კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის კარგავს ადამიანი თავს და რომელი პოლიტიკოსი არ შეუშინდა ხიდიდან გადახტომას


სპორტის ამ სახეობის შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცოდა. მართალია, მხოლოდ ორი კვირაა, რაც სეზონი გაიხსნა, მაგრამ, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. დატვირთული კვირის შემდეგ ყველა ადამიანი განტვირთვის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს: ზოგი ქალაქგარეთ გადის და ისვენებს, ზოგისთვის საკმარისია, წავიდეს თეატრში, უყუროს კარგ სპექტაკლს და ასე იღებს სიამოვნებას, ზოგისთვის კი განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება ბაგების გადასასვლელ ხიდთან მისვლა და ხიდიდან გადახტომაა. ეს არის „ბანჯ ჯამფინგი” – სწორედ ის სპორტი, რომელზეც ახლა გესაუბრებით. იმისთვის, რომ უფრო კარგად გაერკვეთ, თუ რაზეა საუბარი და როგორია სპორტის ეს სახეობა, ალპინისტი ილია ბერულავა გვესაუბრება.

– ზოგადად, როგორია ეს სპორტი და რატომ გადაწყვიტე საქართველოში მისი პოპულარიზაცია?

– თავიდან დავიწყეთ „როუფ ჯამფინგით“, ანუ ალპინისტური თოკით ხტომით – შაბათ-კვირას მეგობრები მივდიოდით და ვერთობოდით. ნელ-ნელა ამაში კომერციული სახეც დავინახეთ. გამოგვიჩნდა დაინტერესებული პირი, რომელმაც დაგვაფინანსა და ჩამოვიტანეთ ბევრად უსაფრთხო და მსოფლიოში გავრცელებული სპორტის – „ბანჯ ჯამფინგის” სპეციალური წელადი თოკი. ყოველ შაბათ-კვირას ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ბაგებში გადასასვლელ ხიდთან მოვიდეს და გადმოხტეს ხიდიდან. ერთი ნახტომის ღირებულება 50 ლარია.

– მსურველებისთვის ასაკი შეზღუდულია?

– შეზღუდული არ არის, მაგრამ, არც ძალიან პატარა ბავშვი არ უნდა იყოს და არც მოხუცი. მთავარია, ჯანმრთელობა უწყობდეს ხელს და წონით 110 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს – მეტი არანაირი შეზღუდვა არ არის. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მოვიდეს და გადახტეს.

– როდის დაიწყო სეზონი და რამდენმა გამოთქვა მონაწილეობის მიღების სურვილი?

– მსურველი ძალიან ბევრია, ჩვენ ამის გაფიარებაზე არც გვიზრუნია, თავისთავად გახმაურდა.

როდესაც ერთი გადახტება, თავისი ემოციების შესახებ სხვას უყვება და თავისთავად ხდება რეკლამირება. უკვე იმდენი მსურველია, რომ შაბათ-კვირა არ გვყოფნის და ვფიქრობთ, ერთი დღეც დავამატოთ; ასევე, ვფიქრობთ, ზაფხულის სეზონზე ბათუმშიც გადავიტანოთ. ეს ჯერჯერობით მხოლოდ გეგმაა, მაგრამ, დიდი იმედი გვაქვს, რომ იქაც გაამართლებს.

– რა შეგრძნებაა, როცა დიდი სიმაღლიდან ხტები?

– თავიდან, როდესაც გაბამენ და გადმოსახტომად ემზადები, ნელ-ნელა გრძნობ, რომ გეწყება შიში. მერე, როცა გადადიხარ ხიდზე და ქვევით 50 მეტრი სიმაღლიდან იყურები, შიშის გრძნობა გემატება. ბოლოს უკვე მარტო იმაზე ფიქრობ, რომ უნდა გადახტე და, როდესაც გადახტები, გრძნობ დიდ სიამოვნებას, ყველანაირ ცუდ ემოციას გამოყოფ. ძალიან კარგია განტვირთვისთვის. დატვირთული კვირის შემდეგ იდეალურია სტრესის მოსახსნელად. აქედან ყველა ნასიამოვნები მიდის.

– სახიფათოა და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები?

– ნამდვილად ძალიან უსაფრთხოა და მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ჩვენ ყველანი ალპინისტები ვართ და ვერკვევით ამ საკითხში, ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი შემოწმებულია და საშიში არაფერია. არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა პრეცედენტი, რომ ან თოკი ჩამწყდარიყო ან ვინმე ჩავარდნილიყო.

– რომელიმე ცნობილ ადამიანს ხომ არ ჰქონია სურვილი გადმომხტარიყო?

– დიახ, ცნობილი ადამიანებიც დადიან. მაგალითად, კობა ხაბაზი. მას ძალიან უყვარს ექსტრემალური სპორტი. თურმე, დიდი ხანია, ჰქონდა სურვილი და ძალიან უშიშრად გადახტა. საკმაოდ მამაცი აღმოჩნდა. გადმოხტა ასევე ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე. სხვათა შორის, გოგონებიც ხშირად ხტებიან. მე მეგონა, ბიჭებში უფრო იქნებოდა პოპულარული, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა.

– ყველაზე მეტად რომელი ასაკის ადამიანებშია პოპულარული?

– უფრო ახალგაზრდებში, სადღაც, 20 წლის ზევით. დადიან საშუალო ასაკის ადამიანებიც. თითქმის ყველა ასაკის ხალხი იჩენს გადმოხტომის სურვილს, რადგან ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა, გამოიყოფა ადრენალინი, რაც ძალიან სასიამოვნოა და ყველანაირი ცუდი ემოცია გამოდის შენი სხეულიდან. როდესაც ხტები, ყვირი, იცლები ემოციებისგან, ხარჯავ ენერგიას. თუ თვითონ არ გამოსცადა ადამიანმა, ამას სხვისი ნათქვამით ვერ მიხვდება.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც შიშის გამო ვერ ხტება?

– მათ ვურჩევ, რომ აუცილებლად მოვიდნენ და ერთხელ მაინც გამოსცადონ თავიანთი თავი, განიცადონ ეს სიამოვნება. უსაფრთხოებაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ყველას ვურჩევ, ამის გამო თავი არ შეიკავონ.

ეს სპორტი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და, იმედი მაქვს, საქართველოც შეუერთდება მათ რიცხვს. თუ ერთხელ მაინც არ გადმოხტებით, ვერ გაიგებთ რამხელა სიამოვნებაა, ვინც ერთხელ მოდის, ის ვეღარ შორდება ამ ადგილს, ყოველდღე აქ არის და ყოველდღე იღებს იმ სიამოვნებას, რომელიც გადმოხტომის შედეგად ეუფლება.

– ეს პროექტი სეზონურია?

– გააჩნია ამინდს. თუ ძალიან ცივი ზამთარი არ იქნება, მაშინ, მთელი წელი ვიქნებით. მთავარია, ყინვა არ იყოს. ბევრი მსურველია და ძალიან მიხარია, რომ ამ სპორტმა საქართველოშიც გაამართლა. იმედი მაქვს, ყველა დაძლევს შიშს. მხოლოდ მაშინ იგრძნობ სიამოვნებას, როცა ამას თავად გამოცდი.


скачать dle 11.3