კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ დამზოგოთ!


დიპლომდარჩენილი

კანადიდან ახლად დაბრუნებულ, ნორჩ ვერა ქობალიას (მეორე მხრივ, ამ ჩვენს ხელისუფლებაში უფრო ნორჩებიც გვინახავს, ერთი ისაა, მამრობითი სქესისა), რა თქმა უნდა, სხვა ახალ და ძველ მინისტრებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანომ ნდობა უკვე გამოუცხადა. მეტიც, ახლები პრემიერ-მინისტრმა უკვე წარუდგინა კიდეც შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლებს (რომელთა ნაწილს, თუ უმეტესობას არა, სამსახურიდან აბარგება მოუწევს „მოქნილი“ „შრომის კოდექსის“ წყალობით). უფრო ადრე კი, როდესაც ახლები საპარლამენტო კომიტეტებს აცნობდნენ თავიანთ კონცეფციებს, ბ-ნი გილაური დაგვპირდა, რომ საკუთარი თავით აგებს პასუხს ახალბედათა წარმატებულ მუშაობაზე (ოღონდ, აი, ეს „თავით პასუხისგების“ პროცედურა არ დაუზუსტებია). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების გოგონა მინისტრის განათლებაზე მეტად ბუნდოვანი ინფორმაციაა: უმრავლესობა ვერა ქობალიას დასავლურ განათლებაზე საუბრობს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ მას უმაღლესი განათლება არ მიუღია და მხოლოდ 2-წლიანი კურსები აქვს გავლილი. თავად ახალი და ეკონომიკის გამდგრადებას შეჭიდებული მინისტრი კი დუმს, რადგან დიპლომი კანადაში დარჩენია (2004 წლიდან იქ არისო).

დიპლომით თუ უდიპლომოდ, ქ-ნი ქობალია გვპირდება, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს არც ინვესტორების მოსაზიდად და არც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. თავად პრეზიდენტი კი ბრძანებს, რომ, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ქ-ნ ვერას დიდი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვს, და მერე რა, რომ ოპონენტები ქილიკობენ, პურის ახლებური ტექნოლოგიით შეფუთვაშიო (თუ გავიხსენებთ, რომ იგი მხოლოდ 28 წლისაა, ესე იგი, თითქმის ბარათაშვილია, ოღონდ კაბაში და, მდგრადი ეკონომიკური განხრით). მეტიც, ქ-ნი ქობალია გვპირდება, რომ, თუ საჭირო შეიქნება, „მტერს მეც ყელში დავეტაკები“, ანუ, შაბათ-კვირასაც ვიმუშავებთო, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ნორჩ მინისტრს შაბათ-კვირა „უიქენდი“ ჰგონია. მეორე მხრივ, სახელდობრ, ოპოზიციონერ ბ-ნ ჩახვაძეს ის მინისტრობისთვის ეცოდება, თუმცა, რაკი თავად „შეცოდებული“ მოგვიწოდებს, არ დამზოგოთო, ეჭვიც არ გვაქვს – არც დაზოგავენ…


скачать dle 11.3