კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა იქონია „ბალენსიაგას“ ახალ კოლექციაზე თოჯინებმა


ყოველთვის კლასიკური, დახვეწილი, ელეგანტური, ქალური „ბალენსიაგა“ უკვე რამდენიმე ხანია, რაც აბსოლუტურად განსხვავებული და საინტერესო დიზაინერის, ნიკოლას ჯესქვაიარის ხელშია. 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე მუშაობისას ნიკოლასმა გადაწყვიტა, რომ წელს მოდა ყელამდეა კოქტეილის ლამაზ-ლამაზი კაბებითო და სურვილი გაუჩნდა, რაღაც ურბანული, ქალაქური სტილის სამოსი შეექმნა, რომელსაც ყველა ტიპის ქალბატონი იდეალურად გამოიყენებდა. „მინდოდა, რაღაც ურბანული გამეკეთებინა, აღარანაირი ისტორია ამ მომენტისთვის!“ – თქვა თავად დიზაინერმა სასტუმრო „კლირონში“, ჩვენების „ბექსთეიჯში“, როდესაც პოდიუმზე უშვებდა თავის კოლექციას. ეს იყო ქუჩური ათლეტიზმის ნამდვილი გამოხატულება: „რუხი ყვავი“ – ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე დამუშავებული, პანელირებული ტყავის ჟილეტით, რომლის კაპიუშონიც თითქმის მთლიანად ფარავდა სახეს. ასევე, ძალიან ვიწრო, ტანზე შემოტკეცილი ჯინსის შარვალი, რომელიც შეკერილი იყო სხვადასხვა ფერის ნაჭრებისგან. ამ მიმართულებას აგრძელებდნენ მოდელები, რომელთაც ძალიან მოკლე, შოტლანდიური სტილის ქვედაკაბები ეცვათ. ყველა სილუეტი, ნებისმიერი სამოსი, ექსტრაორდინალური მრგვალი „ბატინკი“ ლამაზი მოჭრილი ცხვირით, ერთმანეთთან შერწყმული ფუტურისტული ტექნიკისა და დიზაინერის ხელოვნების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებდა. ხარისხი მართლაც აქცევს ჯესქვაიარის „ბალენსიაგას“ უნიკალურად.

ავიღოთ ჯინსები, კოლექციაზე წარმოდგენილი ყველა ჯინსი იყო რუხი, მაქსიმალურად რუხი ან ბოსტნეულის ფერებში შეღებილი ტყავისგან შექმნილი. რაც შეეხება ფეხსაცმელს, დიზაინერი ხშირად ახსენებს, რომ მისი გატაცებაა თოჯინები და მათგან მიღებული ინსპირაციებით კი, გასაკვირი არა, რომ ფეხსაცმლის სტილი ჯესქვაიარმა „პლეი დოისგან“ – ცნობილი თოჯინისგან აიღო. ტანზე მომდგარი, სპორტული ზედატანები „ბალენსიაგამ“ მაღალი მოდის ახალ საფეხურზე აიყვანა. მან შექმნა ქალი – ქუჩის მეომარი. მისთვის მოდაში საზღვრები არ არსებობს – კლასიკური „რუშები“ და ბაფთები. ის სამოსს საკუთარი ეგოს თვითგამოხატვის საუკეთესო ფორმად აღიქვამს და იყენებს კიდეც ამისთვის.

ნიშანდობლივია, რომ დიზაინერის სამოსი იმაზე სწრაფად გაფრინდა მაღაზიებიდან, ვიდრე ეს „მას-მარკეტებში“ ხდება. თუმცა, ეს კოლექცია არ იყო მხოლოდ „ქუჩის მეომრებისთვის“, ის ძალიან ბევრ ნაზ და დახვეწილ სამოსსაც მოიცავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ულამაზესი კაბა-ლაბადები, რომლებიც ძირითადად ლიმონისფერი და მწვანე ქსოვილისგან იყო შექმნილი. ამ სტილის ულამაზეს ღია და მუქ კრემისფერ კაბას, განსაკუთრებით უხდებოდა დიდი ელვაშესაკრავი.

ჩვენება არაჩვეულებრივი ანსამბლების წარმოდგენით დამთავრდა. უცნაური, გრძელი და ვიწრო ქსოვილის ნაჭრებისგან შექმნილი მოკლე კაბები ურბანულ სტილს აგრძელებდა და იმავდროულად, კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს დიზაინერის სისუსტეს ქალურობისადმი. არ ვიცი, რამდენად გამოსადეგი იქნება „ბალენსიაგას“ ტყავის შარვლები, ზედები და ჟილეტები ივლის-აგვისტოს სიცხეში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ამ სტილის თბილისურ ქუჩებში გადმოტანა ნამდვილად გაქცევთ მოდურობის სიმბოლოდ.


скачать dle 11.3