კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცური და ვნებიანი...


ადამიანები ძალიან ადვილად ხდებიან დამოკიდებულები: ზოგი მეორე ადამიანზე, ზოგი – რამე მოვლენაზე, ემოციაზე... სულერთია, ქალი იქნება ის თუ მამაკაცი. სხვათა შორის, ძველად საბერძნეთში ბევრი რამ სხვანაირად იყო. მაგალითად, რუჯი მამაკაცის მიმზიდველობის განუყრელ ნაწილად მიაჩნდათ. თეთრი მამაკაცი ულამაზოდ ითვლებოდა და ის ქალს არ მოეწონებოდა. დღეს თითქოს არც ისე აუცილებელია, მაგრამ, აბა, საბერძნეთში ჩაბრძანდით! დღესაც, იქ თეთრ მამაკაცს ზედ არ უყურებენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მარათონთან ბრძოლის წინ, ბერძენი მხედართმთავრები სპეციალურად ირუჯავდნენ სხეულს, რომ გმირული იერით სპარსელების სულიერი მხნეობა გაეტეხათ. სპარსელები კი ერიდებოდნენ მზის სხივებს და ამიტომ მათ ლაჩრებად მოიაზრებდნენ. დღეს ქალები უფრო მიელტვიან რუჯს და, რატომღაც, მამაკაცებისგან იმას ითხოვენ, რაც არ უნდა მოითხოვონ. სამაგიეროდ, სულ უფრო ნაკლებად გვხვდებიან ნამდვილი რაინდები, მარტივი მიზეზის გამო – ქალები არ ვთხოვთ რაინდობას და იმიტომ.

რა მიიჩნევა დღეს მამაკაცურ თვისებად? ვისთვის – როგორ. სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს ერთიანი კრიტერიუმი. ხმლით სატრფოს სიყვარულის დაცვა მოდაში აღარ არის. ქალები კაცებისგან აღარც რამე ფანტასტიკური, წარმოუდგენლად გასაოცარი საქციელის ჩადენას მოითხოვენ. ასეთ დროს კი შეცდომის დაშვებაც ძალიან ადვილია. იმისთვის, რომ საბოლოოდ იმედგაცრუებული არ დარჩეთ, კარგად ჩამოაყალიბეთ საკუთარი სურვილები. გარუჯვის მაგალითი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ გვეთქვა: პრიორიტეტები იცვლება, მაგრამ ყოველთვის რჩება მთავარი – მამაკაცური ღირსება. ეს კი ყოველთვის მოდაშია.


скачать dle 11.3