კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გარიგებაში შევიდა გიორგი მეგრელიშვილი ექსტრასენსებთან და რა ცდუნებას გაუძლო მან ათი ექსტრასენსის წინაშე


ერთი თვეც არაა, რაც „იმედის“ ეთერში გადის ახალი გადაცემა – „ექსტრასენსთა ბრძოლა“, რომელიც მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევს. ინგლისური და ამერიკული პროექტის ქართულმა ანალოგმა გაამართლა – ცნობილი ექსტრასენსების უნარი, რენტგენზე გაატარონ ადამიანი თავისი წარსულითა და საიდუმლოებებით, იდუმალი გარემო და არაორდინარული სიტუაციები ცნობისმოყვარე ქართველებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ახალ გადაცემაში წამყვანის როლი მშვენივრად მოირგო მსახიობმა გიორგი მეგრელიშვილმა, რომელსაც ექსტრასენსებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ ახალ ამპლუაში პროფესიული ოსტატობა ძალიან წაადგა. რა ხდება ახალი გადაცემის კულისებს მიღმა და რაში გატეხეს ექსტრასენსებმა სკეპტიკოსი წამყვანი, ამის შესახებ გიორგი თავად გიამბობთ.


გიორგი მეგრელიშვილი: როგორც სხვებმა, მეც მივიღე მონაწილეობა ქასთინგში და ბოლოს არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მე ვიცოდი, რომ გადაცემის წამყვანად ეძებდნენ მსახიობს და ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ დღეს ამ გადაცემაში ვარ. ვაღიარებ, რომ კინოში მუშაობა ყველაფერს მირჩევნია, თუმცა, ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი. თავად სიტყვა „ექსტრასენსი“ იმდენ იდუმალებასა და ინტრიგას შეიცავს, რომ, ძალაუნებურად, შენც გითრევს, თუმცა, თავიდან, როცა ექსტრასენსების გარემოცვაში მოვხვდი, ძალიან დავიძაბე. როგორც მე გავიარე, დაახლოებით, ასევე გაიარეს ქასთინგი გადაცემაში მონაწილე ექსტრასენსებმაც, ჩვენ ერთობლივადაც გაგვსინჯეს, რადგან გადაცემა, პირველ ყოვლისა, სანახაობრივადაც საინტერესო უნდა ყოფილიყო.

– ადრე ამ სფეროსთან რაიმე სახის შეხება გქონიათ? საკუთარი მომავალი არ შეგიტყვიათ სხვების დახმარებით?

– ექსტრასენსებთან არანაირი შეხება არ მქონია და არც მეგონა, რომ მათთან კავშირი მექნებოდა. ჩემს შემთხვევაში, მომავლის განჭვრეტის „მწვერვალი“ იყო ყავაში ჩახედვა – თვითონ ეს პროცესი მომწონდა, არის ამაში რაღაც იდუმალი. მახსოვს, დავუჯდებოდი ხოლმე ჩემი დის მეგობრებს, ერთ-ერთი მათგანი აიღებდა ყავის ჭიქას და ვლაზღანდარობდით, მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, შორს იყო იმ ყველაფრისგან, რისი მონაწილეც ახლა ვარ. მაშინ მომწონდა, როდესაც კარგ ამბებს მეუბნებოდნენ ყავის ჭიქის მეშვეობით, მაგრამ, როგორც კი დიდ პაუზას გააკეთებდა „მკითხავი“ და ჩემ უკან დაიწყებდა ყურებას, ეს უკვე აღარ მომწონდა (იცინის). ახლა ყველა მეკითხება, ხომ არ გეშინია ამ ხალხისო. რა თქმა უნდა, არ მეშინია, მაგრამ, როცა მათთან ერთად ვარ, რაღაც ძალას ნამდვილად ვგრძნობ. საუკეთესო ათი ექსტრასენსის კამპანიაში ყოფნა არაა მარტივი. ძალიან მინდა, რომ წამყვანის ამპლუა ისე მოვირგო, როგორც როლს ირგებს მსახიობი, რადგან სხვაგვარად ექსტრასენსებთან მუშაობა ძალიან ძნელია. მე ხილვები არასდროს მქონია, მაგრამ, როგორც მსახიობს, ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული, რადგან, როდესაც როლზე მუშაობ, ისე ითავისებ ამ როლს, რომ წარმოსახვით ხდები შენი პერსონაჟი. მსახიობსა და ექსტრასენსს აქვთ საერთო თვისებები, მაგალითად, იდუმალება; ამას გარდა, ჩვენც და მათაც, შეგვიძლია სხვის ცხოვრებაში შესვლა. ამ ადამიანებს ძალიან სჯერათ იმის, რასაც აკეთებენ და ამას ვერ დაუკარგავ. შემოდის ადამიანი, რომელსაც ჯოხი უჭირავს ხელში; მან, შეიძლება, ვერ გასცეს წამყვანის კითხვებს პასუხები, მაგრამ ჯოხს ისე ოსტატურად სუნავს და ატრიალებს ხელში, რომ ბევრ მსახიობს გაუჭირდებოდა ამის გაკეთება.

