კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ჩემს ძაღლს ინფექციური ენტერიტი ჰქონდა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და თავს კარგად გრძნობს. მაინტერესებს, ახლა თუ არის ის საფრთხის წინაშე, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ?

პასუხი: ინფექციური ენტერიტისგან გამოჯანმრთელებული ძაღლის ფიზიკურ დატვირთვას უნდა ვერიდოთ. შეიძლება ძაღლს ძალიანაც უნდოდეს ბევრი სირბილი, მაგრამ პატრონმა გასეირნება სიარულით უნდა შეზღუდოს. ამით თქვენი ძაღლის ჯანმრთელობას გაცილებით კარგად დაიცავთ.

კითხვა: მაინტერესებს, წელიწადში რამდენჯერ შეიძლება ძაღლის დართვა?

პასუხი: წელიწადში ერთზე მეტი შეჯვარება იწვევს შთამომავლობის ხარისხის და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას. ასევე, უარყოფითად აისახება დედის ჯანმრთელობაზე. შეჯვარებამდე აუცილებელია, ძუს ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია, აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები. არსებობს შეჯვარების სპეციალური წესები, რის მიხედვითაც ხდება წყვილის შერჩევა შეჯვარებისთვის. ხშირად აუცილებელია, სპეციალისტის დახმარება. რაც შეეხება დალეკვიანებას, ხდება შეჯვარებიდან 58-65 დღეში. მაგრამ, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, დალეკვიანება შეიძლება 53-72 დღეშიც მოხდეს.

კითხვა: ჩემს ძაღლს რამდენჯერმე სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან, მე კი დაბნეულობისგან, ვერ გავიგე, რით დავხმარებოდი. იქნებ, მირჩიოთ, ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ?

პასუხი: ცხვირიდან სისხლდენის დროს ძაღლი უნდა მოათავსოთ მშვიდ გარემოში. შეუზღუდოთ მოძრაობა, ცხვირზე დაადოთ ცივი საფენები ან ყინული და ცხვირის ნესტოში ჩაუდოთ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონი.

კითხვა: მალე დასასვენებლად მთელი ოჯახი სოფელში მივდივართ და თან ძაღლიც მიგვყავს. ის მხოლოდ 9 თვისაა და ქალაქიდან პირველად გაგვყავს. მინდა ვიცოდე, რა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი მწერებმა დაკბინეს? მაინტერესებს ასევე, საშიშია თუ არა ნაკბენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის?

პასუხი: მწერების, ფუტკრისა და კრაზანის ერთეული ნაკბენები, ჯანმრთელი ძაღლისთვის საშიში არ არის. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა ნაკბენი მრავლობითია, განსაკუთრებით პატარა ტანისა და დეკორატიულ ძაღლებში. ისინი, როგორც წესი, იკბინებიან ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში. ნაკბენი მტკივნეულია და სწრაფად სივდება. ძაღლი ცდილობს, ნაკბენი თათებით, მოიფხანოს ან უხახუნებს გარემო საგნებს. პატარა ტანის ძაღლებში შეიმჩნევა მოწყენილობა და იშვიათად, ღებინება. სასწრაფოდ უნდა მოაცილოთ ნექტარი და ნაკბენ ადგილას დაადოთ ბამბის ტამპონი, რომელიც დასველებული იქნება არაყში, სპირტში, წყალბადის ზეჟანგში ან ბორის მჟავაში.


скачать dle 11.3