კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განსაკუთრებით რომელი ჯიშის ძაღლებს უჭირთ ცხელი ზაფხულის გადატანა და როგორ უნდა დავიცვათ ისინი არასასურველი შედეგისგან


ცხელი ზაფხულის დღეები, გარკვეულწილად, შეიძლება, თქვენი ძაღლისთვის პრობლემურიც აღმოჩნდეს, თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ და ვეტერინარის რჩევებს არ გაითვალისწინებთ. ამიტომ, მივმართეთ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს, რომელიც დაწვრილებით აგიხსნით და რჩევებს მოგცემთ, როგორ მოიქცეთ წელიწადის ამ დროს.

– როგორი მოვლა სჭირდება ძაღლს ზაფხულში ბევრი მფლობელისთვის ძალიან საინტერესოა. რას ურჩევთ მათ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება განსაკუთრებით?

– ზაფხული წელიწადის ყველაზე ცხელი დროა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს ძაღლის პატრონებისგან. სასურველია, ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები, რაც შეიძლება, მეტხანს ვამყოფოთ სუფთა ჰაერზე, ვასეირნოთ ტყეში ან სანაპიროზე. ზაფხულში კარგია, თუ ძაღლს ხშირად ვაბანავებთ მდინარეში ან ტბაში. სხვაობა ტემპერატურაში მატონიზირებლად მოქმედებს ძაღლის ორგანიზმზე და აკაჟებს მას. ძაღლზე ცურვის პროცესი დადებითად მოქმედებს და ავითარებს კუნთოვან და გულსისხლძარღვთა სისტემას. თუმცა, წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი და წყალში ჩასვლამ არ უნდა შეაშინოს ცხოველი. ეს ცხოველს შემდგომში წყლის შიშს ჩაუნერგავს. ასევე, აუცილებელია, ცხოველი აცრილი იყოს ლეპტოსპირზე. ამ მეტად საშიში დაავადებით დასნებოვნება, სწორედ ტბებსა და მდინარეებში ბანაობის დროს შეიძლება.

ტყეში სეირნობისას ყურადღება მიაქციეთ, ძაღლმა ეკლებზე არ დაიზიანოს კანის საფარველი და განსაკუთრებით თვალების მიდამო. ასევე, ამ პერიოდში, მინდორსა და ტყეში დიდი შანსია, ძაღლს ტკიპამ უკბინოს, რომელიც მეტად საშიში დაავადების, მაგალითად პიროპლაზმოზების გადამტანია. აღნიშნულის პროფილაქტიკისთვის საჭიროა, გამოვიყენოთ ანტიპარაზიტული საშუალებები – ანტიპარაზიტული სპრეი, წვეთები და საყელოები. თუ ძაღლზე ტკიპას შევნიშნავთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ ვეტერინარს.

– განსაკუთრებით რომელი მწერი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას?

– ამ პერიოდში ხშირია ძაღლის ისეთი მწერებისგან დაკბენა, როგორებიცაა: ჭიანჭველები, კრაზანები და ფუტკრები. მათი ნაკბენი იწვევს მწვავე ალერგიულ რეაქციას, რაც ძლიერი სტრესია ცხოველისთვის. ამ დროს აუცილებელია, ცხოველს გაუკეთდეს ანტიჰისტამინური საგულე და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და დაუმუშავდეს ნაკბენი ადგილი.

– ის თუ არის დასაშვები, რომ ცხოველი მინდორში ვასეირნოთ?

– კი, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ზაფხულში ადვილი შესაძლებელია, მინდორში ძაღლი ქვეწარმავლებს გადააწყდეს. შხამიანი გველის ნაკბენი საფრთხეს უქმნის ცხოველის სიცოცხლეს და ამ პერიოდში უნდა მოვერიდოთ ძაღლის ისეთ ადგილებში გასეირნებას, სადაც შხამიანი გველებია გავრცელებული. დაკბენის შემთხვევაში კი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ცხოველი უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში.

– რომელი ჯიშის ძაღლებს უჭირთ განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის გადატანა?

– ცხელი სეზონის გადატანა განსაკუთრებით უჭირთ გრძელბეწვიანი და მოკლეცხვირიანი ჯიშის ძაღლებს, გრძელბეწვიან ძაღლებში კი განსაკუთრებით, მუქი ფერისას. ძაღლი უნდა დავაბინაოთ გრილ ადგილას, პერიოდულად ვაბანაოთ და წყალი უნდა ჰქონდეს მუდმივად. ისეთი ჯიშები, რომლებსაც ბეწვს კრეჭენ, უნდა გაიკრიჭოს, ხოლო ისეთებს, რომელთაც ტრემინგი უტარდებათ, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ. ეს ყოველივე სითბურ დაკვრას აგვარიდებს. ამ პერიოდში ძაღლებში ხშირია გულის უკმარისობა და ეგზემა. ეს უკანასკნელი განპირობებულია ბეწვის ჩახურებით.

– კვების საკითხს რაც შეეხება?

– ამ პერიოდისთვის დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებას. განსაკუთრებით ახალია თუ არა საკვები, რადგან სიცხეში ადვილად ფუჭდება. ამ პერიოდისთვის ცხოველს სასურველია ნაკლებცხიმიანი საკვები მივცეთ. სიცხეში ზოგი ძაღლი ცოტას ჭამს, რაც ნორმალურია.

– კიდევ რა გართულებას იწვევს ზაფხული ძაღლის ორგანიზმში?

– ზაფხულში ხშირია კონიუნქტივიტი, რასაც თვალის ლორწოვან გარსზე მტვრის მოხვედრა იწვევს. ძაღლს ამ დროს თვალი დახუჭული აქვს, აღენიშნება ცრემლდენა და ქუთუთოების შესიება. ამ დროს ცხოველს თვალი უნდა გაუწმინდოთ ჩაის წყლით და მიიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც თვალის წვეთებს დაუნიშნავს.

ზაფხულში ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების მოვლას – იქნება ეს ოპერაციული თუ შემთხვევითი. სიცხეში ადვილად ვითარდება ჭრილობის ინფექცია. ასევე საშიშია, პარაზიტული ბუზი, რომელიც ჭრილობაში მატლების კვერცხებს დებს.


скачать dle 11.3