– როგორც ვიცი, თქვენ თავადაც გახდით ექსტრასენსების დავალების ობიექტი.

– დიახ, ამ ექსპერიმენტზე სიამოვნებით დავთანხმდი. პირველ გადაცემაში ათმა ექსტრასენსმა ერთად „გამაშიშვლა“ (იცინის). სიმართლე გითხრათ, ვღელავდი, თუმცა, როცა ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვს და თავი ლომის ხახაში გაქვს შეყოფილი, უფრო თამამიც ხდები. მაგრამ, კარგად უნდა ჩადო თავი ხახაში, რომ მერე გამოღების გემო იგრძნო. მე გავუძელი ექსტრასენსების რენტგენს, თუმცა, ვერაფერიც ვერ დავმალე. განსაკუთრებული საიდუმლოებები არ მქონია, მაგრამ ექსტრასენსებმა ბევრი რამ ამოიცნეს ჩემი ცხოვრებიდან. სულ ორმა-სამმა ადამიანმა იცის, რომ მე ნეკნი მაქვს გატეხილი. სახლში თუ ვიტყვი ხოლმე – ამ ნეკნმა ხომ შემჭამა-მეთქი. ერთ-ერთმა ექსტრასენსმა შემომხედა და თქვა, შენ ნეკნი გაქვს გატეხილიო, ხომ შეიძლებოდა, სხვა რამე ეთქვა? ძალიან შევცბი და გავოცდი. ისიც მითხრეს, ავტოკატასტროფაში მოჰყევიო – ეს ამბავიც სულ ათამდე ჩემმა ახლობელმა იცის და, არ მგონია, რომ იმ ათი კაციდან რომელიმე იმ ექსტრასენსს იცნობდეს და მისთვის მოეყოლა ეს ამბავი.

– როგორ ვითარდება მოვლენები კადრს მიღმა, გადაცემის კულისებში?

– ექსტრასენსებს მართლა ყველაფერს ვუმალავთ: მათ არაფერი არ უნდა იცოდნენ დავალების შესახებ; არ იციან, სად დგას ჭიქა, ვინ დგას კარს უკან. მე ამ ადამიანებთან არ მაქვს ახლო ურთიერთობა, არც მინდა ხოლმე, რომ გადაცემის წინ შევხვდე მათ, რადგან ადამიანურ ურთიერთობებში უკვე ჩნდება ემოციები, რომლის გამომჟღავნების უფლებაც არ მაქვს. ამის გამო, ამ ხალხს, შეიძლება, ცოტა უჟმურიც კი ვგონივარ. მირჩევნია, ექსტრასენსმა დავალების დროს აღმიქვას, როგორც წამყვანი, ვიდრე, ხელი გადამხვიოს და მითხრას: „ვაა, გიორგიი“!.. ამ ადამიანთა შორის გარკვეული პროფესიული დაძაბულობა არსებობს და, არ მინდა, რომ ჩემი პირადი სიმპათიების გამო, მეც ამ დაძაბულობის მონაწილე გავხდე. ამიტომაც, შეძლებისდაგვარად ვარიდებ თავს ამ ხალხს. მართალია, ჩემი ფავორიტები მყავს, მაგრამ, ეს, როგორც წამყვანს, არ მეტყობა. ხანდახან „ანკესებს“ მეც ვისვრი ხოლმე, მაგრამ ექსტრასენსები ამაზე არ ეგებიან, უფრო მეტიც – აქეთ მიწყობენ გამოცდას გამოცდაზე (იცინის). მხოლოდ მე კი არა, სხვებსაც ხშირად ეუბნებიან სათქმელს, მაგალითად, იქვე, კუთხეში თავისთვის მდგარ პიროვნებას, ტექნიკურ თანამშრომელს ან ვინმე სხვას, შეიძლება, უთხრან, რომ ყურის ბიბილო სტკივა. ზოგიერთი ძალიან მარტივად უდგება დავალების შესრულებას, თითქოს ეთამაშებიან ამ საქმეს. მაგალითად, ძალიან გამაოცა ბატონმა თემურმა, როცა მან „ფოლკსვაგენის“ ცენტრში, ერთ-ერთ ავტომობილში დამალული გოგონა „იპოვა“. ჩვენ უნდა ჩამოვსულიყავით მეორე სართულიდან, მაგრამ ბატონ თემურს ქვემოთ ჩამოსვლა აღარ დასჭირდა, დადგა და ხელი გაიშვირა იმ ავტომობილისკენ, რომელშიც გოგონა იყო. მე ვცადე, მისთვის თავგზა ამერია, მაგრამ ბატონმა თემურმა ისევ ის მანქანა აირჩია.

– ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ ექსტრასენსებს?

