კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაუხადა მილიონი ოქრო თავად დადიანს მის ცოლთან ერთი ღამის გატარებაში


დევი ივანოვ-ჩიქოვანი წინაპრების უნიკალურ ისტორიებს ჩვენი ჟურნალის საშუალებით სისტემატურად გიყვებათ, საუბარში მან შემთხვევით ერთი ისტორიის შესახებ გვიამბო, რომელიც ერთ ულამაზეს ქალბატონს გადახდა თავს. როდესაც ბატონმა დევიმ აგრაფინა ოლდენბურგსკაიას შესახებ გვიამბო, მივხვდით, რომ ესაა მზა კინოსცენარი, რომლის მიხედვითაც ულამაზესი დრამის გადაღება შეიძლება.


დევი ივანოვ-ჩიქოვანი: ამ სიყვარულის ისტორიას ტრაგიკული მხარე რომ არ ახლდეს, საინტერესოც არ იქნებოდა და მასზე არ ილაპარაკებდნენ. ტოლსტოი ამბობდა, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირად ბედნიერია და ეს არ არის საინტერესო, ყველა უბედური კი თავისებურად უბედურია და სწორედ ეს არის საინტერესოო. სადაც ჩნდება კონფლიქტი, იქ იწყება მიმზიდველი ამბები. დავიწყოთ თავიდან: ქალბატონი აგრაფინა იყო თავადის ქალი, ჯაფარიძე. ჯაფარიძეების ერთი შტო თავადები არიან. შემდეგ ის ცოლად გაჰყვა თავად დადიანს და მიიღო ტიტული – კნიაგინია დადიანი-ჯაფარიძე. უზომოდ ლამაზი ქალი ყოფილა, კოხტა და, თან, საოცრად მხიარული. ზედმიწევნით მხიარული ყოფილა, რაც იმ დროის ქალებისთვის უცნაური იყო, რადგან ისინი უფრო თავშეკავებული და მორიდებულები იყვნენ. ის ძირითადად ქუთაისსა და ზუგდიდში ცხოვრობდა. ზუგდიდი საკმაოდ სერიოზული ცენტრი იყო, იქ იყო სასახლე, ზღვისპირეთში დიდი მშენებლობები მიმდინარეობდა და ბევრი მაშინდელი ბიზნესმენი ჩადიოდა. ქუთაისში კი იკრიბებოდა მაღალი საზოგადოება და სწორედ იქ გაიცნო აგრაფინამ პრინცი ოლდენბურგსკი, რომელიც საქართველოში საკურორტო ბიზნესის ფუძემდებლად არის მიჩნეული – ის მუშაობდა გაგრისა და სხვა შავიზღვისპირა კურორტების განვითარებაზე.

– ოლდენბურგსკი წარმოშობით გერმანელი იყო?

– დიახ, გერმანელი იყო, მაგრამ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა და საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პეტერბურგში. სხვათა შორის, იმპერატორ ალექსანდრე მეორის და ცოლად ჰყავდა პრინცის მამას. ევროპაში გასული უმაღლესი რანგის საზოგადოება იყო. სხვათა შორის, ჩვენი, როგორც გაუქმებული სახელმწიფოს თავადები, მაინც არ მივიჩნეოდით იმ დონეზე წარჩინებულებად, როგორც, ვთქვათ, რუსები და სხვა ევროპელები. მოგვიანებით გახდა შესაძლებელი, რომ რუსმა თავადაზნაურობამ ქართველები თავის სიმაღლეზე აიყვანა. წიგნიც გამოიცა სპეციალურად ამის გამო – „კნიაზია ი დვარიანე როსიისკოი იმპერიი“ და ამ ჩამონათვალში შევდიოდით ჩვენც. მაგრამ, თავადი მაინც დაბალი დონე იყო გრაფთან, ჰერცოგთან და, პრინცებთან – მით უმეტეს. ერთი სიტყვით, პრინცმა საქართველოში გახსნა პირველი შამპანურის ქარხანა, დააარსა კონიაკის წარმოება. ძალიან უყვარდა ქუთაისი და იქ ცხოვრობდა კიდეც. ერთ-ერთ წვეულებაზე ის შეხვდა აგრაფინას. პირველი შეხვედრა და გაცნობა იყო უდიდესი ვნება – ერთი ნახვით გადაირია ეს კაცი. მაგრამ, არ ყოფილა სიყვარული და რაღაც ასეთი, მხოლოდ ვნება იყო, უდიდესი გატაცება, აენთო კაცი. სხვათა შორის, ფოტოს რომ დააკვირდეთ, თვალებზე შეამჩნევთ, როგორი კაცი იყო, ერთ ჩემს მეგობარს აქვს ასეთი თვალები. რუსული სიტყვა არსებობს „ბლუტ“ – რაღაცნაირი ეშმაკური, სექსუალურად სულ ანთებული თვალები. სულ იკითხებოდა ეს ყველაფერი მის გამოხედვაში.

