და თავს შეუძლოდ გრძნობთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ყოველგვარი აქტიური მუშაობა, მონახეთ გრილი ადგილი ან ჩრდილი და ეცადეთ დაისვენოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა გრძნობთ თავის ტკივილს, სისუსტეს, გონების გაფანტვას. ზაფხულში აუცილებლად უნდა ჭამოთ მსუბუქი კერძები, ხშირად იბანაოთ კონტრასტული შხაპით.

– სპეციალისტები ხშირად საუბრობენ სითბურ დაუძლურებაზე. რა სიმპტომები ახასიათებს მას და რამდენად საშიშია ის ადამიანის სიცოცხლისთვის?

– სითბური დაუძლურება არის ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია დიდი რაოდენობით სითხისა და მარილების დაკარგვაზე. ეს ხშირად ვლინდება ასაკოვნებში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში და ცხელ გარემოში მუშაობის ან ვარჯიშის დროს. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია: ოფლიანობა, სილურჯე ანუ ციანოზი, კუნთების ფრიგიდობა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, წნევის დაცემა. ამ დროს კანი ცივდება, პულსი ხან აჩქარებულია, ხანაც მინელებული, სუნთქვა კი ჩქარი და ზედაპირული. თუ სითბური დაუძლურებისას ადამიანს არ აღმოუჩინეთ დროული დახმარება, შესაძლოა, განვითარდეს სითბური დაკვრა. ასეთ დროს დაზარალებულს უნდა დაალევინოთ ცივი სითხეები, შემოახვიოთ ტანზე ცივ წყალში დასველებული ქსოვილი, დაუნიავოთ. სითბური დაკვრის დროს კი აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, კანი წითლდება, ხურდება, პულსი ხშირდება, ადამიანს აწუხებს ძლიერი, აუტანელი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა. ამ დროს, შესაძლოა, ადამიანს გულიც წაუვიდეს და გონება დაკარგოს. გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა და, თუ დაზარალებულს აქვს მზეზე დამწვრობის ნიშნები ან გამონაყარი, დაადეთ ცივი კომპრესი, კანი კი ლოსიონით დაუმუშავეთ. საერთოდ, ჩემი რეკომენდაციაა, თუ გადააბიჯეთ საშუალო ასაკს და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები გაწუხებთ, ხართ ორსულად ან იტარებთ მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს, მოერიდეთ მზეს, რადგან ამ დროს მზის მცხუნვარე სხივებისადმი მგრძნობელობა იზრდება. თუ შეატყვეთ, რომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ ცუდად გძინავთ და გულის ჩივილები გაწუხებთ, საერთოდ ნუ მიიღებთ მზის აბაზანებს.

– ზაფხულში იზრდება, ასევე, ნაწლავთა ინფექციების რისკი. ამ მხრივ რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

– მართალია, სწორედ ზაფხულში იზრდება და იქმნება ხელსაყრელი პირობები ბევრი გადამდები დაავადების გავრცელებისთვის, მათ შორის, მალარიის გამომწვევის, კერძოდ, კოღოს და, ასევე, ლეიშმანიოზის გადამტანი ფლემოტომუსების აქტივობისთვის. გადამტანები შებინდებისას აქტიურდებიან, ამიტომ, გირჩევთ, ამ დროს მოერიდოთ სეირნობას. გააკარით ფანჯრებზე ბადეები, დაიცავით როგორც პირადი, ისე კვების ჰიგიენა და საჭმლის შენახვის წესები. ბანაობის დროს ნუ გადაყლაპავთ მდინარის და ზღვის წყალს, რომ ნაწლავთა დაავადებას აარიდოთ თავი. ამ სეზონზე, იზრდება ბაქტერიული დიზენტერიის, ანუ შიგელიოზის, სალმონელოზის, დიარეით მიმდინარე სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებით დასნებოვნების საფრთხეც. განსაკუთრებით საშიშია ცხოველებთან კონტაქტი. ცხოველისგან კანის გაკაწვრის, დაზიანების, დადორბვლის ან კბენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ნაწლავთა მწვავე ინფექციის გავრცელებას, ამ უკანასკნელში მნიშვნელოვან როლს თავად ადამიანი ასრულებს. ებრძოლეთ ბუზებსა და კოღოებს, მოერიდეთ ბინძური წყლის ჩაყლაპვას ბანაობისას. ფაღარათის დროს მიმართეთ სასწრაფო ზომებს. მოერიდეთ ამ დროს ანტიბაქტერიულ წამლებს და დროებით შეიკავეთ თავი საკვების მიღებისგან. დალიეთ სარეჰიდრაციო ორალური სითხეები, მაგალითად, რეჰიდრონი, გადადუღებული წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ფაღარათის დროს ადამიანის ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს და მისი აღდგენა, უბრალოდ, აუცილებელია. ამ სეზონზე იზრდება ნაწლავური ინფექციით დასნებოვნების რისკი, ამიტომ, იყავით მეტად ყურადღებით. ამ დროს დიდ როლს თამაშობს სწორი და ჯანმრთელი კვება, და ჯანსაღი პროდუქტის შენახვა, თერმული დამუშავება და მიღების წესების დაცვა.


скачать dle 11.3