კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არადა, ეკუთვნის

ელი ბეჟეტი გასულ კვირას 36 წლის გახდა და დაბადების დღეზე გამოტყდა, რომ ბავშვობის ოცნება აუხდენელი დარჩა. არადა, ჩემს წარმოდგენაში ელი სულ ბავშვი იქნება, რადგან პატარასავით მუდმივად ლოგინზე შიშვლად გაგორებული მყავს ნანახი, თუმცა რაზე ოცნებობდა ელი ბავშვობაში, ნამდვილად არ ვიცოდი.

თურმე, გოგონა კალათბურთს თამაშობდა და, როგორც ამბობენ, მასზე სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ. მერე, ეს ჩვენი თუ ამერიკელების (ისე, ჩვენი და ამერიკელების რამ გაყო) ელი მოედანზე „ფლეიბოის“ წარმომადგენელმა შეამჩნია და 16 წლის ასაკში სპორტს მოსწყვიტა. კაკო ყაჩაღი ხომ იცით, „მაშინ 12 წლისა ვიყავიო“, – ზუსტად ისე მოუვიდა ბეჟეტსაც. მართალია, იგი 12-ის არ იყო, მაგრამ მაინც...

მოკლედ, გოგონა ჟურნალისთვის ჯერ სარეკლამო სურათებს იღებდა, რადგან 18 წლამდე გაშიშვლების უფლება არ ჰქონდა, მერე კი აიშვა და აგერ, კალათბურთი მხოლოდ 36 წლისას გაახსენდა.

„ერთი ოლიმპიური მედლისთვის ყველაფერს დავთმობდი, მაგრამ ახლა სპორტისთვის აშკარად დავბერდი. სამწუხაროდ, თავის დროზე მშობლებმა არ მირჩიეს, რომ სპორტს გავყოლოდი და უმედლოდაც ამიტომ დავრჩი“, – წუხს ელი, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ერთი ოლიმპიური მედალი ამ გოგოზე ალალია.

скачать dle 11.3