კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტოლი ნახე, კოჭი გააგორე


ესეც შენი „ფრიდომ ჰაუზი“

„ნაცუმრავლესობამ“, რაკი კარგად მოეხსენება, რომ „ხერხი სჯობია ღონესა“ და, ზედაც, არც უღონობას უჩივის, თითქმის სრული „იგნორი დაადო“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც თავიანთ კვლევებში მაინცდამაინც არ სწყალობენ ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ მიღწევებს. ასე მოუვიდა „ფრიდომ ჰაუზსაც“ (თუმცა იმას რა, რეალურად, ჩვენ მოგვივიდა). ამის მიუხედავადაც, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის, სახელწოდებით: „გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები – 2010“, მიხედვით, ამ ჩვენს აღშენებულ და გაბრწყინებულ დემოკრატიულ სამშობლოში კორუფციის დონე ისეთივეა, როგორიც 1999-2000 წლებში, ანუ მაშინ, როდესაც „ხალხი ბნელი“ იყო (ბედის მუხანათობით, კორუფციის მაჩვენებელი, როგორც მაშინ, ისე ახლა – 5-ია!), თუმცა, ისიცაა, რომ 2005 წელს მან შეფასება 6 დაიმსახურა. მეტიც, უცვლელი დარჩა სამოქალაქო საზოგადოების მაჩვენებელი (ანუ, რა ბნელებიც ვიყავით 2000-ში, ისეთივენი დავრჩენილვართ). მცირეოდენი გაუმჯობესებაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით, ოღონდ, ბოლო ხუთი წელია 4,75-ზე დგას. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პერიოდულად გვაიმედებს (ადგილობრივი ძალებით ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით), სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი საგრძნობლად მაღალიაო, გამოდის, რომ ამ ჩვენსა და დემოკრატიულ საზოგადოებებს სასამართლოს ეფექტიანობაზე რადიკალურად განსხვავებული აზრი ჰქონიათ.

ამას გარდა, გაუმჯობესებულა საარჩევნო გარემო (5,25-მდე), სამაგიეროდ, შემცირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიულობის ხარისხი (ამჯერად 2005 წელთან შედარებით), თუმცა, მცირედ გაზრდილა ცენტრალური ხელისუფლების დემოკრატიულობის ხარისხი. საოცარია, მაგრამ, ბოლო ათი წლის განმავლობაში, 2000 წლიდან მოყოლებული, მედიის თავისუფლების ხარისხსაც მოუმატია.

საბოლოოდ, ეს პატივცემული საერთაშორისო ორგანიზაცია ასკვნის, რომ ბოლო ათი წელია, საქართველოში დემოკრატიის ხარისხს 4,17-დან 4,93-მდე მიუღწევია. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენი ხელისუფლება საკუთარ დემოკრატიულობას სრულიად განსხვავებულად აფასებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ „ფრიდომ ჰაუზს“ დემოკრატიისა არაფერი გაეგება, ამიტომაც სავსებით ლოგიკურია ჩვენი მშობელი ხელისუფლების მისადმი გულგრილი დამოკიდებულება. მართლაცდა, ტოლი ნახონ, კოჭი გააგორონ!


скачать dle 11.3