– მათ შორის არსებობს კონკურენცია, რომელიც უფრო და უფრო მძაფრი ხდება. ერთი შეხედვით, ექსტრასენსებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ყველა იმისკენ მიილტვის, რომ გადაცემაში ბოლომდე დარჩეს. როგორც კი დავალება იწყება, თითქოს მათთვის ყველაფერი მთავრდება და იქ სხვა რაღაცეები იწყება. ექსტრასენსებზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ახდენს გავლენას აპარატურა, ტექნიკა, ჩაწერა. ამას წინათ, ერთ-ერთმა მითხრა, ახლოს მიდგახარ და ხელს მიშლიო. მას შემდეგ ვცდილობ, დისტანცია დავიცვა.

საკმაოდ დიდი განსჯის თემა იყო ჩემი ჩაცმულობა. ყველაზე მეტად გადაცემის იდუმალ გარემოს შავი სამოსი მოუხდა – მოკლედ, ირგვლივ ბევრი იდუმალება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ექსტრასენსები ბანაკებადაც არიან დაყოფილი, არსებობს ალიანსები და კოალიციები. ქალები უფრო მეტი ინტუიციით გამოირჩევიან, მამაკაცები უფრო კონკრეტულ, სწორ პასუხს გაძლევენ. ქალებს უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ, თუმცა, ცდომილება მათთან უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებთან.

– თქვენც ხომ არ გითრევენ ექსტრასენსები რომელიმე კოალიციაში?

– მცდელობა იყო, მაგრამ, არაფერი გამოვიდა, მე უკვე გარიგებული ვარ ექსტრასენსებთან. მე ხომ ისედაც მათ კამპანიაში ვარ და, არ მგონია, უფრო ღრმა გარიგებებამდე მივიდეს საქმე, ვნახოთ, იქნებ, ახალი სიგნალები მომაწოდონ. ეს ყველაფერი ძალიან გადამდებია და, მგონი, მეც გადამედო.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ გადაცემის შემდეგ?

– ჩემს ოჯახში ღრმად მორწმუნე ადამიანები არიან, რელიგია და ექსტრასენსების საქმიანობა ერთმანეთთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის და ამ თემაზე მაქვს ხოლმე საუბრები ოჯახში, მაგრამ ჩემი მეუღლე მაინც უყურებს გადაცემას – აინტერესებს. ვფიქრობ, ამ ადამიანების უნარი და ძალა შოუში ცუდი მიმართულებით არ არის გამოყენებული, არ მგონია, ეს ხალხი ვინმეს რამეს უშავებდეს, პირიქით, თუ მათი ძალა კარგი საქმეების გაკეთებას დაეხმარება, რა არის ამაში ცუდი?! რაც ამ გადაცემის წამყვანი ვარ, მირეკავენ ახლობლები, მეგობრები და მთხოვენ ექსტრასენსების კოორდინატებს. მე ვუხსნი მათ, რომ არ ვიცი მათი ტელეფონები და, რომც ვიცოდე, ეს კონტრაქტით აკრძალული მაქვს. კონტრაქტი საკმაოდ მკაცრია. საჯარიმო სანქციები არაა, მაგრამ, ფურცელს ხელს რომ მოაწერ, ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

რაც ამ გადაცემის წამყვანი ვარ, პროფესიული ნიშნითაც ბევრი რამ შეიცვალა ჩემში, მაგალითად, უკვე სხვა განცდით ვითამაშებდი ძალიან ცუდ პერსონაჟებს – ვოლანდს, აზაზელოს. არც ადრე ვიტყოდი უარს აზაზელოს როლზე, მაგრამ ახლა სულ სხვა განცდა მექნებოდა.

– თქვენს ექსტრასენსებთან სახიფათო ექსპერიმენტში ჩაებმებით?

– რატომაც არა! არ მგონია, რომ ვინმემ მთაწმინდის ანძაზე ასვლა და იქიდან გადმოხტომა მომთხოვოს, სხვა ყველანაირ ექსპერიმენტზე კი თანახმა ვარ. ფრთხილი ვარ, მშიშარა – არა, თუმცა, მხოლოდ სულელებს არ ეშინიათ არაფრის. მე ჩავყვები ბოლომდე ყველა ექსტრასენსს, ოღონდ, ჩავყვები ფრთხილად, და არა შიშით... ერთადერთი, რაც არ მინდა, რომ გავარკვიო, არის ჩემი მომავალი. ხომ ჩამიტარეს „რენტგენი,“ ძალიან მინდოდა, ჩემი მომავლიდან დამესვა შეკითხვები, მაგრამ, თავი შევიკავე – ვიფიქრე, მოდი, ბოლოს ვინც დარჩება, მისგან გავარკვევ-მეთქი, ახლა კი ესეც გადავიფიქრე – მე თვითონ მივხედავ ჩემს მომავალს, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთისა და სხვების დახმარებით, ჩვენ თვითონ ვჭედავთ მას. ასეთი ხასიათი მაქვს: ის, რაც ძალიან ახლოსაა, მინდა, რომ შორეულიც იყოს; მინდა, რომ ექსტრასენსმა კი არ მაწვალოს, მე თვითონ ვაწვალო ის (იცინის).


скачать dle 11.3