კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამრავლება ქაღალდზე


„ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა…“

გასულ კვირას „საქსტატმა“ ფრიად სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, ის, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა! ამ უწყების მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ (თანაც, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) ოთხ-ნახევარ მილიონს მიუკაკუნა (ანუ 4 436 400 ვართ!). ეს კი 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 51 000-ით მეტი ყოფილა (ოღონდ, სამწუხაროდ, არ დაზუსტებულა, ეს მატება შობადობის ზრდამ გამოიწვია თუ იმ პროზაულმა ფაქტმა, რომ მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, ჩვენი თანამოქალაქეები უცხოეთში შავი მუშის ადგილსაც ვერ შოულობენ და ამიტომაც სამშობლოში ბრუნდებიან).

ამის მიუხედავადაც, საქართველოს მთიანეთში მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულა (0,2 პროცენტით, ანუ – უმნიშვნელოდო), ისევე, როგორც შიდა ქართლში (0,8 პროცენტით). სამაგიეროდ, მატებაა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში (შესაბამისად, 2,3 და 1,5 პროცენტით). ამ კლება-მატებას „საქსტატი“ შიდა მიგრაციული პროცესებით ხსნის (რაც, თუ გულზე ხელს დავიდებთ, მთლად ასე უღრუბლოდაც ვერ უნდა იყოს).

რაც შეეხება მიგრაციას: 2009 წელს სამშობლოში უცხოეთიდან 34 200-ით მეტი ადამიანი შემოსულა, ვიდრე გავიდა, მაშინ, როდესაც, მაგალითად, 2008 წელში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 200 ყოფილა.

ბუნებრივია, მონაცემები, თუ მხოლოდ ციფრებით ვიმსჯელებთ (და მათ სანდოობას ეჭვქვეშ არ დავაყენებთ), დამაიმედებელია (განსაკუთრებით, გაეროს შესაბამისი სამსახურის დასკვნის ფონზე, რომ 50 წელიწადში გავნახევრდებით), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი მოქალაქეა გასული და ამას „საქსტატის“ მონაცემს დავუმატებთ, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობა 6 მილიონი ყოფილა.


скачать dle 11.3