კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიღუპებიან ქალები, თიკა ფაცაციას აზრით და ასწავლა თუ არა მან მეუღლეს „ქალების ენა“


ლამაზიც არის, წარმატებულიც და ჭკვიანიც. ანუ, მთლიანად ანგრევს ზოგიერთი მამაკაცის წარმოდგენას ლამაზ ქალზე. თიკა ფაცაცია ის „შემთხვევაა“, როცა მასთან საუბარი არ გწყინდება და ხვდები, რა საშიში ძალაა ჭკუისა და სილამაზის თანხვედრა. თიკამ ძალიან მალე დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად ჯობია, იყო ქალი, მით უმეტეს, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა შენში „საშუალო პროცენტულ მაჩვენებელზე“ ცოტათი მაღალია. იმასაც მივხვდი, რამდენი დაკარგა სუსტმა სქესმა თიკას ქალად დაბადებით.


თიკა ფაცაცია: ყველა თავის „ტყავში“ უნდა გრძნობდეს თავს კარგად. არანაირად არ არის მამაკაცობა უპირატესობა. პირიქით, იყო კაცი საკმაოდ საპასუხისმგებლო და მძიმე ტვირთია. რთულია კაცობა. ყველას არ შეუძლია, ღირსეულად ატაროს კაცის ტიტული. ძნელი სატარებელია, ნამდვილად. თუ მართლა კაცი ხარ, მაშინ ამ ტიტულის ტარება არ უნდა გეადვილებოდეს. იმდენი საქმე აქვს კაცს საკეთებელი და იმდენი რამ აქვს საფიქრალი... მამრი უნდა იყოს ვაჟკაცი, ეს კი ადვილი არ არის. მით უმეტეს, რომ დღევანდელი ქალები ძალიან გააქტიურდნენ, ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიეს, ოჯახის მართვის სადავეებიც ხელში აიღეს და, ძალიან მაგარი უნდა იყო კაცი, რომ ამ ემანსიპირებული ქალის მართვა შეძლო (იცინის).

– მგონი, ეს ხშირად არც გამოსდით.

– საქმეც ეგაა! სწორედ მაგაშია სირთულე, რომ უნდა გამოუვიდეს. კაცი მაინც კაცი უნდა იყოს, ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

– ანუ, გენდერული თანასწორობის მომხრე არ ხარ?

– გააჩნია, რას ვიგულისხმებთ ამ თანასწორობაში. ქალისა და კაცის ყველაფერში გათანაბრება-გათანასწორება არ შეიძლება, არც ოჯახში და არც მის გარეთ. ქალი, რომელიც ქმარზე მეტ ფულს შოულობს, მერე ხმასაც უწევს და თავის წესებს აყენებს. ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, თავისი შემოსავალიც, მაგრამ, კაცი უნდა კაცობდეს. ყველაზე იდეალური ვარიანტია, როცა ორივე თავის საქმეს აკეთებს. თანასწორობა კარგია, მაგრამ არა ყოველთვის და არა ბოლომდე.

– ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში, ქალს რომ კაცმა ტრანსპორტში ადგილი დაუთმოს, ის თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.

– (იცინის) მართლა? ისე, მგონი, გერმანიაში ძალიან კაცური ქალები არიან, რაღაცნაირად ძლიერები და, ალბათ, ამიტომ არ უნდათ, რომ კაცებმა რამეში შეღავათი გაუწიონ. მაგრამ, მთელი ხიბლი იმაშია, როცა ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ავსებს. ურთიერთობის ხიბლიც ესაა და სამყაროსიც. აბა, რაა!

– მამაკაცები დღემდე ვერაფრით შეეგუვნენ ქალს საჭესთან.

