კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპლიმენტი და თანაგრძნობა


ამბობენ, რომ მამაკაცი თავის არსენალში არსებული კომპლიმენტების 80 პროცენტს ქალთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე ხარჯავს, ხოლო როცა ეს ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადადის, იმ მომენტისთვის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ქალებს კი კომპლიმენტები ურთიერთობის ყველა ეტაპზე ერთნაირად სჭირდებათ. რა ქნას საწყალმა მამაკაცმა, როდესაც სთხოვენ იმას, რისი მიცემაც მას არ შეუძლია? თუ ის მაინც შეძლო, რომ თქვენი ახალი ვარცხნილობა შეამჩნია და აღფრთოვანდა, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. მაგრამ კაცებს ერთი უცნაურობა ახასიათებთ: საკმარისია, ჰორიზონტზე ახალი „სუბიექტი კაბაში“ გამოჩნდეს, რომ „არსენალი“ მაშინვე ივსება. ეს თვისება, ფაქტობრივად, ყველა მამაკაცს ერთნაირად აქვს. სამაგიეროდ, მათ არ იციან, როგორ თანაუგრძნონ. განა არ უნდათ, არ შეუძლიათ! მაგრამ, როცა პირიქით, ქალი თანაუგრძნობს, ნეტარებენ და დნებიან. მამაკაცი ამ დროს გრძნობს, რომ ქალი „მისიანია“. მთავარია, მოუძებნოთ თანაგრძნობის მიზეზი და გამოხატვის ხერხიც სწორად შეარჩიოთ. მაგალითად, საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, შეგიძლიათ, თავზე ალერსით გადაუსვათ ხელი და უთხრათ, „საყვარელო, ძალიან დაიღალე? შენ დღეს იმდენი საქმე გქონდა...“ – ამის გაკეთებას არც განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება და არც ეშმაკობა. თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ თქვენ უფრო დაიღალეთ, მაინც არ ღირს, აუწუწუნდეთ, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ის „უფრო დაღლილია“ და თქვენგან ელის თანადგომას. რაც შეეხება კომპლიმენტების თემას, მას კიდევ დავუბრუნდებით.

P. S. ისე კი, როცა კომპლიმენტის მოსმენა ძალიან მოგინდებათ, გააკეთეთ რამე განსაკუთრებული, რომ ქმარი მართლა გააოცოთ და თქვენს ადგილას სხვა, „ახალი“ ქალი წარმოიდგინოს. შესაძლოა, ფანტაზიაც გაუღვივდეს და, რამე „საინტერესო“ და „სასიამოვნოც“ წამოსცდეს.


скачать dle 11.3