ანუკა ქებურიას დაბადების დღე ბომონდურ შეკრებად გადაიქცა
დიზაინერი, ულამაზესი გოგონა ანუკა ქებურია 29 ივლისს 28 წლის გახდა და საკუთარი დაბადების დღე „ბამბა ლაუნჯში“ დიდ წვეულებად აქცია. საღამოზე ყველაფერი იყო იმისთვის, რომ თავი ან რომელიმე ფილმის პრემიერაზე ან ჩვენებაზე გეგრძნოთ: ამ დღისთვის გაკეთებულ სტენდთან ცნობილი ადამიანები და, უბრალოდ, ანუკას მეგობრები, ფოტოებს იღებდნენ. ტრადიციული მოლოცვებისა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ დიზაინერმა თავისი მაისურების გამოფენა მოაწყო. სპეციალურად დაწესებული პრიზები კი იმ ადამიანებმა მოიგეს, ვინც ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ფეხსაცმლის ესკიზი დახატა. დიზაინერი უბედნიერესი იყო, რომ მის დაბადების დღეზე მისთვის საყვარელ ყველა ადამიანს კარგად გართობის შესაძლებლობა მიეცათ. მომავალ, ოქროს დაბადების დღეს დიზაინერი უფრო მასშტაბურად გადაიხდის.