– მე რომ მკითხო, ქალები საკმაოდ კარგი მძღოლები არიან – მობილიზებულიც და მოწესრიგებულიც. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რის გამო ვერ ეგუებიან კაცები მძღოლ ქალებს. იმ არგუმენტს, რომ ქალებმა მანქანის ტარება ვერ ისწავლეს, არ მივიღებ. სხვათა შორის, ამბობენ ხოლმე, მამაკაცი თავია, ქალი კისერი და ამ თავს საითკენაც უნდა, იქით მიაბრუნებსო. თუ ქალს ამდენის გაკეთება შეუძლია, არ მგონია, საჭის ტრიალი ვეღარ მოახერხოს (იცინის), მშვენივრად შეძლებს. უბრალოდ, ზოგი გაფანტული ადამიანია, ზოგს კონცენტრირება უჭირს, რადგან, უმთავრესად, საკუთარი გარეგნობით არის დაინტერესებული და საჭესთანაც ნაკლებად ყურადღებიანია. მაგრამ მამაკაცებიც რომ არიან ასეთები? მე, უფრო ხშირად, საჭესთან მჯდომი მამაკაცები მიშლიან ხოლმე ნერვებს (იცინის), რადგან წესებს არღვევენ. ასე რომ, ჩვენ, ქალებსაც გვაქვს ჩვენი პრეტენზიები. იმას კი ვაღიარებ, რომ ქალს არ აქვს ისეთი კარგი და სწრაფი რეაქცია, როგორიც კაცს.

– და, მიუხედავად ამისა, ხშირად ვერ ხედავენ ნივთს, რომელიც ცხვირწინ უდევთ.

– ჰო, ნამდვილად ასეა, ეს კაცების თვისებაა. ლოგინზე რომ დაუდო ნივთი, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, მაინც ერთ საათს მოანდომებს მის ძებნას. ეს კიდევ ქალისა და მამაკაცის ერთი განმასხვავებელი ნიშანია. ქალი მთელ სივრცესა და სიტუაციას ფლობს: ვის რა ეცვა, ვინ როგორ იდგა, რას აკეთებდა. კაცისთვის ეს შეუძლებელია. თუ არ მიუთითე, კონკრეტულად რას მიაქციოს ყურადღება, ვერაფერს დაინახავს. ამიტომ, არ უნდა გავუბრაზდეთ, როცა რაღაცას ვერ პოულობენ და ვერ ამჩნევენ. შეგნებულად კი არ აკეთებენ ამას, ბუნებაში „უზით“.

– და კიდევ ქალები ვართ ყურადღებაგაფანტულები?!

– ჰა, ჰა! კაცებს ის აღიზიანებთ, ქალი ასე წინ რომ წავიდა; ისიც, რომ დღეს ლამის ქალი უფრო მეტი ზის საჭესთან, ვიდრე კაცი. შარვლებიც წავართვით, პიჯაკებიც წავართვით, მანქანებიც წავართვით და... გადაირივნენ (იცინის).

– თიკა, ხომ მეთანხმები, რომ მამაკაცები უკეთესი მზარეულები არიან?

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა კარგ რესტორანში მზარეული მამაკაცია, ესე იგი, ასეა.

– ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სამზარეულო მათი საქმე იყო და ჩვენ შემოგვაჩეჩეს?

– ჰოო, არ მიფიქრია მაგაზე. მამაკაცებს მართლა სხვანაირად გემრიელი კერძები გამოსდით, თან, ეგენი უფრო გურმანები არიან. აშკარად რაღაცაშია საქმე (იცინის).

– წარმოგიდგენია, როგორი კაცი იქნებოდი?

– ვფიქრობ, ძალიან მაგარი. შეიძლება, ამ გადმოსახედიდან წარმომიდგენია ასე, ქალის ფსიქოლოგია კარგად ვიცი, მაგრამ, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებდი, ქალბატონების სიამოვნებისთვის. იმდენი რომანტიზმია ჩემში, არ გამიჭირდებოდა მათი განებივრება. ისინი ძალიან კარგად იგრძნობდნენ თავს ჩემ გვერდით და ქალების მუსუსი ვიქნებოდი (იცინის).

– ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომელმაც იცის, რა უნდა ქალს.