– მანამდე ცოლი არ ჰყავდა?

– არა, უცოლო იყო. იმდენად მოეწონა პრინცს ეს ქალი და იმდენად ჩაუვარდა მისი ვნება გერმანულ გულში, რომ საოცარი ნაბიჯი გადაადგმევინა. ისე, მე რომ მკითხოთ, დიდი ნაგავი ყოფილა ეს პრინცი – რამ გააბედვინა ეს! ერთი სიტყვით მივიდა დადიანთან, აგრაფინას ქმართან და მის ცოლთან ერთი ღამის გატარებაში მილიონი ოქრო შესთავაზა. მაშინდელი მილიონი ოქროებით, ალბათ, ახლანდელი მილიარდია. დადიანიც დაფიქრდა, ვერ თქვა ამისთანა წინადადებაზე უარი და ფული აიღო. ისიც კაი ნაგავი ყოფილა. მერე, თურმე, ხალხი სულ აფურთხებდა და აგინებდა ასეთი საქციელის გამო, სიმღერაც კი შეთხზა თავადაზნაურობამ: „აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“.

– ესე იგი, თვითონ აგრაფინასაც არ გაუპროტესტებია.

– ასე გამოდის. აგრაფინა ჭკვიანი ქალიც იყო (იცინის), ალბათ, იფიქრა, ამ ნაგავთან ერთად ცხოვრებას ისევ პრინცთან ვიქნები და მხოლოდ ჩემი ქმრის მილიონი ოქრო ამ საქმეს არ ეყოფაო. ადგა და უთხრა პრინცს, თუ გინდა, რომ შენი გავხდე, საქართველოში ყველაზე კარგი სასახლე უნდა ამიშენოო. ერთი სიტყვით, თბილისში, კარგარეთელის ექვსში, სადაც ახლა თეატრისა და კინოს მუზეუმია, ვიღაც სომეხი რაღაც შენობას აშენებდა. პრინცმა გამოისყიდა მშენებლობა და იქ ულამაზესი სასახლე ააგო – საოცარი ჭერებით, მოხატულობით. როგორც აგრაფინას უნდოდა, ისე ააშენა და მოაწყო ოლდენბურგსკიმ. იქ ხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს. ოფიციალური საყვარლები იყვნენ, მაგრამ, ნელ-ნელა ისე შეუყვარდა ოლდენბურგსკის აგრაფინა, რომ ხელი სთხოვა. ასე გათხოვდა აგრაფინა და შეეძინა ექვსი შვილი. სხვათა შორის, აგრაფინას ძმა პრინცის ქარხნების მოურავი იყო.

– მერე მიატოვა?

– არა. სხვათა შორის, როდესაც ოლდენბურგსკიმ საქართველოს დატოვება გადაწყვიტა, აგრაფინასაც უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყო, მაგრამ ის არ წაჰყვა. ამბობდნენ, შეიშალაო, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, იმდენად უყვარდა აქაურობა, რომ ვერ წავიდა. პრინცმა კი ექვსივე შვილს ხელი მოჰკიდა და საქართველოდან წავიდა. 1906 წელს პრინცი ნიცაში გარდაიცვალა და შემდეგ ის პეტერბურგში გადმოასვენეს. ბავშვები დარჩნენ იქ, პრინცი რუსეთში დაკრძალეს და აგრაფინა დარჩა მარტო. ამასობაში მოვიდნენ კომუნისტები და აგრაფინას მთელი ქონება ჩამოართვეს. ის 1927 წელს გარდაიცვალა. რა პირობებში ცხოვრობდა ის ბოლო წლებში და რა პირობებში გარდაიცვალა, ამასთან დაკავშირებით ბებიაჩემის მონაყოლიდან ვიცი.

– ანუ, ის თქვენს ოჯახს ენათესავებოდა?

– ჩვენ და აგრაფინას ძმის შვილიშვილი, მაია, უფრო სწორად ძმის შვილიშვილის დედა, ჩვენი ნათესავია. შემდეგ უკვე მაიას შვილის ნათლიაც გავხდი და უკვე ნათელმირონობა გვაკავშირებს. ბებიაჩემმა კი გადასარევად იცოდა ამ ისტორიის შესახებ და სპეციალურად ჩემთვის კი არ მოუყოლია, ზოგადად როცა საუბრობდნენ, მესმოდა მისი ამბავი. მოგვიანებით კი გამახსენდა ბებიას ნაამბობი, რომ თურმე, სიცოცხლის ბოლო წლებში, აგრაფინა სადღაც სარდაფში ცხოვრობდა. ადრე იქ ღვინის სარდაფები ყოფილა. თურმე, სულ ძაძებში დადიოდა, შიმშილობდა, თმა სულ გაჩეჩილი ჰქონდა. ბავშვები დასდევდნენ ქუჩაში, აბრაზებდნენ, ეს კი ქვებს ესროდა. ბებიაჩემი და ის ქალები, ვისაც ის ახსოვდა ძველი დროიდან, სულ ეხმარებოდნენ, აჭმევდნენ, ყურადღებას აქცევდნენ. ერთ ამბავს მინდა, დავუბრუნდე: როდესაც აგრაფინა გათხოვდა და, შვილებიც შეეძინა, ის მაინც არ იყო ბოლომდე მიღებული მაღალ საზოგადოებაში. ერთგან დაიწერა, რომ ოლდენბურგსკის პრინცის წოდება ჩამოართვეს აგრაფინას ცოლად მოყვანის გამოო, რასაც არ ვეთანხმები. „მანიკურშა“ კი არ მოუყვანია ცოლად, თავადის ქალი მოიყვანა, მაგრამ, მისი დონე ნამდვილად არ იყო. ეს ლაქა და ხარვეზი მის შვილებზეც გადადიოდა. ამიტომ, პრინცის მამამ, ანუ აგრაფინას მამამთილმა, როგორც თანამედროვე ენაზე იტყვიან, რძალს წოდება და გვარი „გაუჩალიჩა“. ის აღარ იყო აგრაფინა ოლდენბურგსკაია-ჯაფარიძე, გახდა გრაფინია ზარნიკაუ. ჰოდა, ქუთაისში ბავშვები რომ დასდევდნენ ძაძებში ჩაცმულ, გაუბედურებულ ქალს, უძახდნენ: „გრაფინია ზარნიკაუ!“ ასეთ საშინელ სიტუაციაში გარდაიცვალა აგრაფინა და მისი საფლავიც არავინ იცის.

– შვილების შესახებ თუ არის რაიმე ინფორმაცია?

– მისი შვილები ცოცხლები აღარ იქნებიან, ას წელს გადაცილებული იქნება ყველა. სხვათა შორის, ორმოცდაათიან წლებში საქართველოში ჩამოსული იყო ნიუ-იორკის მერის მოადგილე, რომელიც მისი ერთ-ერთი შვილი იყო. ის აქ თავის ნათესავებს ეძებდა, მაგრამ, ისეთი პერიოდი იყო, რომ კომუნისტებმა ჩვენი თავი დაუმალეს. აბა, როგორ ვერ იპოვიდნენ მაიას, თაგვი სად დარბოდა, ის იცოდნენ იმათ. აგრაფინას ერთ-ერთმა შვილმა მაიას ორჯერ გამოუგზავნა ვიზა, მაგრამ არ გაუშვეს, მერე უშიშროებაშიც კი დაიბარეს ამის გამო. ერთი სიტყვით, შვილებთან კონტაქტი არ შედგა, მაგრამ შთამომავლები აუცილებლად ეყოლებათ, რომლებიც, ადრე თუ გვიან, ჩამოვლენ საქართველოში.


скачать dle 11.3