– იმიტომ, რომ არ ესმით, რა მარტივია ასიამოვნო ქალს. ძალით ართულებენ ყველაფერს. ამიტომაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ენაზე. მაგრამ, ზოგიერთ მამაკაცს მართლა შეუძლია, უსიტყვოდ მიუხვდეს ქალს. ყველა ხომ ეგოისტი არ იქნება! ისე, ქალიც ბევრი მინახავს ეგოისტი. ეგოისტი დედებიც არიან. თუმცა როცა ქალს შვილი ჰყავს, ავტომატურად გადაჰყავს საკუთარი თავი უკანა პლანზე.

– ეტყობა კაცს, როგორი ქალი ჰყავს გვერდით?

– რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ ჩაცმულობაზე. როცა მას სახლში შესვლა უხარია, ის გარეთაც გალაღებულია, გახარებული, და ეს ყველაფერი სახეზე აწერია. ქალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცისთვის. მით უმეტეს, როცა ისეთ სფეროში მოღვაწეობს, სულ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მართალია, ზოგ მამაკაცს ეს არ ესმის, მაგრამ, ბევრი კაცის ცხოვრება წასულა ცუდად იმიტომ, რომ გვერდით ჭკვიანი ქალი არ ჰყოლია. ჭკვიანი ქალები თავად დგანან ჩრდილში, ქმრებს კი წარმატებული კარიერის შექმნაში ეხმარებიან. მე ვფიქრობ, არ შეიძლება კაცს მოსწონდეს სულელი, მაგრამ ლამაზი ქალი. ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში მაინც. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ქალის გარეგნულ სილამაზეს ყურადღებას არ მივაქცევდი, სხვა რამე მენდომებოდა მისგან. მე არც კაცი მინდა შტერი და არც ქალი. თუ ჭკვიანი ქალი ზოგჯერ თავს მოისულელებს, იმიტომ, რომ ეს რაღაცაში სჭირდება, რატომაც არა! მაგრამ, მუდმივად სულელი ქალი საშინელებაა.

– შენ ოჯახში ორი მამაკაცი გყავს – მეუღლე და შვილი. ასწავლე მათ „ქალების ენა“?

– (იცინის) ვცდილობ, რომ ვასწავლო. ოღონდ, შვილს. ქმარი ისეთი მომწონს როგორიც არის, აღარ სჭირდება ხელახლა აღზრდა, უკვე აღზრდილია და მე ყველანაირად მაწყობს ასეთი. შეიძლება, რომელიმე ქალს მოსწონს გაწვრთნილი და მორჩილი ქმარი, მაგრამ ჩემთვის ასეთი რამ კატასტროფაა. არ მინდა ასეთი ქმარი (იცინის).

– უცხოური სახელმძღვანელოც კი არსებობს „როგორ გავწვრთნათ ქმარი ძაღლივით“.

– მართლა? არ ვიცოდი (იცინის). თუ ქმარი იღრინება და იკბინება, მაშინ, შეიძლება, დაგჭირდეს კიდეც ასეთი სახელმძღვანელო, მაგრამ მე არ მაქვს ასეთი პრობლემა.

– რატომ პატიობენ უფრო მეტად ქალები მამაკაცებს, ვიდრე პირიქით?

– იმიტომ, რომ ეს ჩვენს ტრადიციებში დევს და მე ამისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. გულიც კი მწყდება, რომ ნელ-ნელა იკარგება ქმრის პატივისცემის ტრადიცია: როგორ უნდა მიეგებო, ოჯახში რომ მოდის, როგორ აგრძნობინო, რომ ის შენთვის სასურველია და პატივსაცემი... – ეს ყველაფერი საჭიროა. რაც შეეხება პატიებას, საყვარელ ადამიანს თუ არ აპატიებ, აბა, ვის უნდა აპატიო?! თუ გიღირს და გინდა ამ ადამიანის გვერდით ყოფნა, მაშინ, აპატიებ.


скачать dle 11.3